საფრთხე, გამოწვეული ხანგრძლივი უკბილობით

რა საფრთხეს ქმნის უკბილობა დიდი ხნის განმავლობაში?

კბილის დაკარგვა შეიძლება მოხდეს მრავალი მიზეზის გამო და ნებისმიერ ასაკში. მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანების მხოლოდ მცირე პროცენტი მიდის ექიმთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორ ქმნის საფრთხეს უკბილობა?

ადამიანების უმრავლესობა სტომატოლოგს მხოლოდ მაშინ მიმართავს,, როდესაც შეუძლებელია ტკივილის მოთმენა კბილის დაზიანების გამო. ხშირად ასეთი ამბავი კბილის ამოღებით სრულდება, რაც ძალიან დასანანია. ერთის მხრივ, არსებობს შემაკავებელი ფაქტორები, როგორიცაა წარსულში ნეგატიური სტომატოლოგიური გამოცდილება, ტკივილის და დისკომფორტის განცდის შიში, მკურნალობის მაღალი ფასი და სხვა. ამის გამო ადამიანები ხანდახან დებენ სტომატოლოგიურ კონსულტაციას ბოლო წუთამდე. თანამედროვე სტომატოლოგიის ძირითადი მიმართულება არის საკუთარი კბილების შენარჩუნება,თუმცა მაინც, 15 -40 წლის ასაკში, ადამიანების 60% -ს ერთი კბილი მაინც აქვს ამოღებული. ( «Prevalence and Intensity of Dentition Defects and Secondary Deformations in the Population of 15-40 Age Group». Georgian Medical News). ამ სტატიიდან შეიტყობთ მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს კბილების დაკარგვის მიზეზებისა და რისკების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია კბილების დაკარგვით.

კბილის დაკარგვის მიზეზი :

შეიძლება იყოს პირველადი, როდესაც კბილის ჩანასახი თავიდანვე არ განვითარდა და არც სარძევე და არც მუდმივი კბილი ადამიანს არ ამოსვლია.
კბილის არარსებობას ადენტია ეწოდება. პირველადი ადენტიის გარდა, არსებობს მეორადი ადენტია – კბილის დაკარგვა კარიესის, პულპიტის, ტრავმის, ღრძილების დაავადებების, თამბაქოს გამოყენების და სხვ გამო.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაკარგვამ?

მეცნიერები და ექიმები გამოყოფენ შემდეგ პრობლემებს, რომელიც კბილების დაკარგვის შემდეგ წარმოიშვება: საღეჭი ძალის არათანაბრად გადანაწილება კბილებზე, თანკბილვის დარღვევა, ოკლუზიის დარღვევა. კბილის ამოღების შემდეგ მომიჯნავე კბილები სიცარიელისკენ იწყებენ მოძრაობას. იცვლება თანკბილვის განლაგება, კბილები გადატვირთულია საღეჭი დატვირთვის არათანაბარი განაწილების გამო. შედეგად ჩნდება პრობლემა საღეჭ კუნთებში – სპაზმი, თავის ტკივილი და კბილის ცვეთა.

პაროდონტოლოგიური ჯიბე

კბილების დახრილობა ამოღებული კბილის მიერ შექმნილი სივრცისკენ (ჰოდონის ფენომენი) ხელს უწყობს პაროდონტის ჯიბის წარმოქმნას – კბილის ღძილთან მიმაგრების სტრუქტურის დასუსტება, რომელიც ანთებით იწყება და ყბის ძვლის განლევამდე მივყავართ. ზოგჯერ იმდენად განილევა ღრძილი კბილის ირგვლივ, რომ კბილი ირყევა და ამოსაღები ხდება. თუ ეს არ მოხდა, კბილებს შორის სივრცე დროთა განმავლობაში მცირდება და ქმნის არახელსაყრელ გარემოს კბილის იმპლანტაციისთვის . არ არის საკმარისი ადგილი კბილის იმპლანტის დასაყენებლად. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება კბილების გასწორება ბრეკეტების გამოყენებით კბილებს შორის სივრცის აღსადგენად. ამას დამატებითი დრო და სხვა სპეციალისტის ჩართვა სჭირდება.

