Aptos ძაფები

ასაკის მატემასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი უფრო და უფრო მცირე რაოდენობით აწარმოებს კანის ახალგაზრდობისა და ელასტიურობის შენარჩუნებისათვის საჭირო კოლაგენს. შედეგად, იმისათვის რომ კანმა ძველი იერი დაიბრუნოს, სახის ოვალის კორექცია ხდება საჭირო.  თუკი ქირურგიული ჩარევა და მასთან დაკავშირებული სირთულეები, როგორიცაა ნარკოზი, ნაწიბურები, პოსტ-ოპერაციული ტკივილები და ა.შ არ გსურთ, მაშინ აპტოსის ძაფებით ლიფტინგი საუკეთესო პროცედურაა. სახის დაჭიმვა APTOS ძაფებით არის მცირედ ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც კოსმეტიკური ძაფებით ( Thread 2G) ხდება სახის კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. 

არსებობს APTOS ძაფების ორი ტიპი: გაუწოვადი და გაწოვადი. გაწოვად ძაფებს შედარებით ნაკლებად რთულ შემთხვევებში იყენებენ, მათ არამარტო ლიფტინგის ეფექტი აქვთ, არამედ კანის ღრმა დატენიანების, შეიძლება ითქვას, ბიორევიტალიზაციის ეფექტიც კი, ხოლო გაუწოვადი ძაფები უკვე ხანდაზმულ ასაკში გამოიყენება. 

თუკი ვერ გადაწყვიტეთ, რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურაა თქვენი კანისათვის საჭირო, ჩაეწერეთ კოსნულტაციაზე ჩვენს პროფესიონალ კოსმეტოლოგებთან. კოსმეტოლოგი დაადგენს, რა პროცედურები გჭირდებათ, მოისმენს თქვენს სურვილს და მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

ხშირად დასმული შეკითხვები:

რამდენ ხანს გრძელდება აპტოსის ძაფების ეფექტი?

დამოკიდებულია ძაფების ტიპზე, შესაძლოა ერთ შემთხვევაში ეფექტი ძლებს 1-დან 3 წლამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში – 3-დან 5 წლამდე.

რამდენი დღე სჭირდება რეაბილიტაციას?

რეაბილიტაცია საშუალოდ 3-4 დღე სჭირდება.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

პროცედურა საკმაოდ მცირე დროს მოითხოვს – 10-15 წუთს.

რამდენად მტკივნეულია პროცედურა?

პროცედურის წინ კეთდება ადგილობრივი გაყუჩება, რის გამოც პროცედურის ტკივილი მინიმუმამდეა დაყვანილი.

×