ბავშვთა სტომატოლოგია სარძევე კბილებიდან მოყოლებული

როგორც მშობლები, ჩვენ ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი შვილების ეტაპებს: პირველ ნაბიჯებს, პირველ სიტყვებს, სკოლის პირველ დღეს, თუმცა, მათი განვითარების ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ზოგჯერ შეუმჩნეველი ხდება, არის მათი სტომატოლოგიური ჯანმრთელობა.

სარძევე კბილები

ბევრ მშობელს აინტერესებს როდის უნდა დაინიშნოს პირველი სტომატოლოგიური შემოწმება. პედიატრიული სტომატოლოგიის საერთაშორისო აკადემიის აზრით პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან სასურველია ბავშვს ქონდეს პირველი კბილის ამოსვლიდან 6 თვეში. ზოგისთვის ეს რეკომენდაცია შეიძლება ადრეული ჩანდეს, თუმცა მიზეზის ადრეული გამოვლენა სწორი მკურნალობისთვის გადამწყვეტია.

სარძევე კბილები დროებითია. თუმცა, ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბავშვის განვითარებაში. სარძევე კბილები ხელს უწყობენ ღეჭვის ფუნქციის სწორად შესრულებას, ლაპარაკს და მუდმივ კბილებს სწორი პოზიციის ჩამოყალიბებას.

სარძევე კბილებში შეიძლება განვითარდეს ისეთი სტომატოლოგიური პრობლემები, როგორიცაა კარიესი, არასწორი თანკბილვა ან ღრძილების დაავადებების ადრეული ნიშნები. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, თუ შესაბამისი მკურნალობა დროულად არ ჩატარდება.

პირველი სტომატოლოგიური ვიზიტი

პირველი სტომატოლოგიური ვიზიტის დროს, პედიატრი სტომატოლოგები აფასებენ ბავშვის პირის ღრუს რისკ-ფაქტორებს: კარიესი, კბილის გაფუჭება და პირის ღრუს სხვადასხვა ინფექციები. ყურადღებას აქცევენ, ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა დიეტა, ბავშვის ჩვევები (მაგ. თითის წოვა, საწოვარა) და ზოგადი სტომატოლოგიური პრობლემების ოჯახური ისტორია. ამ თითოეული დეტალის საფუძველზე, სტომატოლოგებს შეუძლიათ უზრუნველყონ პერსონალიზირებული რეკომენდაციები და თავიდან აიცილონ მომავალი სტომატოლოგიური პრობლემები.

საშუალოდ ბავშვთა სტომატოლოგთან კონსულტაცია 30-45 წუთი გრძელდება, რომელიც მოიცავს კბილების, ყბების, თანკბილვის, ღრძილების, პირის ღრუს ქსოვილების სწორ დათვალიერებას და გამოკვლევას ბავშვის ზრდისა და განვითარების შესაბამისობის მიხედვით.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვს ჩაუტარდეს ნაზი წმენდა, რომლის დროსაც ბავშვთა სტომატოლოგი უზრუნველყოფს კბილების გაპრიალებას და ნადების მოშორებას. ინტრაორალური სკანერის გამოყენებით ბავშვთა სტომატოლოგი დეტალურად აუხსნის და ანახებს პირის ღრუს მდგომარეობას მშობელს და მათ შორის ბავშვს, გასცემს რეკომენდაციებს მოსალოდნელი მკურნალობის ან ჩასატარებელი ჰიგიენის წესების შესახებ.

ბავშვთა სტომატოლოგი, პატარა პაციენტებს ეხმარება ჯანსაღი პირის ღრუს ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბებაში. პედიატრიული სტომატოლოგების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მიმართულება მისცენ მშობლებს ჩვილების პირის ღრუს მოვლის სათანადო პრაქტიკის შესახებ და ასწავლონ მათ შორის კბილების ამოსვლამდე ღრძილების სწორად დამუშავება და ნადების მოშორება. მშობლის ამ მხრივი განათლება საფუძველს ქმნის სწორი სტომატოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბებას მთელი ცხოვრების მანძილზე.

კბილის კარიესის პრევენცია

სარძევე კბილების მოცვლასთან ერთად საჭიროა ვიზრუნოთ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, ახლად ამოჭრილ კბილს ბევრი ჩაღრმავება აქვს, ამ ნაპრალებში საკვების ნაწილაკები და ბაქტერიები ადვილად იჭრება, რაც მათ დაუცველს ხდის, ამიტომ ჩნდება კარიესები. არსებული ღარების ამოვსება ხელს უშლის კბილებში საკვების ჩარჩენას, სწორედ ამიტომ კბილების დაცვის მიზნით ბავშვებში ხდება ფისურების ჰერმეტიზაცია, თხევადი ბჟენით დაფარვა. ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ საღეჭ კბილებზე.

