ტუჩების გადიდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა, რომელიც ტუჩის ფორმას ცვლის, ავსებს და ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. იმ ცნობილ ფილერებს შორის, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო კოსმეტოლოგიურ კლინიკებში სთავაზობენ მომხმარებლებს, ჩვენი კოსმეტოლოგიური კლინიკა გთავაზობთ იუვედერმისა და რესტილაინის, კორეულ და იტალიურ ტუჩის ფილერებს.
იუვედერმი არის ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული ფილერი, რომელიც მისი განსაკუთრებული კონსისტენციითაა ცნობილი. იგი იმიტომაა ერთ-ერთი ფავორიტი ტუჩის ფილერი, რომ აქვს უნარი, ქსოვილთან ინტეგრირდეს და დიდხანს გაძლოს. რესტილაინი, თავის მხრივ, არის სხვა ჰიალურონის მჟავის ფილერი, რომელიც ცოტათი განსხვავებულ ბენეფიტებს გთავაზობთ. ის საუკეთესოა ტუჩის კორექციისათვის და სასურველი ფორმის მიღებისათვის. კორეულმა ფილერებმაც მოიპოვეს პოპულარობა მაღალი ხარისხისა და ინოვაციური ფორმულის გამო.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფილერს აირჩევთ თქვენი ბიუჯეტის, გემოვნების, სურვილისა და მოთხოვნილების მიხედვით, ჩვენი პროფესიონალი კოსმეტოლოგი თბილისში ისე ჩაატარებს ტუჩის კორექციას, რომ შედეგით ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილი დარჩებით. ჩაეწერეთ კოსმეტოლოგის კონსულტაციაზე და მიიღეთ საუკეთესო შედეგი!
რამდენ ხანს ძლებს ფილერი ტუჩში?
ფილერის შენარჩუნება დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების იმაზე, თუ რომელი ტუჩის ფილერი გამოიყენა კოსმეტოლოგმა და როგორი მეტაბოლიზმი, ცხოვრების სტილი გაქვთ. ჰიალურონის მჟავის ფილერები, როგორებიცაა იუვედერმი და რესტილაინი, 6-დან 12 თვემდე ძლებს. დროთა განმავლობაში, სხეული ბუნებრივად შთანთქავს ფილერს, ამიტომაც პერიოდული განახლებები აუცილებელია ფორმისა და მოცულობის შესანარჩუნებლად.
მტკივნეულია თუ არა ტუჩის ფილერი?
ტკივილი სუბიექტურია, თუმცა ტუჩი სენსიტიური არეა და ინექციები არაკომფორტულია. ლიდოკაინით გაყუჩების შემდგომ დისკომფორტი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
0.5 მლ ფილერი შესამჩნევია?
დიახ, შესამჩნევია. როგორც წესი კოსმეტოლოგები პაციენტებს ურჩევენ, ტუჩის კორექცია სწორედ ამ რაოდენობით დაიწყონ, რათა შეეგუონ ტუჩის ახალ ფორმას და მიიღონ ბუნებრივი შედეგი.