ესთეტიკა
მეზოთერაპია
მეზოთერაპიის მომსახურება ძალიან გავრცელებული სერვისია ესთეტიკაში. ესთეტიკური პროცედურები ჩვენთან უმაღლეს დონეზე ტარდება - რიხტერის კლინიკა.

გავრცელებული მეთოდია, რომლის შედეგადაც აღდგება კანის სტრუქტურა, გაუმჯობესდება კანის ფერი, კორექტირდება პიგმენტური ლაქები და ზედაპირული ნაოჭები.
როგორ მიმდინარეობს მეზოთერაპიის პროცედურა?
მეზოთერაპიის დროს პაციენტის კანში დერმატო-კოსმეტოლოგს შეჰყავს ვიტამინების კოქტეილი, რომელიც მოიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს , მინერალებს, ამინომჟავას და ანტიოქსიდანტს. ბიორევიტალიზაციისგან განსხვავებით, მეზოთერაპიისთვის დამზადებულ პრეპარატში ჰიალურონის მჟავა დაბალი კონცენტრაციისაა.
ვიტამინების კოქტეილი იძლევა საშუალებას, გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა და აღდგეს კანის სტრუქტურა.
მეზოთერაპიის რამდენიმე ტიპი
ანტიპიგმენტაციური მეზოთერაპია: გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს აწუხებს პიგმენტაცია.
ანტიკუპეროზული მეზოთერაპია: ეფექტურია მაშინ, როდესაც პაციენტს გამოხატული აქვს ზედაპირული კაპილარები.
მეზოთერაპია თმის ცვენისთვის: რეკომენდირებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ თმის ცვენა, თმის შეთხელება და ა.შ.
აკნეს მეზოთერაპია: ტარდება პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ აკნე ან აწუხებთ ჩირქოვანი გამონაყარი.
მეზოთერაპია სხეულის შემდეგ ზონებზე ტარდება:
- სახე
- ყელი
- ნიკაპი
- ღაბაბი
- ცხვირ-ტუჩის არე
- დეკოლტე
- მუცელი
- ხელები
- თავის თმიანი არე და სხვ.
რა დადებითი ეფექტები აქვს მეზოთერაპიას?
მეზოთერაპიის შედეგად:
- იზრდება კოლაგენის აქტივობა
- აღდგება კანის სტრუქტურა
- ქრება ნაოჭები
- აღდგება სახის ოვალი
- კანი ხდება ელასტიური
- კანს ეძლევა სასიამოვნო ფერი
რიხტერის კლინიკაში სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაიტაროთ პლაზმო თერაპია და პლაზმური ლიფტინგიც.
FAQs
რა დრო სჭირდება მეზოთერაპიას?
პროცესი განმეორებითია და დაახლოებით 8-15 პროცედურაა საჭირო შედეგის მისაღწევად. თითოეული პროცედურა 40 წუთს გრძელდება.
რამდენ ხანს ნარჩუნდება შედეგი?
მეზოთერაპიის შედეგი დაახლოებით 18 თვე გრძელდება.
ეფექტურია თუ არა მეზოთერაპია ცელულიტების გასაქრობად?
დიახ, მეზოთერაპიის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი ცელულიტების გაქრობაა.
მტკივნეულია თუ არა მეზოთერაპია?
მეზოთერაპია სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული პროცედურაა.

