აპტოსის ძაფები წარმოადგენს სახის ლიფტინგის ინოვაციურ გზას, რომელიც შექმნილია ჩამოშვებული კანის ასაწევად და გასაჭიმად, ისევე, როგორც კანის გაახალგაზრდავებისთვის. პროცედურა მოიცავს მინიმალურ ინვაზიას, რომლის ფარგლებშიც კანის ქვეშ განთავსდება მეზო ძაფები. პროცედურის შედეგად სტიმულირდება კოლაგენის გამომუშავება და შესაძლებელი ხდება კანის ლიფტინგი.
APTOS ძაფებით ლიფტინგი არის მცირე ინვაზიური პროცედურა, რომლის დროსაც გამოიყენება კომპანია APTOS-ის წარმოებული ძაფები. პროცესში გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარება. ძაფები კანში ნემსით შეიყვანება და, შესაბამისად, არ არის საჭიროება კანის გაკვეთის. აქედან გამომდინარე, პაციენტს არ რჩება ნაიარევი.
მას შემდეგ, რაც ნემსის ერი ნაჩხვლეტიდან ძაფი კანის ქსოვილში შეაღწევს, სპეციალისტი ქსოვილს აქაჩავს და დააფიქსირებს ოპტიმალურ ადგილას.
აპტოსის ძაფებით ლიფტინგის პროცედურამდე აუცილებელია პაციენტმა კოსმეტოლოგის კონსულტაცია გაიაროს. კონსულტაციის შემდეგ პაციენტი აიღებს ალერგიულ სინჯს, რომლის შედეგადაც დადგინდება, არის თუ არა ალერგიული კონკრეტული გამაყუჩებლების მიმართ. სინჯის აღებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ უკვე შესაძლებელია პროცედურის დაწყება.
ამასთან, ლიფტინგის დაწყებამდე აუცილებელია კანის მომზადება ბიორევიტალიზაციის გზით.
APTOS ძაფებით ლიფტინგი ტარდება მაშინ, როდესაც კანს დაბერების მკვეთრად გამოხატული ნიშნები ახასიათებს. ეს შეიძლება იყოს მოდუნებული კანი, ნაოჭები, ოვალის დეფორმირება რბილი ქსოვილების მოშვების გამო და სხვ.
რიხტერის კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ დერმატო-კოსმეტოლოგიის მრავალი დასახელების პროცედურა, როგორიცაა ფილერით შევსება/მოდელირება, პლაზმო ლიფტინგი, სახის პილინგი, სახის ღრმა წმენდა და ა.შ.
ის, რომ სახის გაახალგაზრდავება ძაფებით ლიფტინგის მეშვეობით შეგიძლიათ, უკვე დამტკიცდა აპტოსის ძაფებზე საუბრისას, მაგრამ უნდა აღინიშნოს კანის გაახალგაზრდავების კიდევ ერთი მეთოდი – მეზო ძაფები, იგივე ტრედლიფტინგი. მეზო ძაფები კანში მოხვედრის შემდგომ ამაგრებენ ქსოვილს და მას მოშვების საშუალებას აღარ აძლევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენი კანი იქნება გლუვი და დაჭიმული ყველანაირი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
APTOS და მეზო ძაფებთან ერთად, კოლაგენის ძაფები მოშვებული კანის გამკვრივების და მიმიკური ნაოჭის გასწორების კიდევ ერთი მეთოდია. ესაა მინიმალურად ინვაზიური კოსმეტიკური პროცედურა, რომლის მეშვეობითაც კანში კოლაგენის დროებითი, გამწოვი ძაფები შეჰყავთ. ეს პროცედურა ქირურგიული სახის ლიფტინგის საუკეთესო ალტერნატივაა. ისარგებლეთ კანის დაჭიმვის უმტკივნეულო პროცედურით და მიიღეთ მკვრივი კანი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
კოლაგენის ძაფები კანის ქვეშ შეჰყავთ სპეციალური ნემსის დახმარებით. ძაფების მცირე მოცულობის წვეტები ქსოვილს ეკვრის და კანს ჭიმავს. დროის გასვლის შემდეგ, კოლაგენის ძაფები ორგანიზმში კოლაგენის ბუნებრივ სტიმულირებას იწვევს და კანს მეტად ჯანსაღს და გლუვს ხდის. როგორც კი ძაფები ქრება, ისინი სახეზე ტოვებენ კოლაგენის იმ რაოდენობას, რომ კანმა “დაჭიმვის” ეფექტი შეინარჩუნოს.
რიხტერის კოსმეტოლოგიურ კლინიკაში მეზო, კოლაგენის და აპტოსის ძაფებით სარგებლობას შეძლებთ.
აპტოსის ძაფებით ლიფტინგის შედეგი რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. ხანგრძლივობა ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
პროცედურის დროს გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, რაც პროცესს სრულიად უმტკივნეულოსა და კომფორტულს ხდის.
აპტოსის ძაფებით ლიფტინგის შედეგი პროცედურიდან რამდენიმე კვირაში უკვე შესამჩნევი ხდება.
სტანდარტული ლიფტინგისგან განსხვავებით, APTOS ძაფებით ლიფტინგი ქირურგიული პროცესი არ არის და მცირე ინვაზიის საშუალებით ხორციელდება.
აპტოსის ძაფების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა რა ტიპის ძაფები დაგჭირდებათ (გაუწოვადი თუ გამწოვი) და სახის რომელ არეაზე ჩაიტარებთ პროცედურას. იხილეთ საორიენტაციო ფასები გვერდის ბოლოს: