პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია არის ის პროცესი, რომელიც არა მხოლოდ კბილების აღდგენას, არამედ თქვენი ღიმილის გაუმჯობესებასაც მოიცავს. თუ გსურთ, გაიგოთ, რა სტომატოლოგიური პრობლემები გაწუხებთ, მიიღოთ სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ხანი და რა პროცედურები დაგჭირდებათ ჰოლივუდის ღიმილის მისაღებად და პირის ღრუს ჯანმრთელობის მისაღწევად, ამისათვის კი რა ხარჯების გაწევა მოგიწევთ – მაშინ ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას უნდა დაუკავშირდეთ.
კონსულტაცია მოიცავს პაციენტის პირის ღრუს დეტალურ კვლევასა და მკურნალობის სქემის შემუშავებას. უფრო დეტალურად კი:
ნუგზარ ქვარცხავა – მაღალი კვალიფიკაციის მქონე სტომატოლოგი, კონსულტაციის დროს შეადგენს მკურნალობის სქემას, რომელიც მოიცავს: პროცედურების თანმიმდევრობას, რეაბილიტაციის გეგმას, ვადებსა და ფინანსურ გათვლებს. ეს პაციენტს მკაფიო ხედვას უქმნის იმაზე, თუ რა ეტაპებს გაივლის და რა შედეგს მიიღებს სამომავლოდ.
კონსულტაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 1.5 საათს შეადგენს.
ექიმი ატარებს პირის ღრუს ციფრულ სკანირებას, ფოტოგრაფირებას, კომპიუტერულ 3D ტომოგრაფიას და დიაგნოსტიკური მოდელის შექმნას.
სერვისი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კომპლექსური რეაბილიტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღსადგენია მრავალი კბილი ან შესამჩნევია ფუნქციური პრობლემები.
რეაბილიტაციის გეგმის შედგენის შემდეგ დამატებითი ვიზიტები საჭირო ხდება მხოლოდ მკურნალობის პროგრესის შეფასებისთვის.