კბილების მოვლა მხოლოდ ყოველდღიური რუტინა არ არის – ის ჩვენი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის მიუხედავად, უამრავ ადამიანს აქვს მავნე ჩვევები, რომლებიც კბილების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
ამ ბლოგში განვიხილავთ რამდენიმე ძირითად შეცდომას, რომლებსაც ხშირად ვუშვებთ კბილების მოვლის პროცესში. ჩვენ მოგაწვდით რჩევებს, თუ როგორ ავირიდოთ ისინი.
შეცდომა: ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ გამოიყენოს კბილის ჯაგრისი სწორად, ამიტომაც კბილებს არასწორად იხეხავს, რაც გრძელვადიან პერიოდში აზიანებს კბილს და ხელს უშლის ჰიგიენის სწორად დაცვას.
სწორი მიდგომა: კბილების გახეხვისას ჯაგრისი გააჩერეთ 45-გრადუსიანი კუთხით და ნაზად, წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯაგრისი იყოს რბილი, რათა თავიდან ავირიდოთ ღრძილების გაღიზიანება.
შეცდომა: ზოგი ადამიანი კბილების გახეხვას მხოლოდ რამდენიმე წამს უთმობს.
სწორი მიდგომა: კბილების გახეხვის ოპტიმალური დრო 2 წუთია. თუ ამაზე მცირე დროს უთმობთ კბილების გაწმენდას, მაშინ არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ პირის ღრუში ბაქტერია დარჩეს და განვითარდეს გინგივიტი ან პაროდონტიტი.
შეცდომა: ბევრს ავიწყდება კბილის ჯაგრისის რეგულარული გამოცვლა.
სწორი მიდგომა: კბილის ჯაგრისი უნდა შეიცვალოს ყოველ 3 თვეში ერთხელ ან მაშინვე, როცა კბილის ჯაგრისს ეტყობა დეფორმაცია/გაფუჭება. ასევე, ინფექციის შემთხვევაში ჯაგრისის დაუყოვნებლივ შეცვლაც აუცილებელია! სტომატოლოგთან ვიზიტამდე და მკურნალობის დამთავრების შემდგომ სხვადასხვა ჯაგრისი უნდა გქონდეთ.
შეცდომა: ზოგი ფიქრობს, რომ საღეჭი რეზინი კბილებს უკეთ ასუფთავებს, თუმცა შაქრის მაღალი ოდენობის საღეჭი რეზინი, პირიქით, კარიესის განვითარებას უწყობს ხელს.
სწორი მიდგომა: უმჯობესია შეარჩიოთ უშაქრო საღეჭი რეზინი, რომელიც ხელს უწყობს ნერწყვის რაოდენობის გაზრდას და კბილების ბუნებრივ გაწმენდას.
შეცდომა: კბილების მხოლოდ დილის ან მხოლოდ ღამის საათებში გახეხვა საკმარისი არ არის.
სწორი მიდგომა: კბილები უნდა გაიხეხოთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, რათა თავიდან ავირიდოთ ბაქტერიების დაგროვება ღამის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ადამიანებს, რომლებიც ატარებენ ბრეკეტებს – ამ დროს საჭმლის ნარჩენების გასუფთავება დღეში 1-ხელ ვერ მოხდება.
შეცდომა: ბევრ ადამიანს ავიწყდება კბილის ძაფის გამოყენება, რაც იწვევს საკვების ნარჩენების დაგროვებას კბილებს შორის. კბილის ჯაგრისი ვერ ახერხებს 100%-ით დაგვაზღვიოს საკვები ნარჩენების ბოლომდე გასუფთავებისაგან.
სწორი მიდგომა: კბილის ძაფის გამოყენება აუცილებელია დღეში ერთხელ მაინც, განსაკუთრებით, ძილის წინ, რათა გაიწმინდოთ კბილების ის ზონები, რომლებიც ჯაგრისისთვის რთულად მისაწვდომია.
შეცდომა: კოფეინისა და შაქრიანი სასმელების ხშირი მიღება კბილებზე ლაქებს აჩენს და ემალის სისუსტეს იწვევს.
სწორი მიდგომა: მოერიდეთ ზემოთ ჩამოთვლილ სასმელებს. გაზიან სასმელებში არსებული შაქარი კომბინირდება პირის ღრუს ბაქტერიებთან და წარმოქმნის მჟავას. ეს მჟავა, გამაგრილებელი სასმელების დამატებით მჟავასთან ერთად, აზიანებს კბილებს. თითოეული მჟავის ‘შეტევა’ კბილზე დაახლოებით 20 წუთს გრძელდება, საბოლოოდ კი ასუსტებს ემალს.
შეცდომა: ბევრი ადამიანი მხოლოდ მაშინ მიდის სტომატოლოგთან, როცა ტკივილი აწუხებს, ან რაიმე მძიმე დაზიანება აქვს.
სწორი მიდგომა: სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები უნდა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა დროულად აღმოაჩინოთ პრობლემები და თავიდან აიცილოთ სერიოზული გართულებები.
კბილების სწორად მოვლა მოითხოვს არა მხოლოდ სწორი ტექნიკის დაცვას, არამედ მავნე ჩვევების შეცვლასაც. სწორი ჰიგიენის დაცვა და რეგულარული პროფილაქტიკა დაგეხმარებათ, რომ კბილები იყოს ჯანმრთელი და ძლიერი წლების განმავლობაში. შეარჩიეთ სწორად სანდო სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, აირჩიეთ პროფესიონალი სტომატოლოგი, რომელიც გასწავლით არამხოლოდ ჰიგიენის სწორად დაცვას, არამედ კბილის სიჯანსაღის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში!
დაიცავით თავი კბილების მოვლისას დაშვებული შეცდომებისაგან. გაიგეთ, რა მავნე ჩვევები აზიანებს თქვენს კბილებს და როგორ შეგიძლიათ ისინი გამოასწოროთ!