კბილის ამოღება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პროცედურაა. კბილის ტკივილი არსებობს კაციობრიობის არსებობასთან ერთად. ამავდროულად, ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობამ პრაქტიკულად არ იცოდა ტანჯვისგან თავის დაღწევის სხვა მეთოდი, გარდა დაზიანებული კბილის ამოღებისა.
ძველ საბერძნეთში ითვლებოდა, რომ კბილის ტკივილი იყო იმის ნიშანი, რომ ადამიანი ხშირად ტყუილს ამბობდა. შუა საუკუნეების აღმოსავლეთში ითვლებოდა, რომ ტკივილს იწვევდა კბილებში ამოსული პატარა ჭიები. კბილის ტკივილისგან თავის დაღწევა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უკიდურესად აქტუალურ პრობლემად რჩებოდა და კბილის ამოღება პრობლემის ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებად ჩანდა.
პირველი ინსტრუმენტები, რომლებიც ცნობილია ისტორიაში კბილების ამოსაღებად, გაჩნდა ძვ.წ. VII საუკუნეში, ინდოეთში. ეს პროცედურა ჩატარდა სპეციალური მაშის გამოყენებით, რომელიც ცხოველის თავს ჰგავდა. ძველ ჩინეთში კბილის ამოღებამდე მას დარიშხანით კლავდნენ – გამოგონება, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ემსახურებოდა სტომატოლოგებს.
იაპონიაში სტომატოლოგები თავიანთ პაციენტებს ბევრად უფრო მკაცრად ეპყრობოდნენ. ამ ქვეყანაში უძველესი დროიდან არსებობდა კბილების შიშველი ხელით ამოღების ტრადიცია, ყოველგვარი ხელსაწყოების გარეშე. პროფესიული უნარების გასავითარებლად, იაპონელი „ესკულაპები“ დიდხანს ვარჯიშობდნენ: თითებით აძროდნენ სქელ დაფაზე დარჭობილ ლურსმნებს. სამუშაოს გასაადვილებლად ოპერაციის ჩატარებამდე კბილს პატარა ჩაქუჩით ურტყამდნენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რა ტანჯვას განიცდიდა პაციენტი.
ნათელია, რომ ამოღებული კბილის ადგილზე გარდაუვალი სიცარიელე წარმოიქმნებოდა, რომელიც შევსებას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ განვითარდა პროთეზირება.
კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებდა დენტალური იმპლანტების სხვადასხვა სახეობას. ხელოვნური კბილებისთვის გამოყენებული მასალები იყო სპილოს ძვალი, ხე, ცხოველების კბილები, ადამიანის კბილები, მინერალები და ძვირფასი ქვები, ასევე ძვირფასი ლითონები. კომპლექსური სტრუქტურები ასევე გამოიყენებოდა არა მხოლოდ ერთი კბილის, არამედ კბილების მთელი რიგის ჩასანაცვლებლად.
შუა საუკუნეების ევროპაში, კბილის ამოღება ხდებოდა ერთგვარი „ანესთეზიის“ ქვეშ – ადამიანს აბრუებდნენ თავში დარტყმით. თვითონ ამოსაღები ინსტრუმენტებიც არ იყო მაღალტექნოლოგიური. ხშირ შემთხვევაში კბილის ფესვებს ტოვებდნენ. ამავდროულად, ფესვი ღრძილში რჩებოდა და ხშირად იწვევდა ანთებას და აბსცესს.
მხოლოდ XIV საუკუნეში, თავისი დროის გამოჩენილმა ქირურგმა, გაი დე შოლიაკმა, გამოიგონა კბილების ამოსაღებად სპეციალური მოწყობილობა, სახელად “Pelican”. პელიკანი დაეხმარა სტომატოლოგს საიმედოდ დაეჭირა კბილი და ფრთხილად ამოეღო ის ფესვთან ერთად.
ამ მოწყობილობამ შესაძლებელი გახადა, სხვა საკითხებთან ერთად, წარმატებით შესრულებულიყო სიბრძნის კბილების ამოღება. გაი დე შოლიაკის „პელიკანი“ მე-18 საუკუნემდე რჩებოდა შეუცვლელ იარაღად სტომატოლოგებისთვის, სანამ ის არ შეიცვალა უფრო მოწინავე მოწყობილობებით, რომლებიც უკვე საკმაოდ მოგვაგონებდა თანამედროვე ინსტრუმენტებს.
კბილების ამოღების თანამედროვე მეთოდი ძალიან შორსაა ამ ისტორიებთან, რადგან არსებობს იმდენად განვითარებული მოწყობილობები, როგორიცაა პიეზოტომი, რომელსაც ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოვიყენებთ.
