
უსაფრთხო სტომატოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესია ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები. პაციენტებისთვის სტომატოლოგიის უსაფრთხოება, ბუნებრივია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინაპირობას მისდამი ნდობისთვის და პროცედურების მშვიდად ჩატარებისთვის. იქნება ეს კბილების გაწმენდა, კბილის ამოღება, თუ ნებისმიერი სხვა სტომატოლოგიური მომსახურება, პაციენტს სტომატოლოგი ჰიგიენური ნორმების უმაღლესი დაცვით უნდა მოემსახუროს.
საქართველოში არის დაწესებული რიგი საკანონმდებლო ნორმები და სამედიცინო პროტოკოლების ქონის ვალდებულება, რომელიც არეგულირებს სტომატოლოგიური საქმიანობის უსაფრთხო მუშაობის საკითხებს. მათ შორის, 2002 წლის 19 მარტის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №64/ნ ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ. ასევე, არსებობს ამ სფეროზე საზედამხედველო ორგანო – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ასევე არსებობს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ასევე ეხება სტომატოლოგიურ საქმიანობას.
სტომატოლოგიური კონსულტაციის თუ მომსახურების დროს ინფექციის გადაცემის რისკი არსებობს როგორც პაციენტიდან პაციენტზე, ასევე პაციენტიდან სამედიცინო პერსონალზე და პერსონალიდან პაციენტზე. ამასთან, მსოფლიოში ქრონიკული ვირუსული პათოლოგიების მნიშვნელოვანი ზრდის ტემპია. აღნიშნული ზრდის პროპორციულად – უსაფრთხო სტომატოლოგია საჭიროებს სულ უფრო თანამედროვე უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას. ეს სტომატოლოგიურ კლინიკაში სუფთა და ჰიგიენური გარემოს არსებობის აუცილებელი წინაპირობაა. ამისთვის მივმართავთ დეზინფექციას და სტერილიზაციას, როგორც პროფილაქტიკური, ასევე ეპიდსაწინააღმდეგო მიზნით.
უსაფროების სტანდარტები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. მომსახურე პერსონალის იმუნიზაცია;
2. გარემო ზედაპირების წმენდა-დეზინფექცია;
3. ინსტრუმენტების დეზინფექცია-სტერილიზაცია;
4. უსაფრთხო ინექციის პრაქტიკა;
5. ბასრ საგნებთან მოპყრობის უსაფრთხოება;
6. (იდს)-ი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
7. ხელის ჰიგიენა;
8. სამედიცინო ნარჩენებთან მოპყრობა;
9. პოსტ-ექსპოზიციური ქცევა და სხვა.
ქვემოთ შევეხებით გარკვეულ საკვანძო საკითხებს ამ მიმართულებებით, თუმცა ეს არ წარმოადგენს ამომწურავ წესებს. დაწვრილებით თითო საკითხზე უსაფრთხო სტომატოლოგიაში აუცილებლად იქნება უსაფრთხოების პროცედურების დეტალური პროტოკოლები.
შესაბამის რეგლამენტში 2023 წელს შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის თანახმად:
დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს − ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით.
აღნიშნულით ყველა სტომატოლოგს და ამ საქმიანობაში ჩართულ პირებს დაევალდებულა იმნუზიაცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ.
ხოლო C ჰეპატიტზე სავალდებულოა პერსონალის სკრინინგი წელიწადში ორჯერ.
სტომატოლოგიას უნდა ქონდეს ადვილად დასასუფთავებელ-დასამუშავებელი და სითხეების, ქიმიური ნივთიერებებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მდგრადი იატაკი, კედლები და სამუშაო ზედაპირები. სასტერილიზაციოს კედლებისა და იატაკის ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი რეცხვისა და დეზინფექციის მიმართ.
ზედაპირები და სტომატოლოგიური მოწყობილობები დეზინფიცირდება მრავლჯერადად შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით.
დეზინფექციისა და სტერილიზაციის სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვის უზრუნველყოფისათვის სტომატოლოგიას უნდა ჰქონდეს სასტერილიზაციო, სადაც წარმოებს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია.