პროცედურის დროს პირველ რიგში დალუქვამდე კბილები კარგად იწმინდება, ბავშვთა სტომატოლოგი ყველა არსებულ ბაქტერიას იღებს ნაპრალებიდან, შემდეგ საღეჭ კბილებს ამუშავებს მჟავე ხსნარით, რომელიც ჩვეულებრივ მზადდება ფოსფორის მჟავისგან, რომელიც უხეშ ზედაპირს ქმნის და ეხმარება კბილის ზედაპირის საიმედოდ დალუქვას. ფისურების ჰერმეტიზაცია არის სწრაფი, უმტკივნეულო, არაინვაზიური პროცედურა, რომელიც ჩვეულებრივ, ტარდება ანესთეზიის გარეშე. ის ყველაზე ხშირად არის რეკომენდირებული ბავშვებში და მოზარდებში, რადგან ისინი უფრო მიდრეკილნი არიან კარიესის განვითარებისკენ. სასურველია ჩატარდეს ყველა საღეჭ კბილზე 6 წლის ასაკიდან. ამ მეთოდის გამოყენება პირის ღრუში კარიესის განვითარების ალბათობას ამცირებს 70-80%-ით.

არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებში კარიესის პროფილაქტიკა მოიცავს როგორც ჰიგიენური ჩვევების შემუშავებას, ასევე დიეტის მოდიფიკაციას. ბავშვების წახალისება გაიხეხონ კბილები დღეში ორჯერ ფტორის შემცვლელი კბილის პასტით დაეხმარება მათ სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაში. გაითვალისწინეთ, რომ ფტორით მკურნალობა ხდება მინანქრის გასაძლიერებლად და კარიესის თავიდან ასაცილებლად. შეეცადეთ შეუზღუდოთ შაქრიანი და მჟავე საკვები, რომლებიც აჩქარებენ კბილის მინანქარზე ბაქტერიების წებოვანი გარსის წარმოქმნას.

სტომატოლოგთან ვიზიტი, ხშირად ზრდასრული ადამიანისთვისაც კი შიშთან და შფოთვასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ ადრეული ჩამოყალიბებული ჩვევა, შევამოწმოთ ბავშვის პირის ღრუს მდგომარობა და ვესტუმროთ ბავშვთა სტომატოლოგს, ეხმარება ბავშვებს გარემოს გაცნობაში. ბავშვები უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც დაკავშირევულია სტომატოლოგიურ მკურნალობასთან მომავალში.

ბავშვისთვის პირის ღრუს ჯანმრთელობა აუცილებელია საერთო კეთილდღეობისთვის. არასათანადო ჰიგიენამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს, როგორებიცაა ინფექციები, მათ შორის გულის დაავადებები და დიაბეტი. ბავშვთა სტომატოლოგთან ადრეული ვიზიტის დაწყებით, მშობელი წინასწარ უზრუნველყოფს არა მარტო ბავშვის ჯანსაღ ღიმილს, არამედ მის საერთო ჯანმრთელობასა და განვითარებას.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის?

პირველ რიგში, გირჩევთ ბავშვი მიიყვანოთ პედიატრ სტომატოლოგთან, რადგან მათ აქვთ უფრო უნიკალური მიდგომა, საფუძვლიანი აღქმა ბავშვის საჭიროებების და სხვადასხვა საკითხის მიმღებლობის შესახებ.

ბავშვთა სტომატოლოგები არიან სპეციალიზირებული კონკრეტული შემთხვევების მართვაში, როგორც ჩვილებში ასევე მოზარდებში და დამატებითი საჭიროების მქონე პაციენტებში.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ თავად არ ხართ სტომატოლოგიის დიდი გულშემატკივარი, არ მისცეთ თავს უფლება თქვენი შიში თქვნი შვილის წინაშე გამოჩნდეს.

თუ თავად ბავშვს ეშინია სტომატოლოგის და ნერვიულობს პირველი სტომატოლოგიური ვიზიტის გამო, აუხსენით, რომ ნებისმიერ ახალ საქმეს ახლავს ნერვიულობა და ეს ნორმალურია, შეაქეთ ის სიმამაცისთვის.

მოსალოდნელი პროცედურა აუხსენით რაც შეიძლება მარტივი ენით და ეცადეთ ჩართოთ თამაშის ელემენტები. ისინი თქვენს შვილს თავს მშვიდად აგრძნობინებს. ვიზიტამდე სახლის პირობებში შექმენით სტომატოლოგიური კაბინეტი და საყვარელ სათამაშოებზე ჩაატარეთ მოქმედებები, რომლებიც სტადნარტული პირის ღრუს დათვალიერებისას ხდება, გაცვალეთ როლები და მიეცით საშუალება თქვენს შვილს დროებით თავად გახდეს სტომატოლოგი.

თუ თქვენს შვილს ყავს საყვარელი სათამაშო, თან წაიღეთ სტომატოლოგთან. ეს დაეხმარება მას თავი დაცულად იგრძნოს და შესაძლოა თავად მოუნდეს მისი თოჯინის კბილების შემოწმება.

სწორად შერჩეული ბავშვთა სტომატოლოგი დაუვიწყარ სათამაშო თავგადასავლად აქცევს ბავშვის ვიზიტს კლინიკაში, ბავშვობაში განცდილი პოზიტიური გამოცდილება კი მრავალი წლის გამვალობაში გაყვება ადამიანს და დაეხმარება პირის ღრუს ჯანმრთელობის პრევენციული საშუალებების ჩატარებაში.

ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში გვყავს პროფესიონალი ბავშვთა (და არა მხოლოდ ბავშვთა) სტომატოლოგი – თეონა კელაპტრიშვილი. ასევე, ჩვენთან ბავშვებისთვის კარგად ცნობილი – ემილიაც ნამყოფია. რიხტერის კლინიკაში ბევრმა პატარამ დასძლია სტომატოლოგიის შიში.

×