ზრდასრულ ადამიანს 32 კბილი აქვს. სიბრძნის კბილს რუდიმენტს უწოდებენ – ის ადამიანის სხეულის ნაწილია, რომელმაც ფუნქცია ევოლუციის შედეგად დაკარგა. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ “სიბრძნის კბილს” – ანუ მესამე მოლარებს – უხეში და მკაცრი საკვების დასაღეჭად, მაგრამ თანამედროვე ადამიანებს ეს ფუნქცია აღარ სჭირდებათ. ადამიანების უმეტესობას 4 სიბრძნის კბილი აქვს, თუმცა შესაძლებელია, რომ უფრო ცოტა რაოდენობითაც გქონდეთ.
სიბრძნის კბილების დანიშნულებაა, რომ საკვების დაქუცმაცებაში მათი ამოსვლა მრავალი ადამიანისათვის დისკომფორტთანაა დაკავშირებული, თუმცა სტომატოლოგების თქმით, დისკომფორტი ამ დროს სავსებით ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ სიბრძნის კბილები ჩვენი დენტალური ანატომიის ბუნებრივი ნაწლია, ისინი ხშირად იწვევენ პრობლემებს. თანამედროვე ადამიანის პირის აპარატი უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი წინაპრებისა. ამ მიზეზით, პირის ღრუში სივრცის ნაკლებობის გამო სიბრძნის კბილების ამოსვლა შემდგომ პრობლემებს იწვევს:
რეტენცია იგივეა, რაც კბილების ამოჭრის შენელება, შეფერხება. ხანდახან ხდება ისეც, რომ სიბრძნის კბილის ამოსვლა არამხოლოდ დისკომფორტს იწვევს, არამედ კბილთა წყობის არევასაც. შესაძლოა ის არასწორი მიმართულებით ამოვიდეს, ან ყბის ძვალში დარჩეს და რეტენცია გამოიწვიოს. რეტენირებული კბილები იწვევს ტკივილს, ღრძილების შეშუპებას, ინფექციას. არსებობს რეტენციული კისტის განვითარების საშიშროებაც. ხშირია შემთხვევა, როდესაც აღენიშნება რეტენირებული კბილები, თუმცაღა მას ჩივილები არ აქვს. ჩივილები შეინიშნება მაშინ, როდესაც რეტენირებული კბილები სხვა კბილების დაზიანებას იწყებენ. ამ დროს ადამიანს სტკივა ღრძილები, სტკივა ყბა, აქვს არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში. რეტენირებული კბილი, რომელიც სხვა კბილებსაც აზიანებს, საჭიროებს ექსტრაქციას.
თუკი პირის ღრუში არასაკმარისი სივრცეა, სიბრძნის კბილი შეიძლება ისე ამოვიდეს, რომ კბილთა წყობა აირიოს. არასწორად ამოსულმა სიბრძნის კბილებმა, შესაძლოა ხელი შეუწყოს წინა კბილების თანდათანობით არევას. ეს კი ხშირად ხელს უშლის ბრეკეტების საშუალებით მიღწეულ შედეგებს. იკარგება მკურნალობის ეფექტი და საჭირო ხდება ხელახალი ორთოდონტული ჩარევა.
ნაწილობრივ ამოსული სიბრძნის კბილების გაწმენდა რთულია, რაც მათ ბაქტერიების ზრდის აქტიურ წერტილად აქცევს. ეს ფაქტი რაც იწვევს ღრძილების ანთებას – პაროდონტიტს და კარიესის განვითარებას უწყობს ხელს.
როდესაც კბილზე არსებული ნადების გამო გარშემო რბილი ქსოვილები ზიანდება, ჩნდება პერიკორონიტი. სიბრძნის კბილის ამოსვლას ხშირად თან სდევს ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ტრავმირება და დაზიანება. თუკი ღრძილზე შეხებისას ტკივილს გრძნობთ, გიჭირთ პირის გამოძრავება/გაღება, შეგიშუპდათ ლიმფური კვანძები, მიაკითხეთ სტომატოლოგს.
