დღევანდელ სამყაროში სიმეტრიული და ლამაზი ღიმილის მიღწევა რეალობაა. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც იწვევს სასურველ შედეგს, როგორიცაა ბრეკეტები და გამჭვირვალე ელაინერები, რომლებიც გამოიყენება თანკბილვის და კბილების ასიმეტრიული განლაგების გამოსასწორებლად. მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურს ბრეკეტების ტარება, გამჭვირვალე ელაინერები საუკეთესო გამოსავალია.
ექიმი ორთოდონტი პაციენტს ყურადღებით იკვლევს 3D გამოსახულების, ანაბეჭდის და ციფრული სკანირების საფუძველზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზით იქმნება კბილების ამჟამინდელი და მომავალი განლაგების 3D მოდელი. ექიმი ორთოდონტი ადგენს მკურნალობის გეგმას, რომელიც ელაინერების სერიას მოიცავს. სხვადასხვა ეტაპზე თანმიმდევრობით ხდება ელაინერების შეცვლა,რასაც საბოლოო ჯამში, სასურველ შედეგამდე მივყავართ. თითოეული ელაინერი წინასგან განსხვავდება ფორმით,რათა ნაბიჯ -ნაბიჯ განალაგოს კბილები სწორ პოზიციაში. ელაინერები კბილთა მწკრივს ეკვრის და გარკვეულ წერტილებში ახდენს დაწოლას. ეს იწვევს კბილების მსუბუქად გადაადგილებას. ჩვეულებრივ, ელაინერები 1-2 კვირის შუალედით გამოიცვლება. ექიმი-ორთოდონტი სისტემატურად ახდენს პროცესზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში შაქვს კორექტივები მკურნალობაში. როგორც კი სასურველი შედეგი მიღებულია,ექიმი დაასრულებს მკურნალობას. შემდეგ კი, შეიძლება საჭირო იყოს რეტეინერები, იმისთვის, რომ გასწორებული კბილები არ დაბრუნდნენ საწყის მდგომარეობაში.
გამჭვირვალე ელაინერების გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევებისთვის:
მაქსიმალური და სწრაფი ეფექტის მისაღებად, ატარეთ ელაინერები დღეში 20-22 საათი. მოიხსენით მხოლოდ ჭამის დროს და ჰიგიენური პროცედურებითვის. ელაინერებით კბილების გასწორება მათთვისაა, ვისაც არც ისე პრობლემური პათოლოგია აქვს გასასწორებელი. უფრო რთულ შემთხვევაში, ბრეკეტებით გასწორება უფრო ეფექტურია.ელაინერებით კბილების გასწორებისას, კლინიკაში ვიზიტი 3-4 თვეში ერთხელ მოგიწევთ, ბრეკეტებით მკურნალობისგან განსხვავებით.
მცირე ანომალიების შემთხვევაში, გამჭვირვალე ელაინერებით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 კვირიდან 6 თვემდე. უფრო რთულ შემთხვევებში, ელაინერების ტარება შეიძლება ერთიდან ორ წლამდე დასჭირდეს.
კაპის ცვლილებები ხდება მკურნალობის გეგმის მიხედვით და დამოკიდებულია მდგომარეობის სირთულეზე. საშუალოდ, კაპები იცვლება ყოველ რამდენიმე კვირაში. ექიმის რეკომენდაციების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კბილების ეფექტურობასა და ნაკბენის კორექციას გამჭვირვალე ლაინერებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი ტარება დღეში 20-22 საათის განმავლობაში აუცილებელია საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
არ დაუშვათ ელაინერებზე ნადების დატოვება. ის აუცილებლად უნდა გაწმინდოთ კბილის ჯაგრისით.
ორთოდონტი : მარიამ ბეჟუაშვილი