ბიორევიტალიზაცია (ბუსტერი)

 

ბიორევიტალიზაცია თანამედროვე დერმატოლოგიის განუყოფელი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების საუკეთესო გზად. ბიორევიტალიზაციის ბუსტერი სახეზე უნდა გამოიყენოთ კანის დასატენიანებლად, გლუვი და ბზინვარე ეფექტისათვის, ნაოჭების შესამცირებალად, კანის რეგენერაციისათვის და სხვ. თუ კანთან ერთად თმის სტრუქტურის გაუმჯობესებასაც გეგმავთ, შეგიძლიათ ერთ სივრცეში არათუ ბიორევიტალიზაციის, არამედ პლაზმური ლიფტინგის პროცედურაც ჩაიტაროთ.

რა არის ბიორევიტალიზაცია (ბუსტერი)?

ბიორევიტალიზაცია, რომელსაც ბუსტერის სახელითაც ვიცნობთ, ინექციური პროცედურაა, როდესაც კანის სიღრმეში პოლიმერული, დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა შეგვყავს. ჰიალურონის მჟავა კანის ბუნებრივი კომპონენტია, რომლის სინთეზის შედეგადაც კანი ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ასაკის მატებასთან ერთად, ჰიალურონის მჟავის სინთეზი იკლებს და შედეგად კანი ბერდება. ბიორევიტალიზაციის მიზანია, შეივსოს ჰიალურონის დეფიციტი კანში და განახლდეს მჟავის სინთეზი. ჰიალურონის მჟავა გამოიყენება კიდევ ერთი კოსმეტოლოგიური პროცედურის, მეზოთერაპიის დროსაც.

გარდა ჰიალურონის ბუსტერისა, ჩვენი სპეციალისტები დერმისზედა და კანის ღრმა შრეებზე სხვადასხვა სტიმულატორებით მოქმედებენ, როგორებიცაა ულტრაბგერა, ლაზერი, მაგნიტური ტალღა, სიცივე და სხვ.

ბიორევიტალიზაცია თუ მეზოთერაპია?

ბიორევიტალიზაციაც და მეზოთერაპიაც ორივე ეფექტური პროცედურაა კანის გასაახალგაზრდავებლად და გასაუმჯობესებლად, რათა თქვენი სახის კანი უფრო მეტად ბზინვარე და დატენიანებული იყოს. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრობლემა აქვს გაქვთ, რა შედეგის მიღება გსურთ, და რას გირჩევთ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი. მეზოთერაპია უფრო მეტ გამოსავალს გთავაზობთ სხვადასხვა პრობლემებზე, როცა ბიორევიტალიზაცია გამოიყენება კანის ძლიერი გამოშრობის დროს და მკურნალობს ჰიალურონის მჟავის დახმარებით. ორივე საჭიროებს რამდენიმე პროცედურას საუკეთესო შედეგებისათვის

ვისთვის არის ბიორევიტალიზაცია საჭირო?

ბიორევიტალიზაცია, ანუ ბუსტერი საჭიროა მათთვის, ვისაც აღენიშნება:

  • კანის სიმშრალე
  • კანის არაერთგვაროვანი რელიეფი
  • კანის ელასტიურობის დაკარგვა
  • თვალის ირგვლივ ნაოჭები და შავი წრეები
  • კუპეროზი
  • აკნე და პოსტაკნე
  • ნაწიბურები
  • პიგმენტაცია

რას უნდა ველოდოთ ბიორევიტალიზაციის შემდეგ?

როგორც უკვე ვახსენეთ, ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავებისა და ბუნებრივი გაჯანსაღების საუკეთესო გზაა, თუმცა, თუკი კანის დაჭიმვა და ნაოჭების მოშორება გსურთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ აპტოსის ძაფებს.

რა შემთხვევებში არაა რეკომენდირებული ბუსტერი ბიორევიტალიზაცია?

რიხტერის კლინიკაში კოსმეტოლოგის კონსულტაციაზე მისულ პაციენტს ჩვენი სპეციალისტი დეტალურად გამოკითხავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქვეით ჩამოთვლილი უკუჩვენებებიდან ნებისმიერის არსებობის შემთხვევაში, პაციენტს არ ჩაუტარდება ბიორევიტალიზაცია:

  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • აუტოიმუნური დაავადებები
  • ნაღველკენჭოვანი დაავადებები
  • კანის ნაწიბურებისკენ მიდრეკილება
  • ალერგია
  • გამწვავების პერიოდში ნებისმიერი ქრონიკული დაავადება
  • ანთებითი პროცესი
  • ჰიალურონის მჟავის აუტანლობა

FAQs

რა შედეგს მივიღებთ ბუსტერი ბიორევიტალიზაციის შემდეგ?

ბიორევიტალიზაციის შედეგად მივიღებთ კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს, სიჯანსაღესა და ბუნებრივ სილამაზეს.

რომელ ზონებზე ტარდება ბიორევიტალიზაცია?

პროცედურა ტარდება სახის, კისრის, დეკოლტისა და ხელის მტევნების არეებში.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია.

ახლავს თუ არა დისკომფორტი ბიორევიტალიზაციის პროცედურას?

პროცედურა მინიმალური ინექციით ტარდება და არ ახლავს მნიშვნელოვანი დისკომფორტი.

იყენებთ თუ არა რესტილაინის ბუსტერს ერთ-ერთ პრეპარატად?

დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ რესტილაინის ბუსტერი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და გამორჩეული პროდუქტია, ჩვენი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი მოცემული პრეპარატითაც მუშაობს.

იყენებთ თუ არა რევიტრანის ბუსტერს ბიორევიტალიზაციისთვის?

დიახ, რევიტრანის ბუსტერი ჩვენი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისთვის ერთ-ერთი სამუშაო პრეპარატია.

×