ცხოვრების განმავლობაში ჩვენს პირის ღრუში უამრავი ორგანული თუ არაორგანული საღებავი ხვდება, რაც კბილების ფერის შეცვლას განაპირობებს. კბილების გათეთრება ზოგადი სტომატოლოგიის ნაწილია და პროცედურით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ კბილების გათეთრების სერვისს უშუალოდ კლინიკაში და, ასევე, პროცედურის შემდეგ მოგაწვდით პროფესიონალურ ნაკრებს სახლში წასაღებად. ჩვენი ექიმები სრულ პასუხისმგებლობას იღებენ თქვენს ბუნებრივ და ჯანსაღ ღიმილზე.
არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს ჩვენი კბილების ფერზე. ესენია ჩაი, ყავა და ნიკოტინი.
გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების გარდა, არსებობს კბილების ფერის შინაგანი ცვლილება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მინანქრის დაზიანება (თანდაყოლილი ან შეძენილი). მინანქრის ზედაპირის დაზიანების რამდენიმე გამოვლინება არის ფლუოროზი, ჰიპოპლაზია, ტეტრაციკლინის კბილები, არხის დაბჟენის შემდგომი ფერის ცვლილება და სხვ.
ისეთ შემთხვევებში, როცა კბილის მინანქრის ზედაპირი დაზიანებული არაა, კბილების პროფესიონალური გაწმენდაც ეფექტიანია.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილების გათეთრების ორ მეთოდს ვიყენებთ: კაპებით გათეთრებას (ასევე ცნობილი, როგორც ქიმიური გათეთრება) და გათეთრებას სინათლის აქტივაციით.
კაპებით გათეთრება არის პროცედურა, რომელიც არის განგრძობითი და რომელსაც პაციენტი დამოუკიდებლად იტარებს. კაპებს ჩვენი სტომატოლოგები იღებენ პაციენტის კბილის ანაბეჭდს, რომლის მიხედვითაც ამზადებენ ინდივიდუალურ კაპს. კაპაზე დაიტანება ექიმის მიერ შერჩეული მათეთრებელი გელი და მისი ტარება დღის განმავლობაში შესაძლებელია ყველგან. შესაბამისად, ეს მეთოდი კომფორტულობისა და სიმარტივის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით დაიცვათ კაპის ტარებისთვის განსაზღვრული დრო და სიხშირე.
სინათლის აქტივაციით გათეთრება მეორე მეთოდია, რომელსაც რიხტერში ვიყენებთ. პროცედურა, კაპებისგან განსხვავებით, მხოლოდ კლინიკაში მისვლით ტარდება და შედეგი მომენტალურად დგება. გათეთრება ტარდება წყალბადის პეროქსიდის 30% ხსნარის საშუალებით, მათი აქტივაციისთვის კი სტომატოლოგი სხივებს იყენებს, აქედან მოდის პროცედურის სახელიც.
როგორც წესი, ოპტიმალური შედეგი ამ ორი მეთოდის გაერთიანებით მიიღწევა.
გაითვალისწინეთ, რომ კბილის გათეთრების პროცედურა ბჟენზე მოქმედებს და საჭირო ხდება კბილის დაბჟენა ხელახლა.
დიახ, რიხტერის კლინიკაში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ტონალობის თეთრი ფერი აირჩიოთ.
კბილების გათეთრებამდე აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ პროფესიონალური წმენდა, რომ შედეგით კმაყოფილი დარჩეთ.