სტომატოლოგიაში სიზუსტე უბრალოდ პრეფერენცია კი არა, საჭიროებაა. სწორედ ამ სიზუსტის მისაღწევადაა საჭირო 3D კომპიუტერული ტომოგრაფია – სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისი სტომატოლოგიურ კლინიკაში. კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლებელს ხდის ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების დანახვას, რომლებიც სწორი და ზუსტი დიაგნოზისათვის აუცილებელია.
3D კომპიუტერული ტომოგრაფია, იგივე სტომატოლოგიური კატე, არის ვიზუალიზაციის საუკეთესო ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული რენტგენის სურათებით პაციენტის კრანიოფიალური სტრუქტრურის სრულ სამგანზომილებიან ვიზუალს ქმნის. ტრადიციული რენტგენებისაგან განსხვავებით, რომლებიც ორგანზომილებიან ვიზუალს გთავაზობენ, 3D CT სკანირების გამოსახულება მოცულობითია, მისი დანახვა შესაძლებელია კომპიუტერზე.
კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდგომ სტომატოლოგს აქვს თქვენი კბილების, რბილი ქსოვილების, ნერვული დაბოლოებებისა და ძვლის სამგანზომილებიანი სურათი. მოცემული პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა ნებისმიერი ადამიანისთვის. 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის ბენეფიტებია:
ზუსტი დიაგნოსტიკა: კომპიუტერული ტომოგრაფია სტომატოლოგებს ეხმარება ისეთი სტომატოლოგიური პრობლემებისა და პათოლოგიების დანახვაში, რომლებიც ტრადიციული რენტგენის საშუალებით არ ჩანს. ტომოგრაფია ხედავს ღრძილებში დაწყებული ანთების (პაროდონტიტის) პირველ ნიშნებს, ყბის ძვლის დარღვევებს და ა.შ მოცემული სტომატოლოგიური პრობლემების დანახვა შესაძლებელს ხდის, დიაგნოზი არამხოლოდ პრობლების მოგვარებისკენ იყოს მიმართული, არამედ პრევენციის სახეც კი ჰქონდეს.
კომპლექსური მკურნალობის დაგეგმვა: სტომატოლოგიური კატე საჭიროა სხვადასხვა სტომატოლოგიური სერვისების სწორად დაგეგმვისთვის, როგორებიცაა სტომატოლოგიური იმპლანტაცია, კბილის ამოღება, პროთეზები, კბილების გასწორება და ა.შ. ტომოგრაფია საშუალებას აძლევს სტომატოლოგებს, ზემოთ ჩამოთვლილი სტომატოლოგიური ჩარევების რისკები მინიმუმამდე დაიყვანონ და შედეგები მაქსიმალურად გააუმჯობესონ.
პაციენტის კომფორტი: სტომატოლოგისთვის პაციენტის კომფორტი უმნიშვნელოვანესია. როცა სტომატოლოგს ზუსტი სურათი აქვს, მას შეუძლია პაციენტს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მისი მდგომარეობის, მკურნალობის გზების და მომავალში პრობლემების თავიდან არიდების შესახებ.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში შეგიძლიათ გაიკეთოთ პირის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია საუკეთესო კლასის პლანმეკას აპარატის ProMax 3D Classic® (დამზადებულია ფინეთში) გამოყენებით.
მოცემული აპარატი ზუსტად ასახავს პაციენტის ძვლებისა თუ კბილების ვიზუალს და სხვა შესაბამის ინფორმაციას. შედეგად, სტომატოლოგისთვის მკურნალობის ეფექტური გზების დადგენა უფრო მარტივდება, ხოლო პროგნოზი უფრო მეტად ზუსტი ხდება. ყველასთვის სასურველი ჰოლივუდის ღიმილის მიღება ტომოგრაფიის გარეშე წარმოუდგენელიც კია.
ჩვენს კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიის ფასი 100 ლარია. გაიარეთ სტომატოლოგიური კონსულტაცია ჩვენს სტომატოლოგებთან და ისინი გადაწყვეტენ, გჭირდებათ თუ არა სტომატოლოგიური კატე.
დიახ, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია სრულიად უსაფრთხოა. ჩვენი თანამედროვე პლანმეკას აპარატს აქვს მინიმალური რადიაციის დონე.
კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. უშუალოდ გადაღების პროცესი 1 წუთზე ნაკლებია, თუმცა წინასწარმა მომზადებამ შესაძლოა დამატებითი დროც წაიღოს.
დიახ, პროცესი სრულიად უმტკივნეულოა, რადგანაც ეს პროცედურა არაინვაზიურია და დისკომფორტიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
ზოგადად, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას წინასწარი მომზადება არ სჭირდება. შესაძლოა, მოგთხოვონ აქსესუარების მოხსნა, რომ გადაღებას ხელი არ შეუშალოთ. გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან და ის მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.