ცირკონის გვირგვინები არის ხელოვნური საფარები, რომლებიც ერგება დაზიანებულ ან დასუსტებულ კბილებს და ფარავს კბილის ხილულ ნაწილს ღრძილის ხაზს ზევით. რიხტერის სტომატოლოგები მათ გამოყენებას ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე კბილი აქვთ დაზიანებული ან საჭიროებენ დიდი ზომის ღრუს ამოვსებას.
არსებობს რამდენიმე ტიპის გვირგვინი, რომლებიც ერთმანეთისგან მასალის მიხედვით განსხვავდება. ესენია მეტალო-კერამიკის, ლითონის, ფაიფურის ან ბოლო ორის ნაზავი.
გვირგვინის ტიპის არჩევა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა კბილის მდებარეობა, ხილული სივრცის მოცულობა და სასურველი ბალანსი სიმტკიცესა და ვიზუალს შორის. ჩვენი სტომატოლოგი სტომატოლოგიური კონსულტაციის ფარგლებში დეტალურად დაათვალიერებს პაციენტის პირის ღრუს და კონკრეტული შემთხვევის მიხედვით გადაწყვეტს, რომელი ტიპის გვირგვინი იმუშავებს ყველაზე უკეთ. არჩევანი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა იმპლანტის მდებარეობა და პაციენტის პრეფერენციები.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტს შეუძლია მეტალო-კერამიკის ხელოვნური გვირგვინის დაყენება, რაც ყველაზე გავრცელებული და ნაცადი პრაქტიკაა. ისინი გამძლეობითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა.
ცირკონის, ანუ ხელოვნური გვირგვინის გამოყენების მიზანი რამდენიმეა:
კბილის დაცვა: კბილი დასუსტებულია ზედმეტად დიდი ღრუს ან ფესვის არხზე ჩატარებული ცალკეული პროცედურის გამო.
ფორმისა და ფუნქციის აღდგენა: კბილის ნაწილი არის დამტვრეული/დაზიანებული და საჭიროებს აღდგენას.
კოსმეტიკური მიზნები: გაუფერულებული კბილებისთვის საჭიროა ფერის მიცემა.
სტომატოლოგიური ხიდების მხარდაჭერა: გვირგვინი ასრულებს სტომატოლოგიური ხიდების საყრდენისა და დაკარგული კბილების ჩამნაცვლების ფუნქციას.
პროცესი სამ ეტაპად იყოფა:
რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში ესთეტიკური სტომატოლოგიის შემადგენელი პროცედურები ჩვენი გამოცდილი პროფესიონალების მიერ სწრაფად, მარტივად და ეფექტურად ტარდება. გარდა ცირკონის გვირგვინებისა, ჩვენთან შეძლებთ ჩაიტაროთ მხატვრული რესტრავრაცია, გაისწოროთ კბილები ბრეკეტებით ან გაილამაზოთ ღიმილი ვინირების საშუალებით.
საჭიროა ისეთ შემთხვევებში, როცა აღინიშნება მოტეხილობა, პათოლოგიური ცვეთა, პაციენტს აქვს დიდი ზომის ბჟენები ან ფერშეცვლილი კბილები.
ცირკონის გვირგვინი მოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც არ ექვემდებარება მოხსნას.
ვადები ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ ხელოვნური გვირგვინი 5-7 წელს ძლებს.