მოდით, ვაღიაროთ: ადამიანების უმეტესობას სურს უკეთ გამოიყურებოდეს. ზოგიერთი ამისთვის დროს, ენერგიას და თანხას არ იშურებს და ქირურგიულ ჩარევასაც მიმართავს, როგორიცაა – რინოპლასტიკა, ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა), face lift (სახის კანის დაჭიმვა), ლიპოსაქცია (ცხიმის მოცილება სხეულიდან) და ა.შ. ქირურგიული ჩარევისთვის საკმაოდ რთული პროცესების გავლაა საჭირო, მაგალითად, ნარკოზი, რომელიც ზოგიერთი პაციენტისათვის ძალიან არაკომფორტული და არასასურველი პროცედურაა, ოპერაციის შემდგომი ტკივილი და დისკომფორტი, რომელიც კვირები გრძელდება, შეშუპება, სისხლჩაქცევები, ინფექციის რისკი, რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის პერიოდი და სია გრძელდება.
თუ ეს ყველაფერი ამდენად რთულია, მაშინ რა გამოსავალი რჩება, რომ ადამიანმა თავიც გაილამაზოს და ცხოვრება მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს? არ დახარჯოს უზარმაზარი თანხა და არ მოუწიოს ქირურგიული ჩარევა? ამ ბლოგში სწორედ იმ ყველაზე პოპულარულ 5 არაქირურგიულ პროცედურაზე მოგიყვებით, რომელიც ქირურგიული ჩარევებისაგან განსხვავებით ნაკლებ დროს, ნაკლებ ენერგიას და ნაკლებ ბიუჯეტს მოითხოვს. რაც მთავარია, უსაფრთხოა და ძალიან ცვლის გარეგნობას!
ჩამონათვალში პირველი ტუჩების გადიდება უნდა ყოფილიყო. ეს არის პროცედურა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საოცარი პოპულარობა მოიპოვა. ცნობილია, რომ 2018 წელს კოსმეტოლოგებმა მსოფლიოს მასშტაბით 2.1 მილიონი ტუჩის გადიდების პროცედურა ჩაატარეს.
ტუჩის ფილერის ინექციები თქვენი ტუჩის მოცულობას ზრდის, ტუჩი კი სახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომაც მისი გალამაზება მთლიანი სახის გალამაზების ტოლფასია.
ტუჩის ფილერი შედგება ჰიალურონის მჟავისაგან. საშიში და საეჭვო არაფერია – ჰიალურონის მჟავა ადამიანებსაც გვაქვს ბუნებრივად ორგანიზმში და სრულიად უვნებელია მისი ტუჩის გადიდების მიზნებისათვის გამოყენება.
პროცედურის ჩატარებამდე არ უნდა გქონდეთ მიღებული ალკოჰოლი, არ უნდა სვავდეთ სისხლის გამათხელებლებს, მოერიდეთ ცხარეს, მარილიანს, ნივრიანს, ეპილაციას, პილინგს, სახის წმენდა, მზეს და სოლარიუმს.
ჩვენს კლინიკაში ტუჩის ფილერის ფასია 650 ლარი. ვმუშაობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, პროცედურას ვასრულებთ მხოლოდ ისეთი ტიპის ფილერებით, რომელთა თვითღირებულებაც მაღალია, ფილერები, რომლებითაც ჩვენ ვმუშაობთ, იუვიდერმი, რესტილაინი და ა.შ, აღიარებულია FDA-ს და CE-ს მიერ. ყველა ამ ფილერმა გაიარა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მკაცრი ტესტირება, ფართოდ გამოიყენება და კლინიკურად შემოწმებულია.
რადგანაც ეფექტი 12-18 თვემდე ძლებს, სჯობს თავიდან აირიდოთ უხარსისხო პრეპარატით ტუჩის გადიდება, რადგან ამ ყველაფერს ძალიან დიდი გართულებები და ხარჯი მოჰყვება.
