პროფესიონალური კბილების წმენდა არის პრევენციული პროცედურა, რომელსაც ასრულებენ სტომატოლოგები სტომატოლოგიურ კლინიკაში, რათა შეინარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა.
პროფესიონალური წმენდის პროცედურის დროს სტომატოლოგი მიზნად ისახავს კბილებზე დაგროვილი კბილის ნადებისა და კბილის ქვის მოცილებას, რათა დაიცვას ისინი კარიესისგან აგრეთვე კბილებისა და ღრძილების სხვა პრობლემებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ კბილების წმენდა სახლის პირობებში, ყოველდღიური რუტინაა, თითოეულ ადამიანს მაინც სჭირდება უფრო ღრმა და საფუძვლიანი გაწმენდა, რომელსაც მხოლოდ სტომატოლოგი შეძლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ კბილების გახეხვა არ არის საკმარისი, რათა სათანადოდ იყოს კბილები გაწმენდილი ნადებისგან. სტომატოლოგიური კლინიკა ამ კუთხით უალტერნატივო ადგილია სადაც მოახდენენ კბილებიდან ნადების და ქვების მოშორებას.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში თბილისში, ნებისმიერი სტომატოლოგი, ყოველთვის გირჩევთ, ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა ექვს თვეში ერთხელ მაინც პროფილაქტიკის მიზნით. თუ პაციენტს აქვს პირის ღრუს არსებული პრობლემები, გაწმენდა უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად. სიტყვა “პროფილაქტიკა” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „წინასწარი აღკვეთა“.
ნადები კბილი ზედაპირებზე შეიძლება ადვილად დაგროვდეს მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ფრთხილად და რეგულარულად იხეხავს კბილებს. ყოველდღიურმა რუტინულმა წმენდამ შეიძლება შეანელოს ნადების დაგროვება, მაგრამ სრულად ვერ აღკვეთს მას.
ნადები არის რბილი, წებოვანი ფენა, რომელიც გაჯერებულია ბაქტერიებით. ნადების ხანგრძლივმა დაგროვებამ ადვილად შეიძლება გამოიწვიოს კარიესი და, საბოლოოდ, კბილების გაფუჭება.
მეორეს მხრივ, კბილის ქვა არის კალციუმის მყარი წარმონაქმნი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება ისე, როგორც კირქვა გროვდება ქვაბში ან წყლის მილზე. უმეტეს შემთხვევაში, მას ისეთივე ფერი აქვს, როგორიც კბილებს, რაც ართულებს მის შემჩნევას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მას აქვს ყავისფერი ან შავი ფერი.
თუ კბილის ქვა არ მოშორდება კბილის ზედაპირს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ის ბაქტერიების გამრავლების და ზრდისთვის საუკეთესო გარემოდ გარდაიქმნება.
პროფესიონალური სტომატოლოგიური წმენდის საშუალებით კბილის ზედაპირი რჩება სუფთა და გლუვი, ამიტომ ბაქტერიებს გაუჭირდებათ მასზე არსებობა.
კბილების პროფესიონალური წმენდა შეიძლება შესრულდეს სტომატოლოგის ან სტომატოლოგი-ჰიგიენისტის მიერ. პროცედურა მოიცავს:
კბილის სქეილინგი – მაგარი ნადების და პიგმენტაციის მოცილება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.
კბილის გაპრიალება – სქეილინგის შემდეგ კეთდება გაპრიალება, რის შედეგადაც კბილების ზედაპირი გლუვი და პრიალა ხდება.
სტომატოლოგი, სხვადასხვა დამზოგველ ინსტრუმენტებს გამოიყენებს, რათა ფრთხილად მოაშოროს ნადები კბილებიდან:
ულტრაბგერითი ინსტრუმენტები – ეს არის ინსტრუმენტები, რომლებიც ვიბრაციის ხარჯზე შლიან დიდი ზომის ქვებს და ამგვარად აცილებენ კბილის ზედაპირიდან. ამავდროულად, ის ასხურებს წყლის გრილ ნაკადს, პატარა ნამსხვრევების ჩამოსარეცხად.
სკალერები ან კიურეტები – ეს არის უფრო პატარა ხელის ხელსაწყოები, რომლებსაც სტომატოლოგები იყენებენ მცირე ზომის ქვების ხელით მოსაშორებლად. ისინი ძალიან ეფექტურია კბილის ნადების მოსაშორებლად.
გასაპრიალებელი – ეს არის ხელის ხელსაწყო რბილი რეზინის დაბოლოებით, სხვადასხვა ზომის და ფორმის ჯაგრისები , რომელიც ნელა მოძრაობს კბილის ზედაპირის გასაპრიალებლად.
ფტორირება – სტომატოლოგებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ფტორი კბილების გაწმენდის დროს. ხელმისაწვდომია ქაფში ან გელის სახით, ფტორი ხელს უწყობს კბილების გამაგრებას, რათა მოახდინოს მათზე ნადების და კბილის ქვის უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირება. ფტორის გამოყენების შემთხვევაში, პაციენტს ურჩევენ არ ჭამოს, არ დალიოს ან გამოივლოს წყალი, აპლიკაციიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში.
შესაძლო გართულებები და რისკები
კბილების პროფესიონალური წმენდის პროცესი არ იწვევს ტკივილს და ზოგადად კომფორტულია.
კბილების გაწმენდა უნდა მოხდეს ზედმიწევნით და ფრთხილად. თუ გაწმენდა კეთდება ზედმეტად ენერგიულად ან არასწორად არის შესრულებული, არსებობს ღრძილების დაზიანების რისკი, რაც ღრძილებს უფრო დაუცველს გახდის ინფექციის მიმართ. დაზიანებული ღრძილები ასევე იწვევს ტკივილს, გინგივიტს (შეშუპება და ანთება) და ღრძილების სისხლდენას. ასევე არსებობს კბილის მინანქრის დაზიანების რისკი.
Richter’s clinic – ის ადგილია, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ან საერთოდ არ არსებობს გართულებების რისკი. ჩვენი კლინიკის სტომატოლოგები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეული პაციენტის ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება უწვეტი პროფესიონალური განათლებით და ტექნოლოგიების ახალი მიღწევების დანერგვით.