განსაზღვრული უნდა იყოს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციაზე/დეზინფექციაზე პასუხისმგებელი პირი. სასტერილიზაციო გაყოფილი უნდა იყოს „ჭუჭყიან“ ანუ დეკონტამინაციის, „სუფთა“ ანუ შეფუთვისა და „სტერილურ“ ზონებად. სასტერილიზაციოში დაცული უნდა იყოს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ნაკადების ერთი მიმართულებით მოძრაობის პრინციპი და არ უნდა მოხდეს მათი გადაკვეთა.
ყოველი მოხმარების შემდგომ კეთდება ბუნიკებისა და ეჯექტორების სტერილიზაცია. ასევე ინფექციური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხდება გამწოვი მილების, სისტემების დეზინფიცირება.
დეზინფექცია, სტერილიზაციის ეტაპები:
1. ინსტრუმენტების დახარისხება, დაშლა.
2. წინასწარი წმენდა, როგორც ულტრაბგერით აპარატში ასევე მანუალურად. ინსტრუმენტები თავსდება გიგაზიმის 1%-იან გამრეცხ ხსნარში.
3. ინსტრუმენტების გამდინარე წყალში გავლება და დაწრეტა.
4. ინსტრუმენტების მოთავსება გიგასეპტი AF – ის 1%-იან სადეზინფექციო ხსნარში.
5. ინსტრუმენტების გამდინარე წყალში გავლება და დაშრობა.
6. ინსტრუმენტების დაკომპლექტება და შეფუთვა.
7. მოთავსება ავტოკლავში და სტერლიზაცია 134 გრადუსზე.
8. დათარიღება და მშრალ კარადაში მოთავსება.
იმ შემთხვევაში, თუ იარაღი დელიქკატურია ან არ ექვედემარება ავტოკლავში სტერილიზაციას – ასევე კეთდება მაღალი დონის ცივი ქიმიური დეზინფექცია და სტერილიზაცია. მშრალი ინსტრუმენტები თავსდება გიგასეპტი PEARL – ის 2 %-იან ხსნარში.
ნარჩენების კონტეინერები, მათ შორის, ბასრი საგნების კონტეინერები არ უნდა იყოს შევსებული სამ მეოთხედზე მეტად.
სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილ სათავსებში ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე უნდა განხორციელდეს ნარჩენების სეპარაცია და განთავსება არასახიფათო ანუ საერთო სამედიცინო ნარჩენების, ინფექციური ნარჩენებისა და ბასრი საგნების შესაგროვებელ კონტეინერებში (ე. წ. „სამი კონტეინერის სისტემა“).
უსაფრთხო სტომატოლოგიაში სამედიცინო ნარჩენების მართვის თითოეულ ეტაპზე დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, ერთჯერადი ხელთათმანი/ სამეურნეო ხელთათმანი, სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური წინსაფარი, უსაფრთხო დამცავი სათვალეები/სახის ფარი, წყალგაუმტარი დახურული ფეხსაცმელი და სხვ).
აღსანიშნავია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ძალიან დეტალურად და ყურადღებით ახდენს შემოწმებას სტომატოლოგიური კლინიკების და იყენებს საკმაოდ მაღალ სტანდარტს. კანონმდებლობის ბოლო ცვლილებებთან სტომატოლოგიის მოყვანა გახდა სავალდებულო და შესაბამისობაში არ ყოფნის შემთხვევაში სტომატოლოგიას შეიძლება ემუქრებოდეს დახურვა.
ჩვენთან, რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში, გვესმის თუ რაოდენ მნიშვენლოვანია პაციენტების უსაფრთხოება და ინფორმირებულობა კლინიკის მიერ სტანდარტების დაცვაზე. ჩვენ გავიარეთ საზედამხედველო ორგანოს შემოწმება, მივიღეთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი და მუდმივად ვაკვირდებით ყველა სიახლეს. ჩვენ მიერ სადეზინფექციო წესების მკაცრი დაცვის დამსახურებით, შეგიძლიათ უსაფრთხოთ მიიღოთ ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურება, დაწყებული ისეთი გავრცელებული პრობლემის მოგვარებით, როგორიცაა კარიესი, დასრულებული რთული სტომატოლოგიური და ქირურგიული პროცედურებით.