დენტალური იმპლანტაცია დაკარგული კბილის აღდგენისა და ჰოლივუდის ღიმილის დაბრუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში გთავაზობთ გამძლე და ბუნებრივ იმპლანტებს. რიხტერის პროფესიონალი სტომატოლოგები ისე ჩაგისვამენ იმპლანტებს, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს იმპლანტი კბილის ბუნებრივ ფორმას და გააჯანსაღოს ღიმილი.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში დენტალური იმპლანტაციის პროცესი იწყება სტომატოლოგიური კონსულტაციით და თქვენი მდგომარეობის შეფასებით. ჩვენ შევამოწმებთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას, კბილის ძვლის სიძლიერეს, რომ დავადგინოთ, შეძლებს თუ არა ყბა იმპლანტებისათვის ხელშეწყობას. როგორც კი შეფასდება თქვენი მდგომარეობა და აღმოჩნდება, რომ იმპლანტაცია დაშვებულია, გაკეთდება ქირურგიული ჩარევა და იმპლანტი დამაგრდება იქ, სადაც კბილი დაკარგული იყო.
დენტალური იმპლანტაცია მორგებულია თქვენს ჯანმრთელობაზე და ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. მას შემდეგ, რაც კბილის იმპლანტი დაგიმაგრდებათ, დრო დაგჭირდებათ, რომ აღდგენის პროცესი დასრულდეს. იმპლანტი ინტეგრირდება ძვალთან, რასაც ოსეოინტეგრაცია – ძვლის შემოზრდის პროცესი არაბიოლოგიურ მასალაზე – ეწოდება.
მას შემდეგ, რაც იმპლანტი სრულად ინტეგრირდება ყბის ძვალთან, კბილზე დამაგრდება გვირგვინი, რომელიც ინდივიდუალურად, თქვენი კბილის ფერისა და ფორმის მიხედვით მზადდება. შედეგი გამძლეა სამუდამოდ – თუკი მას სწორად მოუვლით.
რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი კბილში?
დენტალური იმპლანტების გამძლეობა მთელი ცხოვრებაა სწორი მოვლით. შესაძლოა, 10-15 წლის შემდეგ გამოცვლა დასჭირდეს გვირგვინს, რომელიც იმპლანტზეე მაგრდება, თუმცა ესეც თქვენს ჰიგიენასა და ღეჭვის ჩვევებზეა დამოკიდებული.
რამდენად მტკივნეულია დენტალური იმპლანტაცია?
როგორც ჩვენი პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს, ტკივილი ბევრად უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ. ადგილობრივი ანესთეზია ბევრად ამცირებს დისკომფორტს. პროცედურის შემდგომ დისკომფორტი, დასიება, დალურჯება ნორმალურია, თუმცა რამდენიმე დღეში ქრება.
რა არის საუკეთესო ასაკი დენტალური იმპლანტაციისთვის?
ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის დასაშვებია დენტალური იმპლანტაცია – როცა დასრულებულია ძვლის სრული ზრდა (ჩვეულებრივ, 20 წელს გადაცილებული ადამიანები და ზემოთ). უფრო მოზრდილ ადამიანებს რაც შეეხება, არ არსებობს ზედა ლიმიტი.