სახის ღრმა წმენდა

 

რიხტერის კლინიკა გთავაზობთ სახის კანის ღრმა წმენდას. ჩვენი სახის კანი თითქმის სრულიად დაუცველია იმ ნეგატიური ფაქტორების გავლენისგან, რომელსაც ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი აწყდება. დროთა განმავლობაში კანზე გროვდება მტვერი, ჭუჭყი, მაკიაჟის ნარჩენები და ა.შ. ასეთ მდგომარეობაში ძალას კარგავს დერმატოლოგიური და კოსმეტიკის პროდუქტები, რომლებიც საკმაოდ ძვირიც გვიჯდება.

სახის ღრმა წმენდა არის კოსმეტოლოგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც სუფთა, ჯანმრთელი და ნაზი კანის გარანტია.

რას მოიცავს სახის ღრმა წმენდა?

სახის ღრმა წმენდა არის ზოგადი ტერმინი, რომელიც რამდენიმე პროცედურას აერთიანებს.

პროცედურის დაწყებამდე პაციენტი გადის კოსმეტოლოგის კონსულტაციას, რომლის ფარგლებშიც იქმნება სამოქმედო გეგმა. ზოგიერთ შემთხვევაში კი სპეციალისტი ღრმა წმენდას რეკომენდაციას არ გაუწევს, მაგალითად, მაშინ, თუ პაციენტს კანის ანთება ან სხვა პრობლემა აღენიშნება.

დემაკიაჟი

სახის ღრმა წმენდა იწყება დემაკიაჟით, რაც არ ნიშნავს მხოლოდ მაკიაჟის მოშორებას. დემაკიაჟი ტარდება მაშინაც, როცა პაციენტი პროცედურაზე მაკიაჟის გარეშე მოდის. სპეციალისტი კანის ტიპის შესაბამისი გელით გაასუფთავებს სახეს და შემდეგი ეტაპისთვის, ზედაპირული პილინგისთვის მოამზადებს.

ზედაპირული პილინგი

მეორე ეტაპზე ტარდება ზედაპირული პილინგი, რაც ნიშნავს კანის ზედაპირზე არსებული ნარჩენების მოშორებას და ღრმა წმენდისთვის სახის მომზადებას. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს დერმაბრაზიაც, რაც მოიაზრებს ფორებისა ნაწიბურების გათხელებას კანის ნარჩენების მოშორებასთან ერთად.

ჰიდროგელის ნიღაბი

ჰიდროგელის ნიღბის საშუალებით კოსმეტოლოგი ფერისმჭამელების, შავი ან ყვითელი წერტილების დარბილებას იწყებს. დარბილება აუცილებელია იმისთვის, რომ კანიდან მათი მოშორება გამარტივდეს.

ულტრაბგერითი წმენდა

ულტრაბგერითი წმენდა მთლიანი სახის კანზე ტარდება და მოიცავს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისა და ნარჩენების მოშორებას.

მექანიკური წმენდა

კანის ულტრაბგერითი აპარატით გასუფთავების შემდეგ იწყება მექანიკური წმენდა, რომელიც მხოლოდ იმ პაციენტებს უტარდებათ, რომლებსაც არ აქვთ კანის ანთება. ექიმი ხელით აშორებს ცხიმგროვებსა და შავ წერტილებს სახიდან, ცალკეულ შემთხვევებში კი, როცა ცხიმგროვა დიდი ზომისაა, საჭირო ხდება ნემსის გამოყენებაც.

დერმატოლოგიური ნიღაბი

დერმატოლოგიური ნიღაბი კანის დასამშვიდებლად და გამოსაკვებად გამოიყენება. ნიღაბი პაციენტის კანის ტიპის შესაბამისად შეირჩევა.

დატენიანება

ბოლო ეტაპი დატენიანებაა ისევ და ისევ პაციენტის კანის ტიპის შესაბამისი კრემით და SPF-ის საშუალებით.

ზედაპირული წმენდა

რიხტერის კლინიკაში გარდა სახის ღრმა წმენდისა, შეგიძლიათ ზედაპირული წმენდის სერვისითაც ისარგებლოთ. ზედაპირული წმენდა ნაკლებ საფეხურს მოიცავს და ძირითადად მშრალი კანის მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ღრმა წმენდისგან განსხვავებით, ზედაპირული წმენდის დროს დერმაბრაზია და მექანიკური წმენდა საჭირო არ არის.

FAQs

რა განსხვავებაა სახის ღრმა და ზედაპირულ წმენდას შორის?

ღრმა წმენდა განკუთვნილია ცხიმიანი და პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის, ხოლო ზედაპირული – მშრალი კანის მქონე პაციენტებისთვის. ზედაპირული წმენდა შედარებით ნაკლებსაფეხურიანია.

რა დრო სჭირდება სახის ღრმა წმენდას?

სახის ღრმა წმენდისთვის საშუალოდ 1.5 საათია საჭირო.

ახლავს თუ არა დისკომფორტი სახის ღრმა წმენდას?

რიხტერის კლინიკაში ლიცენზირებული სპეციალისტები სახის ღრმა წმენდას სრულიად უმტკივნეულოდ და ყველანაირი დისკომფორტის გარეშე ატარებენ.

რა სიხშირითაა სახის წმენდა რეკომენდირებული?

სიხშირე დამოკიდებულია კანის ტიპსა და იმაზე, თუ როდის დაიწყო პაციენტმა სახის ღრმა წმენდა. მშრალი კანისთვის წელიწადში ორჯერ ღრმა წმენდა საკმარისია, ცხიმიანი კანის მქონე პაციენტებისთვის კი რეკომენდირებულია დაახლოებით 1.5-თვიანი ინტერვალებით პროცედურის ჩატარება. ინტერვალი დროთა განმავლობაში იზრდება.

×