სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ხვრინვაა. მას უამრავი ადამიანი სერიოზულ დარღვევად ვერ აღიქვავს. ხვრინვის დროს ადამიანის სასუნთქი გზები ნაწილობრივ იხშობა და ართულებს ჰაერის ნაკადის მოძრაობას. ხვრინვა, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს, მაგალითად ძილის აპნოე.
თუკი დილას დაღლილი, უენერგიო იღვიძებთ, ამის მიზეზი (მრავალ სხვა მიზეზთაგან ერთ-ერთი), შესაძლოა, ის იყოს, რომ ძილის აპნოე გაწუხებთ. ძილის აპნოე არის მდგომარეობა, როდესაც ძილში სუნთქვას ეპიზოდურად წყვეტთ. ძილის აპნოეს სიმპტომებია ხმამაღალი ხვრინვა, სუნთქვის უკმარისობა ძილის დროს, პირის სიმშრალით გაღვიძება, გაღიზიანება, კონცენტრაციის ნაკლებობა სიფხიზლის დროს, თავის ტკივილი დილაობით და ა.შ
2020 წლის მონაცემებით, ეს პრობლემა აშშ-ში 22 მილიონ ადამიანს აწუხებს. როდესაც ადამიანი იძინებს და მისი სხეული დუნდება, იწყება ყელის მოდუნებაც. ეს კი იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას, რომლის დროსაც ხვრინვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემს ადამიანი. ძილის აპნოეს დროს სუნთქვა იბლოკება, ბევრი კი ვერც აცნობიერებს, რომ ეს პრობლემა აწუხებს.
ძილის აპნოე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი გართულება გამოიწვიოს (მაღალი არტერიული წნევა/გულის პრობლემები, ტიპი 2 დიაბეტი, ღვიძლის პრობლემები და ა.შ).
თუკი ძლიერად ხვრინავთ და ეს გაწუხებთ, ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ ამ სერიოზული პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ ხერხს – წაიკითხეთ ბლოგი და გაიგეთ, რას გულისხმობს ეს პროცედურა და როგორ გეხმარებათ.
MAD არის ხვრინვის სამკურნალო ორალური აპარატი. მისი დახმარებით ძილის დროს თქვენი ქვედა ყბა წინ იქნება წამოწეული და გაიხსნება სასუნთქი გზები. MAD აკავშირებს პირის ქვედა და ზედა ნაწილს, რაც საშუალებას გაძლევთ, ქვედა ყბა წინ იყოს წამოწეული და სწორ პოზიციაში დაფიქსირებული.
ჩვენს კლინიკაში ქვედა ყბის წინ წამოსაწევი მოწყობილობა ინდივიდუალურად მზადდება გერმანიაში და კონკრეტული პირის ღრუს ფორმას ერგება. აპარატი რბილი მასალისგან მზადდება, რომელიც მეტად პრაქტიკული ხდება ცხელი წყლის ზემოქმედებისას. მოწყობილობის სირბილე მომხმარებელს ეხმარება, რომ აპარატი მაქსიმალურად კომფორტულად გამოსაყენებელი იყოს და პირის ანატომიას მოერგოს.
გაფრთხილება: MAD არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც პროთეზს იყენებს, ან მძიმე სტომატოლოგიური პრობლემები აქვს.
MAD-ის მთავარი სარგებელი არის ხვრინვისა და ძილის აპნოეს შემცირება. 2000 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 22 მონაწილეს MAD 12-30 თვის განმავლობაში ეკეთა, ამან კი აჩვენა, რომ მოწყობილობის გამოყენების შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა ძილის აპნოე და ხვრინვა.
MAD არის ადამიანებისთვის, რომლებსაც:
შემდეგი კატეგორიის ადამიანებისთვის MAD ნაკლებად ეფექტურია:
MAD – ქვედა ყბის საკორექციო მოწყობილობა მშვიდი ძილისა და გაუმჯობესებული სუნთქვისათვის! გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან, მიიღეთ მკურნალობის დეტალური გეგმა, დაამზადებინეთ აპარატი ჩვენს პროფესიონალ სპეციალისტებს და დაემშვიდობეთ ისეთ სერიოზულ პრობლემას, როგორიცაა ძილის აპნოე.
გაფრთხილება: მოცემული სტატია ემსახურება ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობიერების ამაღლებას. იგი არ არის სტომატოლოგიური რჩევა, რომელზე დაყრდნობითაც პაციენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გთხოვთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!