იმისათვის, რომ თქვენი კბილის მკურნალობა, კბილის ამოღება, კბილის იმპლანტაცია, კბილების წმენდა ეფექტური იყოს, მარტივი წესების დაცვა მოგიწევთ.
არ აქვს მნიშვნელობა, დღის რომელ ნახევარში გიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი, თქვენ კარგად დანაყრებული უნდა იყოთ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჭამის შემდეგ მინიმალური რაოდენობის ნერწყვი გამოიყოფა, რაც კბილების მკურნალობის და ამოღებისას ძალიან ეხმარება ექიმს წარმატებულად მუშაობისთვის. ამის გარდა, პაციენტი თავს მშვიდად გრძნობს და ნაკლებად ნერვიულობს.
ხშირად პაციენტებს ერიდებათ ნაჭამი მისვლა სტომატოლოგიაში, რადგან საჭმლის მერე შეიძლება დარჩეთ საკვების ნაწილაკები პირის ღრუში. აღსანიშნავია, რომ ეს როგორც წესი არ არის მკურნალობის დამაბროკელებელი გარემოება. თუმცა, თუკი პაციენტს ეს ფსიქოლოგიურად აწუხებს, თქვენი კომფორტისთვის ჩვენს კლინიკას აქვს ერთჯერადი კბილის ჯაგრისები.
ვირუსული ინფექცია აქვეითებს იმუნიტეს. ხველა, სურდო, სიცხე – ეს არ არის ხელსაყრელი მდგომარეობა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩასატარებლად. გარდა იმისა, რომ ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაქვეითებულია, ამ დროს პაციენტი ვირუსის გამავრცელებელიცაა, რამაც ექიმისა და პერსონალის დასნებოვანებაც შეიძლება გამოიწვიოს.
მაგალითად, ჰერპესის ვირუსი შეიძლება მხოლოდ ტუჩზე გამონაყარის სახით იყოს, თუმცა ის გადამდებია. სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ ის შეიძლება გართულდეს და სერიოზული მკურნალობის ჩატარება დასჭირდეს.
მიუხედავად იმისა, თქვენ მკვეთრად გამოხატული ნიშნები გაქვთ თუ მხოლოდ სისუსტეს გრძნობთ, სტომატოლოგთან ვიზიტი უმჯობესია გადადოთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
აცრა შეუთავსებელია სტომატოლოგიურ ჩარევასთან. უმჯობესია, ვიზიტი 3-4 კვირით გადადოთ. თუ იმპლანტაციას გეგმავთ, მაშინ ვაქცინაციას და სტომატოლოგიურ მანიპულაციას შორის დრო 3-6 თვით განისაზვრება.
დაუშვებელია გამბედაობისთვის ან მანიპულაციის შემდეგ სტრესის მოსახსნელად ალკოჰოლის მიღება! ამის შესახებ სტომატოლოგი აუცილებლად გეტყვით.
იყავით გულახდილი. მოუყევით სტომატოლოგს თქვენი ორგანიზმის თავისებურებაზე, მუდმივ ან დროებით სიმპტომებზე. დაუსვით შეკითხვები და მასთან ერთად განიხილეთ ყველა გაუგებარი საკითხი.
აცნობეთ ექიმს იმის შესახებ, თუ თქვენ რომელიმე მედიკამენტზე გაქვთ/გქონიათ ალერგიული რეაქცია. ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში მდგომარეობაა. თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია მკურნალობის, მედიკამენტების ან ანესთეზიის შემდეგ, აუცილებლად ჩამოწერეთ წამლის ან ნივთიერების დასახელება, რომელმაც გამოიწვია რეაქცია. ამის შესახებ ყოველთვის აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე, მიუთითეთ ყველა ფაქტი და გამოვლინება.
Თუ პირველად მიდიხართ სტომატოლოგთან ან ერთ წელზე მეტია არ ჩაგიტარებიათ სტომატოლოგიური მკურნალობა, მაშინ Სტომატოლოგთან ვიზიტამდე 24 საათით ადრე ჩაიტარეთ ალერგიული სინჯი, იმ საანესთეზიო საშუალებაზე, რომელსაც გამოიყენებს თქვენი სტომატოლოგი.
კბილების მკურნალობა ან ამოღება, ფეხმძიმობის დროს შეიძლება. ზოგ შემთხვევაში აუცილებელიცაა. თანამედროვე სტომატლოგიაში გამოიყენება მედიკამენტები, რომელიც უსაფრთხოა, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმი ინდივიდუალურად წყვეტს, რომელი პრეპარატი გამოიყენოს.
თქვენ უკვე იცით, როდის არის სტომატოლოგთან ვიზიტისთვის შესაფერისი დრო. გელოდებით რიხტერის კლინიკაში მომზადებულს!