არანაკლებ პოპულარული პროცედურაა ბოტოქსი. ბოტოქსის ინექციები შეიცავს ბოტულინოტოქსინს, რომელიც დროებით ბლოკავს ნერვულ სიგნალებს კონკრეტულ კუნთებში, ხელს უშლის მათ შეკუმშვას და ამცირებს ნაოჭებს. თუმცა ადამიანები ბოტოქსს მარტო თავის გასალამაზებლად არ იყენებენ, იგი სამედიცინო მკურნალობის დროსაც გამოიყენება, მაგალითად ქრონიკული თავის ტკივილის დროს ბოტოქსის შემდგომ ადამიანს ტკივილის სიხშირე და სიმძიმე უმცირდება, შველის ჭარბ ოფლიანობას, ამცირებს ყბის დაჭიმულობას და ბრუქსიზმს, ეგრედწოდებულ ‘ზარმაც თვალს’ შველის და ა.შ
ბოტოქსის პროცედურის ფასი ერთ ზონაზე არის 350 ლარი. მოცემული ფასი გულისხმობს, რომ თქვენ ხართ ზე-პროფესიონალი, ლიცენზირებული და გამოცდილი კოსმეტოლოგის ხელში, პროცედურას იტარებთ უსაფრთხო ინექციით და დაზღვეული ხართ ისეთი საშიში რისკებისაგან, როგორიცაა ტკივილი, შეშუპება ან სისხლჩაქცევა ინექციის ადგილზე, ასიმეტრიული ღიმილი ან ნერწყვის დენა, ცრემლიანი ან გამომშრალი თვალები, ასიმეტრიული წარბები და ა.შ
სარკეში ჩახედვის შემდეგ გაღიზიანებულხარ? შეგიმჩნევია წვრილი ხაზები სახეზე, ნაოჭები, მოდუნებული კანი და ამის გამო თავდაჯერებულობა გაკლდება? მაშინ უნდა განიხილო ახალი და ინოვაციური ალტერნატივა – სახის დაჭიმვა აპტოსის ძაფებით, რომლის შედეგი 24 თვეა!
აპტოსის ძაფები არის არაქირურგიული გზა, რომ სახე გაიახალგაზრდავოთ. ეს არის პატარა ძაფები, რომლებიც მოდუნებულ ქსოვილებს ჭიმავენ. შედეგად, იმ წამსვე დაინახავთ ეფექტს, განსაკუთრებით ღრმა ნაოჭების შემთხვევაში.
აპტოსის ძაფებში გამოტენებული PLA (პოლილაქტიდური მჟავა) და PCL (პოლიკაპროლაქტონი) არამარტო ჭიმავს სახეს, არამედ კოლაგენის ბუნებრივ გამომუშავებასაც უწყობს ხელს. კოლაგენი კი კანის ელასტიურობისა და კარგი სტრუქტურისათვის აუცილებელი ცილაა. თქვენი კანის ტექსტურა, სიმკვრივე და ახალგაზრდული იერი გარანტირებული იქნება!
აპტოსის ძაფების მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ძლებს 24 თვე, ეფექტი შესამჩნევია მომენტალურად და ასტიმულირებს კოლაგენს.
აპტოსის ზაფებით სახის კანის დაჭიმვა იწყება 1500 ლარიდან. შესაძლოა, ერთი შეხედვით მაღალი ფასი მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით ეფექტზე – გაახალგაზრდავდებით მომენტალურად, კანი გექნებათ დატენიანებული, ეფექტი გასტანს 2 წელს, თუკი სადმე შეხვდებით აპტოსის ძაფებით ლიფტინგის პროცედურას ბიუჯეტურ ფასად, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებთ ჯანმრთელობას – ძაფები შესაძლოა დაბალი ხარისხის ან ყალბი იყოს, ექიმი – გამოუცდელი, ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები – ასიმეტრია, არაბუნებრივი შედეგები, ინფექცია, და ა.შ
ნუ დაზოგავთ თანხას ამგვარ სერიოზულ პროცედურებზე, ისარგებლეთ თიბისი ან საქართველოს ბანკის განვადებით და გადაანაწილეთ თანხა სასურველ პერიოდზე!
სახესთან ერთად თმაც სილამაზის უმნიშვნელოვანესი ასპექტია, ამიტომაც მის გასალამაზებლად და გასაჯანსაღებლად თმის მეზოთერაპიის პროცედურას გირჩევდით.
თმის მეზოთერაპიის დროს თავის კანში შეჰყავთ ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები და ზრდის მაპროვოცირებელი ნივთიერებები, რათა გააძლიერდეს თმის ფოლიკულები, გაიზარდოს თმა და შემცირდეს თმის ცვენა.
თუკი თხელი თმა გაქვთ, გცვივათ, თმის ბოლოები სუსტი გაქვთ – მაშინ თმის მეზოთერაპია აუცილებელიც ყოფილა თქვენთვის! მეზოთერაპია რამდენიმე სეანსსს მოითხოვს საბოლოო შედეგის მისაღწევად. პროცედურა უმტკივნეულოა, არ საჭიროებს რეაბილიტაციას და არ აქვს გვერდითი ეფექტები სწორად ჩატარების შემთხვევაში.
ჩვენთან თმის მეზოთერაპიის ერთი სეანსის ღირებულებაა 150 ლარი. ამ ფასში შედის ხარისხიანი ვიტამინები, მინერალები, ექსპერტი ექიმი სწორი ტექნიკით და დოზირების სწორი შერჩევით, სტერილური და უსაფრთხო გარემო. ჩვენს კლინიკაში თავიდან აირიდებთ ინფექციებს, არაეფექტურ მკურნალობას, დაცული იქნებით ალერგიული რეაქციებისაგან, არაპროფესიონალური მიდგომისგან, სკალპის დაზიანებისაგან.
