რიხტერის კლინიკაში გვესმის ახალგაზრდა, ბზინვარე კანის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ვატარებთ ბიორევიტალიზაციის პროცედურებს. ბიორევიტალიზაცია კანს აახალგაზრდავებს, უფრო ჯანმრთელ და ჯანსაღ იერს აძლევს. ეს კოსმეტოლოგიური პროცედურა არაჩვეულებრივი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ კარს ბუნებრივი სილამაზე ინვაზიური პროცედურების გარეშე დაუბრუნოს.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ბიორევიტალიზაციას იუვედერმისა და რესტილაინის პროდუქტებით. მათი საშუალებით კანს ღრმად დაიტენიანებთ – აღიდგენთ ელასტიურობას, შეამცირებთ ნაოჭებს. ჰიალურონის მჟავის მცირე ინექციებით შეყვანა ეფექტურად აღადგენს კანის ბუნებრივ ბზინვარებას.
ჩვენი კლინიკის საუკეთესო კოსმეტოლოგები ჩაგიტარებენ ინდივიდუალურ კონსულტაციას, შეაფასებენ თქვენი კანის მდგომარეობას და შეგირჩევენ თქვენთვის ყველაზე უფრო სასარგებლო პროდუქტს. ესტუმრეთ ჩვენს კოსმეტოლოგიურ კლინიკას თბილისში და დაამარცხეთ დაბერების ადრეული ნიშნები. გამოსცადეთ საკუთარ თავზე ბიორევიტალიზაციის ეფექტი.
რა არის ბიორევიტალიზაცია?
ბიორევიტალიზაცია არაქირურგიული კოსმეტოლოგიური ჩარევაა და გულისხმობს კანში ჰიალურონის მჟავის ინექციების შეყვანას. ეს პროცესი საჭიროა კანის ღრმა დატენიანებისათვის, ნაოჭებისა და ლაქების პრევენციისათვის, პოსტ აკნე ნაწიბურების გაქრობისათვის.
როგორ მუშაობს ბიორევიტალიზაცია?
პროცედურის დროს კანში ჰიალურონის მჟავა შეჰყავთ. ჰიალურონის მჟავა ასტიმულირებს კანის ბუნებრივ აღმდგენ მექანიზმს, რის გამოც გამოიყოფა კოლაგენი. შედეგად, კანი დატენიანებული და ჯანსაღია.
რას უნდა მოველოდე ბიორევიტალიზაციის პროცედურის დროს?
პროცედურამდე დერმატო-კოსმეტოლოგი მოამზადებს და გაწმენდს თქვენს კანს, წაგისვამთ გამაყუჩებელ კრემს, რომ დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანოს და დაიწყებს ჰიალურონის მჟავის ინექციების ფრთხილად შეყვანას. მთლიანი პროცედურა 30-40 წთ გრძელდება.
მტკივნეულია თუ არა ბიორევიტალიზაცია?
პაციენტების უმრავლესობა მინიმალურ დისკომფორტს განიცდის პროცედურის დროს. გამაყუჩებელი კრემის წასმის შედეგად პროცედურის დროს ტკივილი მინიმალური იქნება.