პლაზმური ლიფტინგი

 

პლაზმური ლიფტინგი კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც აახალგაზრდავებს და აღადგენს კანს, აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას. პროცედურისთვის გამოიყენება ბუნებრივი რესურსი, რომელიც თრომბოციტებითაა გაჯერებული. პლაზმო ლიფტინგი სრულიად უსაფრთხო პროცესია და მიმდინარეობს გართულებების გარეშე.

რას გულისხმობს პლაზმური ლიფტინგი?

პლაზმური ლიფტინგი ინექციური პროცედურაა, რომლის დროსაც ექიმს სამკურნალო ზონაში პაციენტის სისხლის პლაზმა შეჰყავს. პლაზმა მდიდარია თრომბოციტებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ფარული რესურსების სტიმულაციასა და რეგენერირებას. ვინაიდან პროცედურისთვის გამოყენებული პრეპარატი პაციენტის სისხლის პლაზმაა, სრულიად გამორიცხულია ალერგიული რეაქციის გამოწვევა.

რისთვის გამოიყენება პლაზმური ლიფტინგი?

პლაზმური ლიფტინგი რამდენიმე მიზნით ტარდება:

  • თმის ცვენის შეჩერება
  • წამწამებისა და წარბების ცვენისა და გათხელების შეჩერება
  • გამომშრალი კანის დატენიანება
  • ზედაპირული ნაოჭების გაქრობა
  • სხვადასხვა ზონის მოცულობის აღდგენა/გაზრდა
  • კანის ნაწიბურების გაქრობა
  • კანის ზედაპირის გათანაბრება
  • აკნესა და პოსტ-აკნეს მკურნალობა
  • სებორეის მკურნალობა
  • სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემის აღმოფხვრა

კანის ზედაპირის გასათანაბრებლად, აკნესა და პოსტ-აკნეს სამკურნალოდ და ფერის გაღიავებისთვის რიხტერის კლინიკაში შეგიძლიათ მიზოთერაპიის პროცედურითაც ისარგებლოთ.

რომელ ზონებზე ტარდება პლაზმური ლიფტინგი?

პლაზმური ლიფტინგის ჩატარება ეფექტურია სხეულის თითქმის ყველა ზონაზე. პროცედურა თანაბრად უსაფრთხოა ყოველი მათგანის შემთხვევაში. ყველაზე ხშირად პლაზმური ლიფტინგი სხეულის შემდეგ ზონებზე ტარდება: ქუთუთოები, კანი თვალის ირგვლივ, სახის კანი, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნები და ტერფები.

რიხტერის კლინიკაში ჩატარებული პლაზმო ლიფტინგის კურსის შედეგად გაახალგაზრდავდება კანი, უმჯობესდება კანის სტრუქტურა და ფერი, კანი ხდება ელასტიური და მკვრივი, ჩერდება თმის ცვენა. ამასთან, პლაზმურ ლიფტინგს დადებითი გავლენა აქვს სხვადასხვა სტომატოლოგიური გართულების წინააღმდეგ.

FAQs

რამდენ ხანს გრძელდება პლაზმური ლიფტინგი?

პლაზმური ლიფტინგის კურსი მოიცავს განმეორებით პროცედურებს, როგორც წესი, 4-6 პროცედურას 10-დან ორ კვირამდე შუალედებით. თითოეული პროცედურა კი 30 წუთს გრძელდება.

რას უნდა ველოდოთ პლაზმო ლიფტინგის შემდეგ?

პლაზმო ლიფტინგის შედეგად გაუმჯობესდება კანის მდგომარეობა, შემცირდება თმის ცვენა და გამარტივდება სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემის მკურნალობა.

პროცედურიდან რამდენ ხანში დგება შედეგი?

შედეგი პროცედურიდან დაახლოებით 2 კვირაში დგება.

რა უნდა გავითვალისწინოთ პლაზმური ლიფტინგის ჩატარებამდე?

პლაზმური ლიფტინგის ჩატარება რეკომენდირებული არ არის ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფებისვის; იმუნოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის; მათთვის, ვინც პრო და ანტიკოაგუალანტების მიმართ ალერგიულია; პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სისტემური დაავადებები, კანის ანთებითი დაავადებები, ჰეპატიტი, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები.

×