აბსცესი არის კბილის ინფექცია, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ჩირქი სიბრძნის კბილში გროვდება. ჩირქოვანი ინფექცია საკმაოდ მტკივნეულია, თუკი სტომატოლოგი დროულად არ ჩაერევა, შესაძლოა, კბილის ამოღებაც კი გახდეს საჭირო ინფექციის თავიდან არიდებისა და სხვა კბილებზე გავრცელების პრევენციისათვის. რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგები საჭირო დახმარებას აღმოგიჩენენ და ყველანაირად შეეცდებიან ისე გიმკურნალონ, რომ კბილი არ დაკარგოთ. თუკი დროულად არ ჩაერევა სტომატოლოგი, შესაძლოა ინფექცია კისრის, თავის/სახის არესა და ყბაზეც გავრცელდეს.
სიბრძნის კბილი ხანდახან ისე ამოდის, რომ ადამიანი ვერც ამჩნევს. თუმცა მის მიერ გამოწვეული პრობლემები ნამდვილად ვერ იქნება შეუმჩნეველი. გართულებული სიბრძნის კბილი იწვევს:
სტომატოლოგები ხშირად დიაგნოზს 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით ადგენენ. კომპიუტერული ტომოგრაფია ეხმარება ვიზუალიზაციას და სიბრძნის კბილის მდგომარეობის შეფასებას. იხილეთ მკურნალობის გზები სიბრძნის კბილის გართულების დროს:
მონიტორინგი: თუ თქვენი სიბრძნის კბილების მდგომარეობა ჯერ გართულებული არ არის, თქვენი სტომატოლოგი გირჩევთ უბრალოდ დაკვირვებას და სტომატოლოგიურ კონსულტაციაზე გარკვეული სიხშირით სიარულს.
ექსტრაქცია: ბევრ შემთხვევაში, სიბრძნის კბილის ამოღება საუკეთესო გამოსავალია მომავალი გართულებების თავიდან ასარიდებლად. ეს ჩვეულებრივი სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელიც ლოკალური ანესთეზიით ან გაყუჩებით კეთდება.
სიბრძნის კბილის ამოღება ხდება ყბა-სახის ქირურგის მიერ. ადგილობრივი ანესთეზიის მეშვეობით ტკივილის შეგრძნება პაციენტს აღარ აწუხებს, მინიმუმამდეა დაყვანილი დისკომფორტი. პროცედურის დრო დამოკიდებულია სირთულეზე და ამოსაღები კბილის რაოდენობაზე, საშუალოდ 10-15 წუთიდან 1 საათამდე. სიბრძნის კბილის ამოღების შემდგომ შეშუპება და დისკომფორტი ნორმალურია. სიმპტომები შესაძლოა გაქრეს, 1-2 დღეში. თუკი სტომატოლოგის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ და ჭრილობას შესაბამისად არ მოუვლით, საკვები ნარჩენები ჭრილობას დააბინძურებს, დაინფიცირდება და ანთებას გამოიწვევს. სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, დაიტანეთ ყინულის შეკვრა გარედან (შესიებულ მხარეზე), მოერიდეთ მყარი საკვების მიღებას და მიიღეთ ბევრი სითხე. რაც მთავარია – მიჰყევით თქვენი სტომატოლოგის ინსტრუქციებს.
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პრევენციული ზომის მიღება არ შეგიძლიათ სიბრძნის კბილის ფორმირების თავიდან ასარიდებლად, რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმებები დაგეხმარებათ, პოტენციური გართულებები თავიდან აირიდოთ. პროფილაქტიკური შემოწმებების დროს ხდება კბილების წმენდა, რაც კარიესის თავიდან არიდებაშიც დაგეხმარებათ. კარგი პირის ღრუს ჰიგიენა და ჯანსაღი კვება რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. სიბრძნის კბილების ამოსვლას თავიდან ვერ აირიდებთ, ამიტომ, თუკი თქვენი მიზანი ჰოლივუდის ღიმილის შენარჩუნებაა, გაითვალისწინეთ, რომ სიბრძნის კბილების სწორი მკურნალობის გარეშე ამას ვერ შეძლებთ.
სიბრძნის კბილის ამოღების ფასი დამოკიდებულია მის სირთულეზე: დისტოპიური – 350 ლარიდან, რეტენციული – 550 ლარიდან.
ორსულებისათვის სიბრძნის კბილის ამოღებისას ადგილობრივი ანესთეზია ნებადართულია. გაესაუბრეთ თქვენს სტომატოლოგს, რომელიც გირჩევთ ისეთ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც ნაყოფს ზიანს არ მიაყენებს.