ჰოლივუდის ღიმილი

ჰოლივუდის ღიმილი: ისტორია

ჰოლივუდის ღიმილი / ქათქათა თეთრი კბილებით და მომხიბვლელი ღიმილით, ადრე მხოლოდ ცნობილი ადამიანები იწონებდნენ თავს, ისეთები, როგორიც მსახიობებია, რადგან ფილმებში ყველაფერი უნაკლოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. ჰოლივუდი კიდევ ცნობილი ადამიანების სავანეა.  ამიტომ ასოცირდება უნაკლო ღიმილი ჰოლივუდთან და ასე მოიხსენიებენ დღეს.

ბევრი მსახიობი ჰოლივუდში დაკარგული ან გაფუჭებული კბილებით ჩადიოდა კარიერის დასაწყებად. Რადგან კინოში ყველაფერი უნდა იყოს იდეალური – მსახიობების ღიმილის გასაუმჯობესებლად, კალიფორნიელმა სტომატოლოგმა ჩარლზ პინკუსმა შექმნა დროებითი სტომატოლოგიური ვინირები 1928 წელს.

Როგორც ვხედავთ, დღეს უნაკლო ღიმილით, ნებისმიერი ადამიანი იწონებს თავს და ყოველდღიურად იზრდება ჰოლივუდის ღიმილის მსურველთა რიცხვი. Იგი ასოცირდება ჯანმრთელობასთან და ადამიანის სტატუსთან.

ჰოლივუდის ღიმილის საიდუმლოს რამდენიმე სტომატოლოგიური პროცედურა განაპირობებს, რომელსაც სტომატოლოგიური კლინიკა ახორციელებს: კბილების გათეთრება, ვინირები, ხელოვნური გვირგვინები, იმპლანტაცია

კარგი ამბავი ისაა, რომ სტომატოლოგიური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა მკურნალობის მეთოდებიც და ჰოლივუდის ღიმილი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

მაინც რა არის ეს ჰოლივუდის ღიმილი?

Ზოგ ადამიანს ბუნებრივად შეიძლება ჰქონდეს  ერთ რიგში თანმიმდევრულად  ჩაწყობილი ლამაზი ფორმის კბილები და მისთვის ჰოლივუდის ღიმილი კბილების გათეთრებაში გამოიხატებოდეს.

Რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკაში, გამოცდილი სპეციალისტები შეარჩევენ თქვენთვის შესაბამის მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ჰოლივუდური ღიმილის შექმნაში. Იქნება ეს ვინირები, გათეთრება თუ იმპლანტაცია.

კბილების გათეთრება

თანამედროვე გზებით, როგორიცაა ქიმიური კბილების გათეთრება / “In-Office” კბილების  გათეთრება უსაფრთხოდ და მაღალტექნოლოგიურად ტარდება. კბილების გათეთრების საშუალება, რომელსაც ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში იყენებს, აღწევს კბილის ქსოვილებში, აშორებს სიყვითლეს, ანიჭებს ბზინვარე ელფერს და საერთო ჯამში, თქვენ ღიმილს უფრო ეფექტურს ხდის. Არსებობს კბილების გათეთრების გრადაციები. Ამავდროულად გასათვალისწინებელია ადამიანის ინდივიდუალურობა, კერძოდ: კბილების მგრძნობელობა, მისი ბუნებრივი სითეთრე და სიყვითლისკენ მიდრეკილება.

ვინირები

სხვა გზა, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია ჰოლივუდის ღიმილის შექმნა, არის ვინირები.

ვინირი არის ძალიან თხელი ფირფიტა, რომელიც მჭიდროდ და საიმედოდ ეკვრის კბილის ზედაპირს, ასწორებს დეფექტებს, აუმჯობესებს კბილების ფორმას და ფერს.

