კბილების წმენდა

ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში პრიორიტეტი თქვენი ჯანმრთელი ღიმილია. კბილების წმენდა ჩვენი პროფესიონალური სერვისებიდან ერთ-ერთია. ეს უმნიშვნელოვანესი სტომატოლოგიური პროცედურაა პირის ღრუს ჰიგიენისა და კბილის სითეთრის შესანარჩუნებლად.

კბილების წმენდას ჩვენი პროფესიონალი სტომატოლოგები ატარებენ. კბილებიდან გშორდებათ ის ნადები, რომელიც ყოველდღიური გასუფთავების დროს ვერ შორდება კბილის ზედაპირს. გაგიუმჯობესდებათ არამარტო პირის ღრუს ჰიგიენა, არამედ თავიდან აირიდებთ პაროდონტიტსა და კარიესს.

ჩვენი უახლესი ტექნოლოგიიით დავრწმუნდებით, რომ თქვენი ვიზიტი არის ეფექტური და კომფორტული. გვესტუმრეთ რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში თბილისში და დაგეგმეთ კბილების წმენდის პროცედურა წელიწადში 2-ჯერ. შეინარჩუნეთ პირის ღრუს სისუფთავე.

გვესტუმრეთ თბილისში და ჩაიტარეთ პროფესიონალური კბილის წმენდის პროცედურა.

ხშირად დასმული კითხვები:

არის თუ არა კბილების წმენდა კბილებისთვის კარგი?

რა თქმა უნდა. რეგულარული კბილების წმენდა მრავალ სტომატოლოგიურ პრობლემას აგარიდებთ და კბილის სითეთრეს შეგინარჩუნებთ. 

მტკივნეულია თუ არა კბილების წმენდა?

არა, ზოგადად, კბილის წმენდა მტკივნეული არ არის. ზოგიერთი ადამიანისათვის, შესაძლოა, არ იყოს კომფორტული, თუკი სენსიტიური კბილები და ღრძილები გაქვთ. 

შემიძლია თუ არა ჭამა კბილების წმენდის შემდგომ?

დიახ, შეგიძლიათ მიირთვათ, თუმცა 1-2 საათი მოცდა ჯობს.

×