კბილის პროთეზი

 

მათთვის, ვისაც ერთი ან რამდენიმე კბილი აქვს დაკარგული, სტომატოლოგიური პროთეზი საუკეთესო გამოსავალია. პროთეზი არის კონსტრუქცია, რომელიც შედგება ხელოვნური კბილებისა და ღრძილებისგან და მისი მოხსნა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.

რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში მოსახსნელი პროთეზი მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალისა და კონსტრუქციისგან. დახვეწილი, კომფორტული და გამძლე პროთეზი თქვენი ღიმილისა და თავდაჯერებულობის გარანტია. ამასთან, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურა, რომელსაც ჩაიტარებთ, იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს კლინიკაში ზედმიწევნით ვიცავთ დეზინფექციისა და სტერილიზაციის წესებს.

როგორი სახის პროთეზები მზადდება რიხტერში?

არსებობს პროთეზის სამი ტიპი. ესენია:

მოხსნადი პროთეზები

იდეალურია მათთვის, ვისაც ერთი ან რამდენიმე კბილი აკლია. მოხსნადი პროთეზი მოთავსებულია ღრძილებზე. არსებობს სრული (მოუხსნელი პროთეზი) და ნაწილობრივი პროთეზი. პირველი გამოიყენება მაშინ, როცა ყველა კბილი დაკარგულია, მეორე კი მოსახერხებელია პაციენტებისთვის, რომლებსაც ზოგიერთი კბილი აკლიათ. მოხსნადი პროთეზი კომფორტული და მოსახერხებელია. თავისუფლად შეგიძლიათ ძილის დროს მოიხსნათ და მისი გაწმენდაც მარტივია.

სტომატოლოგიური ხიდები

კბილის ხიდები განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე კბილი აკლიათ. სტომატოლოგიურ ხიდებს ექიმი აფიქსირებს პირის ღრუში და მისი საშუალებით დაკარგული კბილის ადგილას გაჩენილი სიცარიელე ივსება. ხიდები მეზობელ ბუნებრივ კბილზე ან იმპლანტზეა მიმაგრებული. სტომატოლოგიური ხიდები მოუხსნელი კონსტრუქციაა.

სტომატოლოგიური იმპლანტები

სტომატოლოგიური იმპლანტები შეიძლება დამზადდეს ერთი ან რამდენიმე დაკარგული კბილის ჩასანაცვლებლად. პროტეზი იმპლანტზე საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს, ერთჯერადი პროცედურით მიღებული შედეგით ხანგრძლივად დატკბნენ. სტომატოლოგიური იმპლანტები ტიტანის სვეტებია, რომლებიც ყბის ძვალში თავსდება და ხელოვნური კბილის ფესვის ფუნქციას ასრულებს. იმპლანტზე კი საბოლოოდ გვირგვინი მაგრდება. კბილის პროტეზის ეს ტიპი ბუნებრივობით, გამძლეობით და კომფორტულობით გამოირჩევა.

რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში მზადდება ბიუგელისებრი (ბიგელისებრი) პროთეზიც. ის კბილების არასრული დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება. კონსტრუქცია იძლევა საღეჭი ძალის გადანაწილებას ღრძილსა და კბილზე. კბილის პროთეზის ეს ტიპი მოსახსნელი კონსტრუქციაა და შედგება პლასტმასის კბილებისაგან, ხელოვნური ღრძილისა და ლითონის კარკასისაგან.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

პროცედურა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. თავდაპირველად რიხტერის კლინიკაში ექიმი მიგიღებთ კონსულტაციაზე, დაათვალიერებს პირის ღრუს და მოგცემთ რეკომენდაციებს. უმეტეს შემთხვევაში, სტომატოლოგები პროთეზების ჩასმამდე 3D კომპიუტერულ ტომოგრაფიას ნიშნავენ, რათა პაციენტის მდგომარეობა უკეთესად აღიქვან. ტომოგრაფიის შემდგომ სტომატოლოგიური კონსულტაციის ბოლოს ექიმი გადაწყვეტს, რომელი ტიპის კბილის პროტეზი იქნება თქვენთვის საუკეთესო.

მომდევნო ეტაპზე სტომატოლოგი აიღებს ზუსტ ანაბეჭდს და დაამზადებს კონსტრუქციას, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენს პირის ღრუს, იქნება კომფორტული და ბუნებრივი.

შემდეგ ვიზიტზე ექიმი უკვე გამზადებულ პროთეზს მოგარგებთ. კბილის პროტეზები განსხვავდება და ამიტომაც მათი მორგების პროცედურებიც განსხვავებულია.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტომატოლოგი დააკვირდება, რამდენად გამართულად ფუნქციონირებს პროთეზი და საჭიროების შემთხვევაში დაგიბარებთ კორექტირებაზე.

FAQs

როგორ მოვუაროთ პირის ღრუს პროცედურის შემდეგ?

იმისთვის, რომ პროთეზმა დიდ ხანს გაძლოს, საჭიროა ჰიგიენის უმაღლეს დონეზე დაცვა ზუსტად ისევე, როგორც ბუნებრივი კბილების შემთხვევაში.

რას უნდა ველოდოთ პროთეზის დაყენების შემდეგ?

საწყის ეტაპზე პაციენტებს აღენიშნებათ ნერწყვის ხშირი გამოყოფა, მეტყველებისა და ღეჭვის გართულება, რაც სავსებით ნორმალურია. დროთა განმავლობაში პირის ღრუ შეეგუება პროთეზს და დისკომფორტიც გაქრება.

რისგან მზადდება ხელოვნური კბილები?

ხელოვნური კბილები მზადდება პლასტმასის, ფაიფურისა და მათი კომბინაციისგან; ფიქსაციისთვის კი მეტალის ან პლასტმასის კლამერები გამოიყენება.

×