პათოლოგიური თანკბილვა და კბილების არასწორი განლაგება მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის.
ორთოდონტიული მკურნალობის მეშვეობით:
კბილების გასწორება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი, თუ არსებობს ამის ჩვენება. ცოტა ხნის წინ გავრცელებული აზრი, კბილების გასწორება მხოლოდ ადრეულ ასაკში იყო შესაძლებელი. ეს დებულება კბილების გასწორებასთან დაკავშირებით მოძველებულია. დღეს, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, კბილების გასწორება ზრდასრულ ასაკშიც წარმატებით არის შესაძლებელი. 7 წლიდან ფუნქციური აპარატებით, ხოლო 11-12 წლიდან (როდესაც ყველა კბილი მოცვლილია) ბრეკეტ-სისტემით. არსებობს შემთხვევებიც როდესაც 11 წლამდეც ხდება ბრეკეტით მკურნალობის საჭიროება.
ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია:
ბრეკეტებით ორთოდონტიული მკურნალობისთვის, თითოეულ კბილზე ფიქსირდება ბრეკეტი, რომელიც შეხებაშია პირის ღრუს ლორწოვანთან და აღიქმება, როგორც უცხო სხეული. მას თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მის არსებიბას პირის ღრუში ადამიანი ეჩვევა. ბრეტეკების გამოყენების საშუალო ხანგრძლივობაა 1.5 წელი, თუმცა, ბუნებრივია ეს ძალიან ინდივიდუალურია.
დისკომფორტის მეორე მიზეზია ბრეკეტის ღარში ჩასმული ორთოდონტიული რკალია. სწორედ, ამ რკალის საშუალებით ხდება კბილების გადაადგილების რეგულირება. რკალი იცვლება გარკვეული სიხშირით. ახალ რკალთან შეგუების დრო – 3-დან 7 დღემდე მერყეობს.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ:
P.S ბრეკეტების ფასებზე, ტიპებზე და მოვლაზე მეტი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ჩვენს გვერდს
იქიდან გამომდინარე, რომ შეცვლილი მდგომარეობიდან კბილები ცდილობენ საწყის პოზიციაში დაბრუნებას – ბრეკეტების მოხსნის შემდეგ პაციენტს, როგორც წესი უყენდება ე.წ. რიტეინერი, რომლის ფუნქცია არის არსებული ცვლილებების შენარჩუნება. მათი ტარება სასურველია 3 წელი მაინც ბრეკეტების მოხსნის შემდეგ. გარდა ამისა, შეიძლება იყოს საჭირო კაპის გამოყენებაც (ღამით მაინც).
ელაინერები ბრეკეტისგან განსხვავებით კბილების გასასწორებელი მოსახსნელი აპარატია, რომელიც ძალიან კომფორტული და შეუმჩნეველია. ელაინერებით მკურნალობის წინ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კვლევები (CT, პირის ღრუს სკანირება, ანაბეჭდების აღება) წინასწარ უნდა დაიგეგმოს კბილების გადაადგილების პროცესი და საბოლოო შედეგი. პაციენტი კაპებს იცვლის 2-3 კვირაში ერთხელ და მკურნალობის ხანგძლივობა 9 თვიდან 2 წლამდე მერყეობს.
P.S წაიკითხე ყველაფერი ელაინერებზე, გაიგე ფასი, ინფორმაცია მოვლაზე, გამოყენებაზე და ა.შ
კბილების გასწორებაზე ზრუნვა ყველა ასაკში ამა თუ იმ გზით შესაძლებელია და ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი აქვს. ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში თბილისში ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა, თქვენ მოგემსახურებათ პროფესიონალი ორთოდონტი და ჩაგიტარდებათ პროცედურები ყველაზე თანამედროვე აპარატებით და მასალით!
ბრეკეტების ფასი 900 ლარიდან იწყება. ფასი იზრდება მდგომარეობის, თანკბილვის შეფასების შემდგომ, რისთვისაც აუცილებელია სტომატოლოგიური კონსულტაცია. მოქმედებს თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება!
ელაინერების ფასი 8000 ლარიდან იწყება. მეტი დეტალისათვის დაგვიკავშირდით: 0322 50 00 68. მოქმედებს თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება!
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მოცემულ გვერდზე და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით!