ფილერით მოდელირება

 

ფილერით შევსება და სახის მოდელირება კოსმეტოლოგიის დარგში ერთ-ერთი მოწინავე პროცედურაა, რომელიც მიზნად ისახავს სახის კონტურების გამოკვეთას და კონკრეტული ნაკვთების გაუმჯობესებას.

რას ნიშნავს ფილერით შევსება?

ფილერით შევსება არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც კანში შეგვყავს ბუნებრივი შემავსებელი, ანუ ფილერი. ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანიც იწყებს დაბერებას და სახე კარგავს ბუნებრივ ოვალს. ამ პროცესს კანქვეშა ცხიმოვანი შრის ატროფირება განაპირობებს. სწორედ ატროფირებული შრის ადგილს იკავებს ფილერი და ამოავსებს მას. ამასთან ერთად, ფილერში შემავალი ჰიალურონის მჟავა, რომელიც ადამიანის კანის ბუნებრივი ელემენტია, იკავშირებს წყლის მოლეკულებს, ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს და შედეგად ატენიანებს კანს.

რისთვის არის საჭირო ფილერით შევსება/მოდელირება?

  • საცრემლე არხის მოდელირება
  • სახის ოვალი გამოკვეთა
  • ყვრიმალების კორექცია
  • მიმიკური ნაოჭების გასწორება
  • ცხვირ-ტუჩის მოდელირება
  • ტუჩის გადიდება
  • ნიკაპის მოდელირება
  • ყბის ხაზის გამოკვეთა
  • შავი უპეების შევსება

ზედაპირული ნაოჭების გასწორებისა და სახის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ რიხტერის კლინიკაში ბიორევიტალიზაციის პროცედურითაც ისარგებლოთ.

პროცედურის დაწყებამდე პაციენტი გადის ინდივიდუალურ კონსულტაციას ჩვენს კოსმეტოლოგთან. კონსულტაციის ფარგლებში შეირჩევა პაციენტისთვის შესაფერისი პრეპარატი და იწყება კანის მომზადება პროცედურისთვის.

ბოტოქსი რიხტერის კოსმეტოლოგიურ კლინიკაში

ფილერით შევსებასა და მოდელირებასთან ერთად, რიხტერის კოსმეტოლოგიურ კლინიკაში შეგიძლიათ ბოტოქსის პროცედურითაც ისარგებლოთ.

ბოტოქსი ნაოჭების გასწორების ყველაზე გავრცელებული და ნაცადი გზაა. ბოტოქსი შეიძლება შეიცავდეს სამი ნივთიერებიდან რომელიმეს: A ტიპის ბოტულოტოქსინს, ქსეომინსა და დისპორტს. ის, თუ რომელი ნივთიერება იქნება კონკრეტული პაციენტისთვის შესაფერისი, კოსმეტოლოგის მიერ განისაზღვრება.

ბოტოქსი გამოიყენება მაშინ, როცა ღრმა ნაოჭები და ღარები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ხოლო თუ ისინი უკვე ჩამოყალიბებულია, ეფექტურია ამ ზონების ფილერით შევსება.

ბოტოქსის დამატებითი უპირატესობები

ბოტოქსი არა მხოლოდ სახის გასალამაზებლად და ნაოჭების შესამცირებლად, არამედ დამატებითი მიზნებითაც გამოიყენება.

ბოტოქსი იღლიის არეში: მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა აწუხებთ.

ბოტოქსი ხელის მიდამოზე: რეკომენდირებულია ხელის ოფლიანობის დროს.

ბოტოქსი შუბლის არეში: გამოიყენება მათთვის, ვისაც აწუხებს შაკიკისგან გამოწვეული თავის ძლიერი ტკივილები.

FAQs

რა დროში დგება ბოტოქსის შედეგი?

პროცედურის ჩატარებიდან შედეგი დაახლოებით მესამე დღეს დგება და დროთა განმავლობაში უფრო შესამჩნევი ხდება.

რამდენ ხანს გასტანს ბოტოქსი?

ბოტოქსის შედეგად მიღებული ეფექტი 3-დან 6-თვემდე გრძელდება.

რისგან შედგება ფილერი?

ფილერი შედგება ჰიალურონის მჟავისგან, რომელიც კანის ბუნებრივი ელემენტია.

რამდენად უსაფრთხოა ფილერით შევსება/მოდელირება?

რიხტერის კლინიკაში ფილერით შევსების/მოდელირების პროცედურა სრულიად უსაფრთხოდ, სერტიფიცირებული სპეციალისტების მიერ წარიმართება.

×