რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში ღრძილების დაავადებების მკურნალობა პაროდონტიტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ხდება. მიუხედავად ამისა, ადრეული მკურნალობა შემდგომი გართულებებისგან ეფექტურად გვაზღვევს და პროცესიც გაცილებით სწრაფად და მარტივად წარიმართება.
ღრძილების დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. უსიამოვნო და ხშირად მტკივნეული სიმპტომები მხოლოდ დროთა განმავლობაში იჩენს თავს.
როგორც ზევით ვახსენეთ, პაროდონტიტი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა სტომატოლოგთან კონსულტაცია დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაში გვეხმარება.
თუ უსიმპტომოდ მიმდინარე ღრძილების დაავადება საწყის ეტაპზე ვერ შევამჩნიეთ, ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ სტომატოლოგს:
ადრეულად აღმოჩენილი პაროდონტიტის შემთხვევაში კონსერვატულ მკურნალობას მივმართავთ. კონსერვატული მკურნალობა მოიცავს ნადების სტომატოლოგიურ წმენდას კარიესის მოსაშორებლად, სკალირებისა და ფესვების დამუშავებას, ბაქტერიული ინფექციის პრევენციისთვის ანტიბიოტიკის გამოყენებას.
უფრო რთულ ფორმებში გამოვლენილ პაროდონტიტს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: ღრმა პაროდონტალური ჯიბეები, ენისა და ტუჩის მატრავმირებელი ლაგმები, ღრძილის რეცესიები და ესთეტიური ჩვენებები. ასეთ შემთხვევებში სამკურნალოდ ლაზერული თერაპია ან ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.
დაიმახსოვრეთ, ღრძილების ანთების მკურნალობა სტომატოლოგის კაბინეტში არ სრულდება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროცედურის შემდეგ პირის ღრუს მოვლას სახლის პირობებში.
ღრძილების მკურნალობა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების უმტკივნეულოდ, ზედმეტი დისკომფორტის გარეშე დამარცხებას. გაიარეთ რეგულარული კონსულტაცია რიხტერის სტომატოლოგებთან და დაიზღვიეთ თავი შესაძლო რისკებისგან.
დიახ, უსიამოვნო სუნის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ღრძილების დაავადებაა.
პროცედურის შემდეგ აუცილებელია ექიმის კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
პაროდონტიტს ხშირად წინ უძღვის გინგივიტი, რომლის შეჩერებაც სწორი ხეხვით, კბილის ძაფისა და სავლებების გამოყენებით შეიძლება.