სტომატოლოგია
კბილების პროფესიული წმენდა თბილისში
კბილების გაწმენდა ჯანსაღი და ესთეტიკური ღიმილის განუყოფელი ნაწილია. ჩაიტარე კბილების წმენდა ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში! ჩაეწერე კონსულტაციაზე!

კბილების პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პროცედურაა, რომელიც მოიცავს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას. რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოცდილი ექიმები ულტრათანამედროვე აპარატურისა და ინოვაციური პრაქტიკების გამოყენებით უზრუნველყოფენ სერვისის უმაღლეს ხარისხს.
რას ნიშნავს კბილების გაწმენდა?
კბილების პროფესიონალური წმენდა პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. პროცედურა გარკვეული ინტერვალებით ტარდება (როგორც წესი, სასურველია წელიწადში 2-ჯერ) და კბილებს ბუნებრივ სითეთრეს ანიჭებს და ხდის ესთეტიკურად უფრო ლამაზს.
რატომაა აუცილებელი კბილების პროფესიონალური გაწმენდა?
კბილების პროფესიონალური წმენდა ჰიგიენური, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური პროცედურაა.
ყოველდღიურად ჩვენს პირის ღრუში განსხვავებული ნივთიერებები ხვდება, თითოეულ მათგანს კბილებზე გარკვეული უარყოფითი გავლენა აქვს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენს პირის ღრუში მოხვედრილი ნივთიერებები საღებავსაც შეიცავს, ეს კი კბილების ფერის შეცვლას განაპირობებს. დროთა განმავლობაში პირის ღრუში დაგროვებული ნადები ქვად გადაიქცევა, რომელიც დამატებით პრობლემებს აჩენს: ღრძილებზე დაწოლით ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები; წარმოიშობა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და სხვ.
კბილების პროფესიონალური ჰიგიენა სტომატოლოგს საშუალებას აძლევს, უფრო საფუძვლიანად გამოიკვლიოს პირის ღრუს მდგომარეობა, დააფიქსიროს პრობლემები არსებობის შემთხვევაში და ჩაატაროს დამატებითი პროცედურები, მათ შორის, კბილის დაბჟენა და სხვ.
პროფესიონალური წმენდა საუკეთესო მეთოდია კარიესისა და ღრძილების ანთების პროფილაქტიკისთვის და განაპირობებს არსებული ბჟენების ხანგრძლივობასაც.
როგორ მიმდინარეობს კბილების წმენდის პროცესი?
პროცედურა ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი მოიცავს ულტრაბგერისა და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის საშუალებით მყარი ნადების მოშორებას და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება პიგმენრტირებული ნადების მოშორება სპეციალური ფხვნილით.
მეორე ეტაპი ეთმობა პოლირებას, რომლის დროსაც სტომატოლოგი იყენებს რეზინებს, ჯაგრისებსა და აბრაზიულ პასტებს.
პროცედურის ბოლოს ექიმი კბილებზე ფტორის შემცველ პრეპარატს გამოიყენებს, რის შემდეგაც ლამაზი ღიმილითა და მომატებული თავდაჯერებულობით დატოვებთ ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას.
კბილების გაწმენდის ფასი მოცემულია გვერდის ბოლოს.
FAQs
რა უნდა გავითვალისწინოთ კბილების პროფესიონალურ გაწმენდამდე?
პროცედურამდე სტანდარტული წესები უნდა დაიცვათ: ვიზიტამდე არ მიიღოთ ალკოჰოლი და თამბაქო, გაისუფთავეთ კბილები, არ მიირთვათ საკვები, რომლებიც კბილებს განსაკუთრებით სენსიტიურს ხდის.
როგორ მოვუაროთ პირის ღრუს კბილების პროფესიონალური გაწმენდის შემდეგ?
კბილების გაწმენდის შემდეგ გრძელვადიანი შედეგისთვის აუცილებელია, სათანადოდ დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა და განმეორებით ვიზიტებზე მობრძნდეთ.
რა სიხშირით უნდა გავიწმინდოთ კბილები?
კბილების გაწმენდა რეკომენდირებულია წელიწადში 2-ჯერ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტომატოლოგი მოგაწვდით, სტომატოლოგიური კონსულტაციის დროს.
რამდენ ხანს გრძელდება კბილების წმენდა?
კბილების წმენდის პროცედურა დაახლოებით 90 წუთს შეადგენს.
კითხვა-პასუხი
ხშირად დასმული კითხვები
კბილების პროფესიული წმენდა ჩვენს თბილისის კლინიკაში ყველაზე ხელმისაწვდომ პროცედურებს შორისაა, ფასი კი დამოკიდებულია კბილის ქვის რაოდენობაზე და იმაზე, ტარდება თუ არა წმენდა ღრძილქვეშ. ღირებულებას მიღებაზე, ღრძილების დათვალიერების შემდეგ ვადასტურებთ.
პაციენტების უმეტესობას ექვს თვეში ერთხელ შეესაბამება. თუ ეწევი, ბევრ ყავას ან ჩაის სვამ, ბრეკეტებს ატარებ ან ღრძილების დაავადების ისტორია გაქვს, უფრო სწორია სამ-ოთხ თვეში ერთხელ. ექიმი შენს ინტერვალს დაგისახელებს და არა ზოგად წესს.
ულტრაბგერითი წმენდა ჩვეულებრივ უმტკივნეულოა, თუმცა შეიძლება უსიამოვნო იყოს, თუ ღრძილები უკვე ანთებულია ან ღრძილქვეშ ბევრი ქვაა. ანთებული ღრძილები სისხლმდენი და მგრძნობიარეა სწორედ იმიტომ, რომ წმენდა სჭირდებათ. მომატებული მგრძნობელობის დროს ადგილობრივი ანესთეზია შესაძლებელია.
წმენდა აცილებს კბილის ქვას და ყავის, ჩაისა და თამბაქოს ზედაპირულ შეფერილობას, ამიტომ კბილები უფრო ნათლად გამოიყურება და გლუვი ხდება. თავად კბილის ბუნებრივ ფერს ის არ ცვლის — ეს წათეთრების ამოცანაა. წმენდა სწორი პირველი ნაბიჯია ნებისმიერ წათეთრებამდე.
სისხლდენა უმეტესად ღრძილების საწყის ანთებას ნიშნავს ნადებისა და ქვის გამო, და პროფესიული წმენდა მიზეზს პირდაპირ აცილებს. თუ სისხლდენა წმენდისა და კარგი სახლის ჰიგიენის შემდეგაც რჩება, პერიოდონტოლოგი შეამოწმებს პერიოდონტიტს, რომელიც ცალკე იკურნება.
სტომატოლოგია და სახის ესთეტიკა თბილისში

