რიხტერის კლინიკაში დერმატო-კოსმეტოლოგიის შემადგენელი თითოეული პროცედურა სრულდება ლიცენზირებული დერმატოლოგისა და კოსმეტოლოგის მიერ. პროცედურები მორგებულია პაციენტის სურვილებზე, საჭიროებებსა და არსებულ მდგომარეობაზე.
ნებისმიერი პროცედურის წინ პაციენტი გაივლის ინდივიდუალურ კონსულტაციას ჩვენს დერმატო-კოსმეტოლოგთან, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სამოქმედო გეგმა.
დერმატო-კოსმეტოლოგის კონსულტაცია რამდენიმე ძირეულ პროცესს ფარავს, რომლებსაც ქვევით გაგაცნობთ.
პირველი და უმთავრესი ნაბიჯი პაციენტის მდგომარეობის შეფასებაა. შეფასება გულისხმობს სახის კანის, სტრუქტურის, მახასიათებლების დეტალურ გამოკვლევას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მკურნალობის დაწყებისთვის მყარი ბაზა შეიქმნას.
ჩვენი კოსმეტოლოგები გულდასმით მოისმენენ პაციენტის სურვილებსა და მოლოდინებს, რომლის მიღწევაც კონკრეტული პროცედურის საშუალებით სურთ. მიზანი შეიძლება იყოს კანის გაახალგაზრდავება, ცალკეული ასპექტების გაუმჯობესება ან კონკრეტული კოსმეტოლოგიური პრობლემის მოგვარება.
იმისთვის, რომ პროცედურა იყოს უსაფრთხო და ეფექტიანი, ჩვენი კოსმეტოლოგი გამოიკვლევს პაციენტის სამედიცინო ისტორიას. განიხილავს ყველა ფაქტორს, რამაც შეიძლება მკურნალობის პროცესს ხელი შეუშალოს და გამოიწვიოს თუნდაც მცირედი უკუჩვენება. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტი პაციენტს პროცედურის ჩატარებისგან თავის შეკავებას ურჩევს და ალტერნატიულ ვარიანტს შესთავაზებს.
მას შემდეგ, რაც დერმატო-კოსმეტოლოგი პაციენტის სამედიცინო ისტორიას გამოიკვლევს და შექმნის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ სურათს, იწყება პროცედურის შერჩევის ეტაპი. კონსულტაციაზე მისულ პაციენტს კოსმეტოლოგი შესთავაზებს პროცედურას, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის იდეალური გზა იქნება. ასეთი შეიძლება იყოს ლაზერული თერაპია, ქიმიური პილინგი, პლაზმური ლიფტინგი და სხვ.
პროცედურის შერჩევის შემდეგ იწყება სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელიც თითოეული პაციენტისთვის უნიკალურია. კონსულტაციის შემდეგ კოსმეტოლოგი გაგაცნობთ გეგმას და დაგანახებთ მოსალოდნელ შედეგებს.
საბოლოო ეტაპზე დერმატო-კოსმეტოლოგი დეტალურად აგიხსნით პროცედურის შინაარსს, მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით სერვისის შესახებ და, რაც მთავარია, თქვენს ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
რიხტერის კლინიკაში პაციენტს უფასო და ფასიანი კონსულტაციის ჩატარება შეუძლია. უფასო კონსულტაცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე შერჩეული აქვს სასურველი სერვისი. ფასიანი კონსულტაცია კი ისეთი პაციენტებისთვისაა, რომლებსაც პროფესიონალის აზრის მოსმენა და პროცედურის შერჩევა სურთ.
რიხტერის კლინიკის მიდგომა პაციენტსა და სპეციალისტს შორის ეფექტურ კომუნიკაციას ემყარება. ამის გამო უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით კოსმეტოლოგიის კონსულტაციას თითოეულ პაციენტთან იმისთვის. კონსულტაციის მიზანია პაციენტის მოსმენა, მისი საჭიროებების განხილვა, მკურნალობის საუკეთესო გზის შეთავაზება და სამოქმედო გეგმის შედგენა.
კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ ჩვენი საიტის საშუალებით ან კლინიკის ნომერზე დაკავშირებით.
პაციენტის მდგომარეობის შეფასებას, მოსმენას, საჭიროებების გაგებას, სამედიცინო ისტორიის გამოკვლევას, პროცედურის შერჩევასა და მკურნალობის გეგმის შედგენას.
რიხტერის კლინიკაში შეგიძლიათ ჩაეწეროთ როგორც ფასიან, ისე უფასო კონსულტაციაზე. ფასიანი კონსულტაცია მოიცავს პროცედურის შერჩევას, უფასო კი არის მათთვის, ვისაც პროცედურა უკვე შერჩეული აქვს.
რიხტერის კლინიკა შემდეგ მომსახურებებს გთავაზობთ: