ბრეკეტები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორთოდონტული გამოსავალია კბილების გასასწორებლად. იმისათვის, რომ თქვენი პრობლემისათვის შესაბამის გამოსავალს მიაკვლიოთ, სტომატოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროთ, განიხილოთ პოტენციური შედეგები და მიახლოებით გაიგოთ, თუ როგორი იქნება თქვენი კბილები გასწორების შემდგომ.
ბრეკეტების ვიზუალური მხარე ბევრ ადამიანს არ მოსწონს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს თქვენი დისკომფორტი, ბრეკეტების ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ აირჩიოთ, რაც თქვენს გამოცდილებას გაამარტივებს. ნეიტრალური ტონების არჩევა საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც სურს, ნაკლებად შესამჩნევი იყოს ბრეკეტები.
ბრეკეტების კურსი ინდივიდუალურია ყველა ადამიანისათვის, თუმცა საშუალოდ ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, თქვენი ორთოდონტი დააკვირდება ყველა ცვლილებას.
ბრეკეტები უბრალოდ კბილის გასწორების საშუალება არ არის – ის თქვენს თვითშეფასებასაც აამაღლებს და ჯანმრთელობასაც. გასწორებული კბილების გაწმენდა და მოვლა ბევრად მარტივია. გაგიუმჯობესდებათ პირის ღრუს ჰიგიენა, შემცირდება ღრძილების ანთებისა და კარიესის რისკები. თუკი გსურთ ტრადიციული მეტალის ბრეკეტები ან უხილავი ელაინერები, საბოლოოდ, გაღიმებისას თავდაჯერება ნამდვილად მოგემატებათ!
ხშირად დასმული შეკითხვები
მტკივნეულია ბრეკეტების გაკეთება?
უშუალოდ ბრეკეტების გაკეთების პროცესი მტკივნეული არ არის, თუმცა ორთოდონტთან პერიოდული ვიზიტის შემდგომ კბილების ტკივილს იგრძნობთ. ეს ტკივილი ნორმალურია, რადგან კბილები თავის ბუნებრივ წყობას უბრუნდება.
როდის ჩერდება ტკივილი?
ორთოდონტთან ვიზიტის შემდგომ რამდენიმე დღეში. თუკი ტკივილი მუდმივია და გაუსაძლისი, აუცილებლად გაესაუბრეთ ორთოდონტს.
რა ღირს ბრეკეტები?
ბრეკეტების ღირებულება იწყება 900 ლარიდან. ფასი იზრდება იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის ბრეკეტებს აირჩევთ, როგორი მდგომარეობით მოხვალთ და რამდენი დრო დაგჭირდებათ სრული მკურნალობისათვის.
როგორ გავიხეხოთ კბილები, როცა ბრეკეტები გვიკეთია?
კბილების გახეხვას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუკი ბრეკეტები გიკეთიათ – უნდა დარწმუნდეთ რომ საკვის ნარჩენები იდეალურადაა მოშორებული კბილებიდან. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ფტორის შემცველი კბილის პასტა. კბილები გაიხეხეთ წრიულად, ღრძილების მიმართ 45 გრადუსიანი დახრით.