როგორ შეუძლია ბიორევიტალიზაციას თქვენი კანის გაჯანსაღება

ბიორევიტალიზაცია არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც კანის ზედა შრეში ჰიალურონის მჟავის, ვიტამინების, მინერალების, ამინო მჟავებისა და ანტიოქსიდანტების განმეორებად, პატარა ინექციებს გულისხმობს. ამ ნივთიერებების კანში შეყვანა უზრუნველყოფს დატენიანებას (განსაკუთრებულად კარგად ატენიანებს სიმშრალისაკენ მიდრეკილ კანს), კანის აღდგენას, გამოიყენება პიგმენტური ლაქების და ნაოჭების პრევენციისათვის,

ბიორევიტალიზაციის ინექციები სრულდება ხელით, საჭირო ნუტრიენტები ჩადის ეპიდერმისამდე ან დერმისამდე, რათა კანი გამოცოცხლდეს და გაჯანსაღდეს. ბიორევიტალიზაცია შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავას, რომელიც კანის ღრმა და ხანგრძლივ დატენიანებას იწვევს, აცხრობს კანის გაღიზიანებასა და ანთებას. ამინო მჟავებისა და სხვა სასარგებლო მინერალებისა თუ ვიტამინების კომბინაცია კი კანის უჯრედების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვისაა გამოსადეგი.

რა არის ჰიალურონის მჟავა?

ჰიალურონის მჟავა (გლიკოზამინოგლიკანი) არის ნახშირწყლების მოლეკულის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ჩვენს შემაერთებელ ქსოვილებშია. ჰიალურონის მჟავის კანში შეყვანისას ის მაქსიმალურად სწრაფად ატენიანებს კანს, სძენს მას ბზინვარებასა და ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავა უამრავი თავის მოვლის საშუალების შემადგენლობაში შედის, ამიტომაც იგი ბევრი ადამიანისთვისაა ნაცნობი. ბიორევიტალიზაციის დროს, როდესაც ის ინექციის სახით შედის კანში, ჰიალურონის მჟავის ეფექტი უფრო მალეა შესამჩნევი.

ჰიალურონის მჟავა კანის დამცავ ბარიერს შექმნის, რაც ხელს შეუშლის კანის გამოშრობას. 1 გრამ ჰიალურონის მჟავას შეუძლია 6 ლიტრ წყალს ‘დაუკავშირდეს’. ჰიალურონის მჟავის ნაკლებობა უხეშ, გამომშრალ კანს იწვევს. კანის დაბერების პროცესის დროს ისედაც გვაკლდება კოლაგენი – კანის ჯანსაღი სტრუქტურის მთავარი კომპონენტი, ამიტომაც იმ ბუნებრივი პროდუქტების მიღებასთან ერთად, რომელიც ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, აუცილებელია, ჩავიტაროთ ბიორევიტალიზაციის პროცედურაც.

გაითვალისწინეთ, რომ თუკი დაჭიმული კანის ეფექტი გსურთ, მაშინ ბიორევიტალიზაციის ნაცვლად აპტოსის ძაფების, ან პლაზმური ლიფტინგის პროცედურები უნდა ჩაიტაროთ.

ვისთვისაა ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაცია თქვენთვისაა, თუკი გაწუხებთ:

  1. გამომშრალი კანი;
  2. ნაწიბურები;
  3. პოსტ აკნე ლაქები;
  4. მოშვებული სახის კანი;
  5. ნაოჭები;
  6. ჰიპერპიგმენტაცია;

სახის გარდა, ბიორევიტალიზაციის ჩატარება დეკოლტეზე, ხელებსა და კისერზეც შეგიძლიათ.

რომელი პროდუქციაა საუკეთესო ბიორევიტალიზაციისათვის?

