კბილების პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პროცედურაა, რომელიც მოიცავს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას. რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოცდილი ექიმები ულტრათანამედროვე აპარატურისა და ინოვაციური პრაქტიკების გამოყენებით უზრუნველყოფენ სერვისის უმაღლეს ხარისხს.
კბილების პროფესიონალური წმენდა პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. პროცედურა გარკვეული ინტერვალებით ტარდება (როგორც წესი, სასურველია წელიწადში 2-ჯერ) და კბილებს ბუნებრივ სითეთრეს ანიჭებს და ხდის ესთეტიკურად უფრო ლამაზს.
კბილების პროფესიონალური წმენდა ჰიგიენური, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური პროცედურაა.
ყოველდღიურად ჩვენს პირის ღრუში განსხვავებული ნივთიერებები ხვდება, თითოეულ მათგანს კბილებზე გარკვეული უარყოფითი გავლენა აქვს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენს პირის ღრუში მოხვედრილი ნივთიერებები საღებავსაც შეიცავს, ეს კი კბილების ფერის შეცვლას განაპირობებს. დროთა განმავლობაში პირის ღრუში დაგროვებული ნადები ქვად გადაიქცევა, რომელიც დამატებით პრობლემებს აჩენს: ღრძილებზე დაწოლით ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები; წარმოიშობა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და სხვ.
კბილების პროფესიონალური ჰიგიენა სტომატოლოგს საშუალებას აძლევს, უფრო საფუძვლიანად გამოიკვლიოს პირის ღრუს მდგომარეობა, დააფიქსიროს პრობლემები არსებობის შემთხვევაში და ჩაატაროს დამატებითი პროცედურები, მათ შორის, კბილის დაბჟენა და სხვ.
პროფესიონალური წმენდა საუკეთესო მეთოდია კარიესისა და ღრძილების ანთების პროფილაქტიკისთვის და განაპირობებს არსებული ბჟენების ხანგრძლივობასაც.
პროცედურა ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი მოიცავს ულტრაბგერისა და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის საშუალებით მყარი ნადების მოშორებას და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება პიგმენრტირებული ნადების მოშორება სპეციალური ფხვნილით.
მეორე ეტაპი ეთმობა პოლირებას, რომლის დროსაც სტომატოლოგი იყენებს რეზინებს, ჯაგრისებსა და აბრაზიულ პასტებს.
პროცედურის ბოლოს ექიმი კბილებზე ფტორის შემცველ პრეპარატს გამოიყენებს, რის შემდეგაც ლამაზი ღიმილითა და მომატებული თავდაჯერებულობით დატოვებთ ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას.
კბილების გაწმენდის ფასი მოცემულია გვერდის ბოლოს.
პროცედურამდე სტანდარტული წესები უნდა დაიცვათ: ვიზიტამდე არ მიიღოთ ალკოჰოლი და თამბაქო, გაისუფთავეთ კბილები, არ მიირთვათ საკვები, რომლებიც კბილებს განსაკუთრებით სენსიტიურს ხდის.
კბილების გაწმენდის შემდეგ გრძელვადიანი შედეგისთვის აუცილებელია, სათანადოდ დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა და განმეორებით ვიზიტებზე მობრძნდეთ.
კბილების გაწმენდა რეკომენდირებულია წელიწადში 2-ჯერ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტომატოლოგი მოგაწვდით, სტომატოლოგიური კონსულტაციის დროს.
კბილების წმენდის პროცედურა დაახლოებით 40-50 წუთს შეადგენს.