ექემი ლელა ნემსაძე გპასუხობთ ხშირად დასმულ შეკითხვებზე:
პაროდონტიტი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, დაკავშირებულია კბილის ნადებში არსებულ ბიო აპკთან და ხასიათდება კბილის საყრდენი ქსოვილების დესტრუქციით.
ანამნეზის შეკრება, ყბა-სახის მიდამოს გარეგანი დათვალიერება, პირის ღრუს დათვალიერება. ექიმი პაროდონტოლოგი ავსებს პაროდონტოლოგიურ რუქას, სადაც აღნიშნავს თითო კბილის 6 წერტილში პაროდონტოლოგიური ჯიბის ზომას, სისხლდენას, ნადებს , კბილის მორყევის ხარისხს და სხვა ბევრ დეტალს. შემდეგ, ამ რიცხვთა გამოანგარიშებით ადგენს პაროდონტიტის დაავდების სიმძიმის ხარიხს.
პაციენტის განათლება (პაციენტ უნდა განემარტოს, თუ რა ფაქტორებს უკავშირდება მისი დაავადების განვითარება);
პაციენტის მოტივაცია (პაციენტს უნდა განემარტოს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა რეკომენდაციის შესრულება);
პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ინსტრუქტაჟი (უნდა მოხდეს ინდივუდუალური ჰიგიენური საშუალებების შერჩევა);
ადგილობრივი რისკ-ფაქტორების კონტროლი;
კბილის ზედაპირზე არსებული რბილი და მაგარი ნადებების მოცილება;
საჭიროების შემთხვევაში ღრძილქვეშა ინსტრუმენტირება;
მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება;
საჭიროების შემთხვევაში პაროდონტოლოგიური ქირურგიული მკურნალობა;
დამხმარე შემანარჩუნებელი თერაპია, რაშიც იგულისხმება რეგულარული ვიზიტი პაროდონტოლოგთან მისთვის შერჩეული დროების შესაბამისად.
მიმართეთ სტომატოლოგიურ კლინიკას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე – ეს უფრო სასურველი და საიმედოა. ნუ შეუშინდებით ჩამოთვლილი მკურნალობის ეტაპებს და დროულად მიმართეთ სპეციალისტს. არ დააიგნოროთ კბილების გახეხვის დროს სისხლდენა, ეს ერთგვარი განგაშია ორგანიზმის მიერ – ის გაცნობებთ ამ ან სხვა დაავადების არსებობაზე.