ბიორევიტალიზაცია არის კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი გზა. როგორც უკვე გეცოდინებათ, გამომშრალი კანი უფრო მალე ბერდება და ეპარება ნაოჭები, ამიტომაც სწორ დროს უნდა მოახდინოთ ამის პრევენცია. ბიორევიტალიზაცია სიცოცხლეს უბრუნებს თქვენს კანს, ებრძვის დაბერებას და კანის სხვა პრობლემებს.
ეს პროცედურა გულისხმობს კანში ჰიალურონის მჟავის შეყვანას. ერთი მოლეკულა 200-500 წყლის მოლეკულას აკავშირებს და ქსოვილებში ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს. ტენიანობის მაღალი დონე კანს ელასტიურს და მკვრივს ხდის, ასტიმულირებს კოლაგენს და ელასტინს.
ეწინააღმდეგებით ზედმეტ ჩარევებს? ბიორევიტალიზაცია თქვენთვისაა. გაიახალგაზრდავეთ კანი, გახადეთ ის გლუვი და ელასტიური გრძელვადიან პერიოდში.
ბლოგში ჩამოვთვალეთ 5 ყველაზე პოპულარული არაქირურგიული პროცედურა, რომელიც თქვენი გარეგნობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, რომ 5-ივე პროცედურა ჩაიტარეთ, რა შედეგს მიიღებდით? ბუნებრივ, ლამაზ ტუჩს, გაახალგაზრდავებულ და დატენიანებულ სახეს, ბზინვარე, სქელ თმას, მოიშორებდით ნაოჭებს და მოშვებულ კანს. თუ ეს ისაა, რაც გსურთ და თავდაჯერებულობას მოგმატებთ, აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ ჩვენთან.
გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ლამაზი, უნიკალური და ინდივიდუალურია. ჩვენთან თქვენი უნიკალურობა დაფასებულია!
ბოტოქსის უკუჩვენებები მოიცავს ალერგიას ბოტულინოტოქსინზე, კუნთოვან და ნერვულ დაავადებებს, კანის ინფექციებსა და ანთებით პროცესებს, სისხლის შედედების პრობლემებს. სწორად შერჩეული ექიმის შემთხვევაში დაზღვეული იქნებით ამ გართულებებისგან.
ბოტოქსი იდეალურია ნაოჭების გასასწორებლად და კუნთების დროებით მოდუნებისთვის, განსაკუთრებით შუბლსა და თვალის ირგვლივ. ბიორევიტალიზაცია კი კანის ღრმა დატენიანებას, ელასტიურობის გაუმჯობესებას და კოლაგენის სტიმულაციას უზრუნველყოფს, რაც კანს ახალგაზრდულ იერს აძლევს. თუ მიზანი ნაოჭების შემცირებაა – ბოტოქსი, ხოლო თუ კანის ტონუსისა და ტექსტურის გაუმჯობესება – ბიორევიტალიზაცია.
ბიორევიტალიზაციის დროს კანი პირველ რიგში იწმინდება და ადგილობრივი ანესთეზიის გელი გამოიყენება. შემდეგ, მიკროინექციებით კანში შეჰყავთ ჰიალურონის მჟავა და სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც აუმჯობესებს კანის ტენიანობას, ელასტიურობას და კოლაგენის გამომუშავებას. პროცედურა გრძელდება 20-40 წუთი.
ჩალურჯება, სისხლდენა, ალერგიული რეაქცია, ინფექცია, ასიმეტრია, დასიება, სისხლძარღვების დაზიანება, ქსოვილის დაზიანება, და ა.შ არასოდეს დაზოგოთ თანხა ტუჩის ფილერში!
საბოლოო შედეგი 4-14 დღეში დგება. გააჩნია თქვენი კანის მდგომარეობას
არ შეიძლება მოწევა 24 საათით მაინც, არ შეიძლება საწრუპით რაიმეს დალევა, არ დალიოთ ალკოჰოლი 24 საათით მაინც, მოერიდეთ ვარჯიშს.
არა, ტუჩის ფილერს არ ვაკეთებთ ორსულობის ანდაც ლაქტაციის პერიოდში.
არა. შესაძლოა, ძალიან მცირე დისკომფორტი იგრძნოთ, მაგრამ სრულიად ატანადია.
დამოკიდებულია თქვენს პრობლემაზე და თმის დაზიანების ხარისხზე. ზოგადად, 2-დან 4 კვირამდე ინტერვალში.