ბავშვების უმეტესობა 6-7 წლის ასაკში იწყებს სარძევე კბილების მოცვლას. თანკბილვის ცვლილება, რომელიც ამ ასაკში იწყება, ბუნებრივი პროცესია, რომელშიც არ არის საჭირო მშობლების ან სპეციალისტების ჩარევა. რა თქმა უნდა, პათოლოგიური შემთხვევების გარდა.
ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ მზრუნველ მშობლებს, არის ის, რომ დაეხმარონ შვილს სარძევე კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში, სანამ მათი ფესვები არ გაიწოვება და კბილები არ მოირყევა თვითონ. სარძევე კბილების ეს სპონტანური დაკარგვა ჩვეულებრივ, უზრუნველყოფს ყბის ძვლების ნორმალურ განვითარებას და მუდმივი კბილების სწორად ამოსვლას. ზოგჯერ, სარძევე კბილის ამოღება მოითხოვს ბავშვთა სტომატოლოგის მონაწილეობას.
ბავშვებში კბილის ამოღება უნდა ჩატარდეს ექსკლუზიურად ბავშვთა სტომატოლოგ-ქირურგის მიერ, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და უნარები პედიატრიულ ქირურგიულ სტომატოლოგიაში. სარძევე კბილებს განსაკუთრებული სტრუქტურა აქვს და არასწორად ამოღების შემთხვევაში შესაძლოა მუდმივი კბილის ჩანასახი დაზიანდეს.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში კლინიკაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბავშვთა სტომატოლოგი, რომელსაც ბავშვებთან ურთიერობა საუკეთესოდ გამოსდის.
სიბრძნის კბილის ამოღებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ. სწორედ მის შემდეგ ადამიანები გადავიდნენ უფრო რბილ საკვებზე. ამ დროს მაგარი საკვების დაღეჭვის საჭიროება მკვეთრად შემცირდა.
სიბრძნის კბილის ამოღება (მერვე კბილის), თუ ის კბილთა მწკრივში სწორად დგას, აუცილებლობას არ წარმოადგენს. სიბრძნის კბილის ამოღება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ:
როგორც წესი, კბილების ამოღება ადგილობრივი გაუტკივარებით ხდება.
ზოგ ადამიანს „სიბრძნის“ კბილი რთულად ამოსდის. ხშირად, მას ადგილი არ ყოფნის ამოსაჭრელად და გვერდით მდგომ კბილს აწვება, რაც იწვევს დისკომფორტს და ტკივილს – ყურის, ყელის, თავის მიდამოში.
ღეჭვაში ვერ მონაწილეობს, რადგან ღრძილით არის დაფარული. სიბრძნის კბილის არ ამოღება შეიძლება გახდეს, წინა, მეშვიდე კბილის კარიესით დაავადების მიზეზიც, რადგან ჰიგიენური პროცედურების სრულყოფილად ჩატარება შეუძლებელია.
არასწორად მდგომი მერვე კბილი, კბილთა მწკრივის დეფორმაციას იწვევს. მსგავს შემთხვევებში, გამოსავალი, მის ამოღებაშია!
კისტის ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზებია:
გამოკვლევის საფუძველზე, კისტის აღმოჩენის შემთხვევაში, ის უნდა მოიკვეთოს, რადგან მედიკამენტოზური მკურნალობით არ გაიწოვება. გამწვავების პერიოდში დამახასიათებელია ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ღრძილის ანთება.
კისტის ამოღების მიზანი არის კბილის შენარჩუნება. კბილს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებთ, როდესაც მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობს. კბილის ამოღება არის მხოლოდ ყველაზე უკანასკნელი გამოსავალი.
კბილის ამოღებამდე, ჩვენი ექიმები, თქვენთან ერთად განიხილავენ ამოღებული კბილის ადგილის შევსების ვარიანტებს: იმპლანტაცია (რომელიც მაშინათვე შეიძლება გაკეთდეს) ან ორთოპედიული ხიდი.
კბილის ამოღების ფასი სტომატოლოგიურ კლინიკაში:
როგორც განვიხილეთ, კბილის ამოღება შეიძლება იყოს ძალიან მარტივი და სასურველი პროცესიც კი (მაგ. როცა ბავშვს ვუღებთ სარძევე კბილს). ამავდროულად კბილის ამოღება შეიძლება იყოს ძალიან რთული, განსაკუთრებით კი რეტინირებული კბილის, სიბრძნის კბილის ამოღება. ჩვენთან სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილის ამოღების სერვისით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ.