ელაინერები ყბა-კბილთა ანომალიების მკურნალობის ახლებური მეთოდია, რომელსაც რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში გთავაზობთ. ელაინერები სტომატოლოგიაში უდიდესი მიღწევაა, ვინაიდან მათი საშუალებით კბილების გასწორება უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტულია.
ელაინერები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება სატექნიკო ლაბორატორიაში ან შესაბამის ქარხნებში. ელაინერები სრულად გამჭვირვალეა და ექვემდებარება მოხსნას ნებისმიერ დროს.
ელაინერების დაყენებამდე აუცილებელია პაციენტმა სტომატოლოგიური კონსულტაცია გაიაროს. კონსულტაციის ფარგლებში ექიმი დეტალურად გამოიკვლევს პირის ღრუს მდგომარეობას, არსებობის შემთხვევაში გამოყოფს პრობლემებს და, საბოლოოდ, დაადგენს, იქნება თუ არა ეფექტური ელაინერებით კბილების გასწორება კონკრეტული პაციენტისთვის. ხშირ შემთხვევაში, საჭირო ხდება 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ზუსტი დიაგნოსტირებისთვის. თუ აღმოჩნდა, რომ მოცემული მეთოდი შეუსაბამოა პაციენტის მდგომარეობისთვის, ჩვენი სტომატოლოგი მკურნალობის ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებს მათ, მაგალითად, კბილების გასწორებას ბრეკეტებით.
ელაინერები, როგორც ინოვაცია ორთოდონტიაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება, რომლებსაც ქვევით მოკლედ ჩამოვთვლით.
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რის გამოც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს კბილების ელაინერებით გასწორებას კომფორტია. როგორც უკვე ვახსენეთ, ელაინერები სრულიად გამჭვირვალეა და მათი შემჩნევა ფიზიკურად შეუძლებელია. მისი მექანიზმი საშუალებას იძლევა, რომ არა მხოლოდ ვიზუალურად იყოს შეუმჩნეველი, არამედ შეგრძნების დონეზეც. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელაინერების ტარებისას მათ არსებობას თითქმის ვერც კი გრძნობენ.
ელაინერები ძალიან მარტივი მოსავლელია, რის საშუალებასაც მოხსნადი მექანიზმი იძლევა. მართლაც, პაციენტს მისი მოხსნა და გაკეთება ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ასეთ პირობებში პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვაც გაცილებით მარტივია. თუნდაც კბილების გასუფთავება სპეციალური იარაღების გარეშეც არის შესაძლებელი.
აღსანიშნია, რომ ელაინერებით კბილების გასწორება დროში ეფექტურია. გარანტირებული შედეგი საკმაოდ მოკლე დროში დგება, ცხადია, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. დიდი უპირატესობაა ისიც, რომ ელაინერების ტარებისას მნიშვნელოვნად მცირდება კონსულტაციების სიხშირე.
თუკი გიჭირთ გადაწყვეტა, რომელი მეთოდი აირჩიოთ: ელაინერები თუ ბრეკეტები, პირველ რიგში, დაეკითხეთ სტომატოლოგს, შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა და გაითვალისწინეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი, რაც ელაინერების ტარებას ახასიათებს.
ელაინერების დაყენებამდე სტომატოლოგიურ კონსულტაციაზე ექიმი გამოიკვლევს თქვენს პირის ღრუს მდგომარეობას და მოგცემთ ყველა აუცილებელ რჩევას, რაც კბილების გასწორების პროცესისთვის მოგამზადებთ.
ელაინერების მოვლისთვის საკმარისია ჯაგრისით მათი გაწმენდა და წყალში გავლება. არ არის რეკომენდირებული საღეჭი რეზინის მოხმარება, ვინაიდან ის კაპებს ეკრობა. სხვა მხრივ შეზღუდვა საკვებზე არ არსებობს.
ელაინერებით კბილების გასწორება შეუძლიათ როგორც ზრდასრულებს, ისე მოზარდებს, რომლებსაც დასრულებული აქვთ ყბების ზრდის პროცესი.
ელაინერებით კბილების გასწორება შესაძლებელია მათთვის, ვისაც აღენიშნება თანკბილვის მსუბუქი ან საშუალო დარღვევა.