ძვლის აუგმენტაცია

 

ძვლის აუგმენტაცია, იგივე ყბა-სახის ქირურგია ან ორთოგნათური ქირურგია არის სტომატოლოგიური პროცესი, რომელიც ორიენტირებულია ყბისა და სახის ძვლების სტრუქტურისა და ფუნქციის გაუმჯობესებაზე. ეს ქირურგიული პროცედურა ხშირად ტარდება თანდაყოლილი პრობლემების მოსაგვარებლად, სახის დისბალანსის გამოსასწორებლად ან ყბაზე მოქმედი პრობლემების სამკურნალოდ.

რას ნიშნავს ძვლის აუგმენტაცია?

ძვლის აუგმენტაცია ქსოვილის მომატებას, გაზრდას და/ან გაძლიერებას ნიშნავს და ტარდება კბილების იმპლანტაციამდე. პაციენტებს, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე კბილი უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვთ, აღენიშნებათ ძვლის მოცულობის შემცირება და დასუსტება. ასეთ დროს კბილის იმპლანტის განთავსება შეუძლებელია და საჭირო ხდება დასუსტებული ძვლის აღდგენა ხელოვნური ძვლის გამოყენებით. ისეთ შემთხვევებში, როცა პაციენტს ჰაიმორის ფსკერი დაბლა მდებარეობს, საჭირო ხდება ძვლის წიაღში შეტანა, რასაც სინუს-ლიფტინგს უწოდებენ.

რა მიზანს ემსახურება ძვლის აუგმენტაცია?

ძვლის აუგმენტაციას სტომატოლოგები რამდენიმე მიზნით სთავაზობენ პაციენტებს, რომლებსაც ქვევით განვიხილავთ:

  1. პროცესი მიზნად ისახავს სახის ჰარმონიის მიღწევას ისეთი პრობლემების მოგვარებით, როგორიცაა განუვითარებელი ან ზედმეტად განვითარებული ყბა, ასიმეტრია ან სახის არაპროპორციულობა.
  2. ძვლის აუგმენტაცია არის ოპტიმალური გამოსავალი სასის ნაპრალის, აპნეასა და ყბის დარღვევების სამკურნალოდ.
  3. დადებითი ესთეტიკური შედეგის გარდა, ძვლის პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ღეჭვის ფუნქცია, მეტყველება და მთლიანი პირის ღრუს ჯანმრთელობა.
  4. პროცედურის შედეგად პაციენტი გაცილებით თავდაჯერებული იქნება და აუმაღლდება თვითშეფასება.

ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარების წინ, ძვლის აუგმენტაციამდეც აუცილებელია ინდივიდუალური  სტომატოლოგიური კონსულტაციის გავლა ჩვენს გამოცდილ ყბა-სახის ქირურგებთან. კონსულტაციის შედეგად ექიმი დაადგენს, რადენად მიზანშეწონილია ძვლის პლასტიკური ქირურგია პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებისა და დენტალური მდგომარეობის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ექიმები 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას უნიშნავენ პაციენტებს, რომ ზუსტად დაადგინონ დიაგნოზი და მკურნალობის სწორი გზები შეარჩიონ სტომატოლოგიურ ჩარევამდე.

თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩვენი სპეციალისტები გულდასმით გამოიკვლევენ თქვენს მდგომარეობას და შეაფასებენ პროცედურის საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ ყბა-სახის ქირურგი ძვლის აუგმენტაციის საჭიროებას ვერ დაინახავს, პაციენტს ორთოდონტთან გადაამისამართებს.

FAQs

ყოველთვის საჭიროა თუ არა იმპლანტაციისთვის ძვლის აუგმენტაცია?

არა, ზოგიერთ შემთხვევაში მცირე ზომის (მოკლე და თხელი) იმპლანტების დაყენებისას ძვლის აუგმენტაცია საჭირო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სატომატოლოგი კონსულტაციის დროს მოგაწვდით.

რა უნდა გავითვალისწინოთ ძვლის აუგმენტაციის შემდეგ?

მკურნალი ექიმი პროცედურის შემდეგ დეტალურ რეკომენდაციებს მოგცემთ, ზოგადი რჩევები კი შემდეგნაირია:

  • გამოიყენეთ ყინული შეშუპების შესამცირებლად;
  • არ მიიღოთ ნიკოტინი;
  • თავი შეიკავეთ ფრენისა და ცურვისგან;
  • გაუფრთხილდით თავს და ეცადეთ, არ გაცივდეთ;
  • მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას;
  • არ მიიღოთ სითხე საწრუპით;

ყველას შეუძლია ძვლის აუგმენტაციის ჩატარება?

მიუხედავად იმისა, რომ ძვლის აუგმენტაცია უსაფრთხო პროცესია, ზოგიერთი ადამიანისთვის რეკომენდირებული არ არის. ეს დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცალკეული დაავადებების არსებობაზე, ცხოვრების წესსა და სხვ.

რამდენად მტკივნეულია ძვლის აუგმენტაცია?

პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, პოსტოპერაციულ პერიოდში გაჩენილ შესაძლო დისკომფორტს ექიმის რეკომენდაციებით და, ზოგჯერ შემთხვევაში, თქვენთვის დანიშნული მედიკამენტების საშუალებით მარტივად გაუმკლავდებით.

×