ტუჩების გადიდება

 

ტუჩების გადიდება კოსმეტოლოგიის ალბათ ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. რიხტერის კლინიკაში ჩვენი გამოცდილი კოსმეტოლოგები მინიმალური ინვაზიის გზით დაგეხმარებიან, რომ გქონდეთ უფრო სავსე, კარგად გამოხატული და ლამაზი ტუჩები.

რას გულისხმობს ტუჩების გადიდება?

ტუჩების გადიდება, იგივე აუგმენტაცია, კოსმეტოლოგიური პროცესია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველ ზომამდე გაზარდოთ ტუჩები, შეავსოთ მოცულობა, მისცეთ უფრო გამოხატული ფორმა და, რაც მთავარია, გახდეთ უფრო თავდაჯერებული.

ტუჩების გადიდება ჩვენს კოსმეტოლოგიურ კლინიკაში

რიხტერის კლინიკაში ტუჩების გადიდებაზე ლიცენზირებული კოსმეტოლოგები ზრუნავენ. პროცედურის დაწყებამდე პაციენტი გადის კოსმეტოლოგის კონსულტაციას. სპეციალისტი პაციენტს დეტალურად აუხსნის პროცედურის შინაარსს, შეუქმნის რეალურ მოლოდინებს და მისცემს რჩევებს, რომლებიც აუგმენტაციის შემდეგ უნდა გაითვალისწინოს.

კლინიკაში ტუჩების გასადიდებლად ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ფილერებს, კერძოდ, იუვიდერმსა და რესტილაინს. ხარისხიანი ფილერი და კვალიფიციური კოსმეტოლოგი არის ტუჩების უმტკივნეულოდ, სწრაფად და ეფექტიანად გადიდების გარანტია.

რიხტერის კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ფილერით შევსების/მოდელირების სერვისითაც.

FAQs

რატომ უნდა გავიდიდოთ ტუჩები კლინიკაში?

ტუჩები აუგმენტაცია რიხტერის კლინიკაში სრულიად უსაფრთხოა და არ ახლავს გართულებები, განსხვავებით თვითნებურად, სახლის პირობებში გადიდებისგან.

რა განსხვავებაა ტუჩების ფილერით გადიდებასა და ბიოპოლიმერს შორის?

ტუჩების ფილერით გადიდება სამუდამო შედეგს არ იძლევა და მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ბიოპელიმერით აუგმენტაცია, რადგან ამ უკანასკნელის დროს ტუჩში სამუდამოდ რჩება ბიოპოლიმერი.

რისგან შედგება ტუჩის ფილერი?

ტუჩის ფილერი შედგება ჰიალურონის მჟავისგან, რომელიც კანის ბუნებრივი კომპონენტია.

 

×