როდესაც საქმე კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიდგება, რიხტერის კოსმეტოლოგიური კლინიკა თბილისში უდიდეს ყურადღებას ამახვილებს პროდუქციის ხარისხზე. ჩვენი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები მუშაობენ კანის ბუსტერებით, რომლებიც ამინო მჟავების, ჰიალურონის მჟავის და კანისათვის საჭირო ნუტრიენტების მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. ვიყენებთ შემდგომ პროდუქციას:

იუვედერმი (Juvederm Volite)

იუვედერმი იდეალური გამოსავალია უხეში, მოშვებული, გამომშრალი კანისათვის და ბზინვარებას ანიჭებს მას. იუვედერმის ეფექტი 6 თვემდე გრძელდება, რადგანაც ჰიალურონის მაღალი შემცველობა კანის ღრმა და ხანგრძლივ დატენიანებას განაპირობებს. ის ამცირებს ნაოჭებს.

რესტილაინი (Restylane)

რესტილაინი კანის ბუსტერია, რომელიც კანს ელასტიურობას 4-დან 6 თვემდე შეუნარჩუნებს. ჰიალურონის მჟავის უნიკალური ფორმულა მზისან დაზიანებულ კანს აღადგენს და ახალგაზრდა იერს მიანიჭებს.

მეზოთერაპია თუ ბიორევიტალიზაცია: რომელია უკეთესი?

ბიორევიტალიზაციას ხშირად 40 წელს გადაცილებული ადამიანები მიმართავენ კანის გასაახალგაზრდავებლად და იმ ვიტამინების შესაყვანად, რომელსაც ორგანიზმი თავად ვეღარ გამოიმუშავებს. მეზოთერაპიის დაწყება უფრო მცირე ასაკიდანაა შესაძლებელი – მეტიც, პრევენციისთვის მეზოთრაპიების პროცედურების ადრეული ასაკიდანვე ჩატარება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. მეზოთერაპიის დანიშნულება შესაძლოა მრავალგვარი იყოს, არამარტო კანის გაჯანსაღება, არამედ ჭარბ ოფლიანობასთან ბრძოლა, თმის ზრდა, სახეზე, კისერზე, მკლავებზე, ფეხებსა და მუცელზე კანის გაჯანსაღება.

სწორედ ამიტომ, დერმატო-კოსმეტოლოგთან კონსულტაციის გავლა და საკუთარი სურვილებისა და მიზნების მისთვის გაცნობა დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ რომელი პროცედურაა უკეთესი თქვენი სახის კანისათვის.

ხშირად დასმული შეკითხვები:

რა შემთხვევაში არ შეიძლება ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაციას ნუ მიმართავთ თუკი ორსულად ხართ, ლაქტაციის პერიოდი გაქვთ, ან თუკი რომელიმე აუტოიმუნური დაავადება გაწუხებთ. ბიორევიტალიზაცია არაა დაშვებული მაშინაც, თუკი ჰიალურონის მჟავაზე ალერგიული ხართ, გამოგიცდიათ ჰერპესი, ან ხართ მიდრეკილი კელოიდებისაკენ.

რომელ პროდუქტებს იყენებთ ბიორევიტალიზაციისთვის?

რიხტერის კოსმეტოლოგიურ კლინიკაში უმაღლესი ხარისხის პროდუქციით გემსახურებით. ვიყენებთ რესტილაინისა და იუვედერმის პროდუქციას. ამავე ბრენდის პრეპარატებით ვატარებთ ტუჩების გადიდების პროცედურასაც.

რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ ბიორევიტალიზაციის პროცედურა?

საუკეთესო შედეგის მისაღებად, 2-4 პროცედურაა საჭირო, თუმცა ოპტიმალურ რაოდენობას თქვენი კოსმეტოლოგი გირჩევთ.

რას უნდა მოვერიდოთ ბიორევიტალიზაციის შემდგომ?

ბიორევიტალიზაციიდან 48 საათის განმავლობაში არ შეიძლება სიცხეში ყოფნა (სოლარიუმი, მწველი მზე), ან ექსტრემალურ სიცივეში გასვლა. მოერიდეთ ვარჯიშს 24 საათის განმავლობაში.

×