თხელი და ნაზი ფაიფურის ფირფიტები ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში, მზადდება ექსკლუზიურად თქვენთვის, ამაში იგულისხმება ესთეტიური მთლიანობა საბოლოო შედეგის. Ვითვალისწინებთ ადამიანის სახის სიგრძეს, არსებული კბილების სიგრძე-სიგანეს, ფორმებს, თვალის ცილოვანი გარსის (სკლერის) სითეთრეს. Ეს არ წარმოადგენს ამომწურავ სიას და ექიმი პაციენტთან შეთანხმებით გეგმავს ვინირების გამოყენებას. Სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ დეტალებს, რაც თქვენ ღიმილს ბუნებრივად გააუმჯობესებს.

ფაიფურის ვინირების გარდა, კომპოზიციური ვინირებიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში თბილისში, რომელიც მაღალი ხარისხის საბჟენი მასალისგან მზადდება და ისეთივე მომენტალური ეფექტი აქვს, როგორც ფაიფურის ვინირებს.

თუ თქვენ დღესვე გჭირდებათ თვალისმომჭრელი ღიმილი და თვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე საათებია დარჩენილი, ამ შემთხვევაში  ყველაზე სწრაფი გზა ღიმილის გასაუმჯობესებლად, სწორედაც რომ კომპოზიციური ვინირებია.

კბილის იმპლანტაცია

Ბუნებრივია, რომ Ჰოლივუდის ღიმილის მიღწევა შეუძლებელია, თუ გაღიმებისას ყველა ხილული კბილი არ იქნება თავის ადგილზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გაგიკეთებთ ვინირებს, კბილების გათეთრებას, მაგრამ რომელიმე კბილი გაკლიათ (განსაკუთრებით კი ფრონტალური) – ჰოლივუდის ღიმილს ასეთს ნაკლებად დავარქმევთ.

დღეს, კბილების დაკარგვის შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი არის კბილების იმპლანტაცია. Კბილის იმპლანტები არსებობს დაბალ ბიუჯეტიანი და მაღალ ბიუჯეტიანიც, თუმცა, როგორც წესი ყველა კეთდება ტიტანისგან. კბილის იმპლანტები განსხვავდება ტექნოლოგიებით და ხარისხით. 

ადამიანს შეიძლება აკლდეს ნებისმიერი ოდენობის კბილი, თუმცა იმ შემთხვევებშიც კი როდესაც ადამიანს აკლია ყველა კბილი შეიძლება შევთავაზოთ კბილების იმპლანტაცია ALL-ON-4 ან ALL-ON-6 მეთოდები, რომელიც ტოტალურად აღადგენს კბილების ფუნქციას და ესთეტიკას.

Საკვანძო საკითხია იმპლანტაციისას ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობა. კბილის იმპლანტაცია გარკვეული დაავადებებისას არ შეიძლება გაკეთდეს, და ამიტომ დეტალური კონსულტაცია უნდა ჩატარდეს შესაბამის იმპლანტოლოგთან.

ჰოლივუდის ღიმილის უპირატესობები

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობაზე და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, რაც თავის მხრივ, ჰოლივუდის ღიმილს, როგორც მომგებიან ინვესტიციას გულისხმობს.

კბილების რესტავრაცია, რომელიც მოიცავს ვინირებს, გათეთრებას და იმპლანტაციას, არა მარტო აუმჯობესებს თქვენს ღიმილს, არამედ აღადგენს მათ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. მსგავსი სტომატოლოგიური პროცედურები ამყარებს კბილებს, რაც შესაბამისად, ღეჭვის, საუბრის, ღიმილის და სრულფასოვანი ცხოვრების  საშუალებას იძლევა.

ჰოლივუდის ღიმილში ინვესტიცია სასარგებლო  ჩვევების გამომუშავების სტიმულიცაა.  Მხედველობაშია, პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგიური კლინიკაში სისტემატურად. ლამაზ ღიმილს  ხომ გაფრთხილება და მოვლა სჭირდება, მით უმეტეს, როდესაც საკმაო თანხაა გადახდილი მის შექმნაში.

Პირის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნების გასაღები კბილების რეგულარულად წმენდას და ბალანსირებულ კვებაშია. Როდესაც თქვენი კბილები და ღრძილები შესანიშნავ ფორმაშია, იქ მავნე ბაქტერიების გავრცელების ნაკლები შანსია.

×