სინუს ლიფტინგი, აგრეთვე ცნობილი, როგორც სინუსის აუგმენტაცია, ქირურგიული პროცედურაა, რომელიც ზედა ყბის დასუსტებული ძვლების გაძლიერებასა და მოცულობის გაზრდას ემსახურება. პროცედურა, ძვლის აუგმენტაციის მსგავსად, საჭირო ხდება დენტალური იმპლანტაციის წინ.
კბილის ამოღების შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილას ძვლები დროთა განმავლობაში სუსტდება და კარგავს ფუნქციას. ძვალის არამდგრადობის გამო შეუძლებელი ხდება დენტალური იმპლანტაციის ჩატარება, რა დროსაც დგება სინუს ლიფტინგის საჭიროება. სინუს ლიფტინგი ქმნის აუცილებელ პირობებს კბილის იმპლანტის განსათავსებლად ზედა ყბაში.
სინუს ლიფტინგის ჩატარებისას ყბა-სახის ქირურგის მიზანია, შექმნას ძლიერი საფუძველი კბილის იმპლანტების დასაყენებლად. პროცედურა გულისხმობს სინუსის მემბრანის აწევას და გამოთავისუფლებულ ადგილას ძვლის მასალის ჩასმას. შედეგად, იზრდება ძვლის მოცულობა და იქმნება აუცილებელი პირობები დენტალური იმპლანტაციის წარმატებით ჩასატარებლად.
უშუალოდ სინუს ლიფტინგის პროცედურა რამდენიმე საათს გრძელდება და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. სრული პროცესი, გამოჯანმრელებისა და ფუნქციის სრულყოფილად აღდგენის ჩათვლით, შესაძლოა თვეები გაგრძელდეს. ამ დროის განმავლობაში აუცილებელია განმეორებით სტომატოლოგიურ კონსულტაციებზე სიარული და ხანგრძლივი დაკვირვება 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით.
რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ყბა-სახის ქირურგები უზრუნველყოფენ ოპერაციის ნაყოფიერებას, პაციენტის კომფორტსა და კმაყოფილებას.
სინუს ლიფტინგი საჭიროა პაციენტებისთვის, რომლებსაც დიდი ხნის დაკარგული კბილის ადგილას ძვალი დასუსტებული აქვთ და სურთ კბილის იმპლანტის ჩასმა.
სრულ გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე სჭირდება, როცა პაციენტი მონიტორინგისთვის რეგულარულ კონსულტაციებს უნდა გადიოდეს ქირურგთან.
დიახ, სინუს ლიფტინგის ჩატარება სხვა სტომატოლოგიურ პროცედურებთან ერთად (კბილის ექსტრაქცია, პაროდონტიტის მკურნალობა) შესაძლებელია.
პროცედურისთვის საშუალოდ რამდენიმე საათია საჭირო, მიუხედავად ამისა, სრული პროცესი გამოჯანმრთელებისა და განმეორებითი ვიზიტების ჩათვლით რამდენიმე თვეს გრძელდება.