ძვლის ქსოვილის ატროფია

ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის ხარისხი განისაზღვრება მისი ბიოტიპით. სულ 4 ბიოტიპია: D1, D2, D3, D4. ატროფია არის ძვლის მოცულობის შემცირება. ეს პროცესი იწყება კბილის ამოღებისთანავე და სწრაფად მიმდინარეობს პირველი 4-8 კვირის განმავლობაში და შემდეგ ნელდება. ძვლის ბიოტიპის პირველი ორი ფორმა (D1, D2) ხასიათდება უფრო ძლიერი, მკვრივი სტრუქტურით. ამ ტიპის ძვლის შემთხვევაში დენტალური იმპლანტაცია დაუყოვნებელი დატვირთვით გამართლებულია. ტიპები D3 და D4 შედარებით რბილი და ფაშარი ძვლებია. ამ შემთხვევაში დენტალური იმპლანტაცია ორ ეტაპად ტარდება. ამ ტიპის ძვლის უპირატესობა ის არის, რომ ნაკლებად მგრძნობიარეა ატროფიის მიმართ. რატომ არის ძვლის ატროფია არასასურველი? თუ სტომატოლოგიური იმპლანტაცია აუცილებელია, მაშინ ძვლის რესურსი არასაკმარისია და ის ხელოვნურად უნდა გაიზარდოს (ძვლის გრაფტის საშუალებით).

გარეგნობის ცვლილებები

კბილების ცვენა ცვლის სახის ოვალს, იკვეთება ცხვირ ტუჩის ნაოჭი და ტუჩების კიდეები ქვემოთ ეშვება, მცირდება სახის მესამედის სიმაღლე, რაც სახეს ასაკოვან იერს ანიჭებს.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლა

დაკავშირებულია საკვების არასრულყოფილად დამუშავებასთან პირის ღრუში. ხშირად, პირველ რიგში, საღეჭი კბილები იკარგება. მარტივად დაღეჭვის მიზნით, ადამიანი რბილ საკვებს ირჩევს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს კუჭნაწლავის და საღეჭი კუნთების მუშაობაზე და არ ხდება კბილების თვითწმენდა.

დაკარგული კბილების აღდგენის მეთოდები:

პაციენტის არსებული კლინიკური მდგომარეობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკაში .

სტომატოლოგიური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია – ხელოვნური ფესვის ჩანერგვა ამოღებული კბილის ადგილას. დღესდღეობით ეს ყველაზე საიმედო და ხანგრძლივი ეფექტის მქონე მეთოდია.

პროთეზირება

პროთეზირება არის დაკარგული კბილების ფუნქციური და ესთეტიკური დანიშნულების აღდგენა ორთოპედიული კინსტრუქციით. არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზები.

ფიქსირებული პროთეზი

თუ მხოლოდ ერთი კბილის დანაკლისია, ამ შემთხვევაში მზადდება ე.წ ხიდი. ეს კონსტრუქცია მაგრდება მეზობელ კბილებზე. წარმოადგენს რამდენიმე ხელოვნური გვირგვინის შერწყმას ხიდის სახით.
ხიდის გაკეთება იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ დაკარგული კბილის მეზობელი კბილებიც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია – ადრე ნამკურნალევი, დიდი ბჟენი, თხელი მინანქარი, დეპულპირებული კბილი. ხიდით კბილების აღდგენის შემთხვევაში საყრდენი კბილები უნდა დაიქლიბოს.
თუ კბილები ჯანსაღია, მაშინ მისი ხიდში გამოყენება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში იმპლანტაცია საუკეთესო გამოსავალია.
იმ შემთხვევაში, თუ კბილების უმეტესი რაოდენობა დაკარგულია, მაშინ შეიძლება დამზადდეს:

სტომატოლოგიური იმპლანტაცია

პროთეზირება იმპლანტებზე (All-on-4, All-in-6) – სრულიად უკბილო ყბაზე მაგრდება 4 ან 6 იმპლანტი და შემდეგ მასზე პირობითად მოსახსნელი ან მოუხსნელი კონსტრუქცია.

ბუგელის პროთეზი

ბუგელის პროთეზი არის შემთხვევა, როდესაც კბილები მიმაგრებულია მეტალის რკალზე.

ელასტიური პროთეზი

პლასტიკური ფირფიტის პროთეზი, რომელიც არ არის ისეთი საიმედო, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი. მოკლედ რომ ვთქვათ, თანამედროვე სტომატოლოგია გვთავაზობს მრავალ გზას ხელოვნური კბილების აღდგენის მიზნით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მივესალმებით სამუშაოებს პაციენტის საკუთარი კბილების შესანარჩუნებლად. სტომატოლოგიური პრობლემების უმეტესობა შეიძლება მოგვარდეს ორი ძირითადი გზით:

×