პლაზმური თერაპია

 

პლაზმური თერაპია კოსმეტოლოგიის დარგში ერთ-ერთი ინოვაციური პროცედურაა, რომელსაც უპირატესობებისა და დადებითი შედეგების მთელი რიგი ახლავს თან. პლაზმოთერაპია, პლაზმური ლიფტინგის მსგავსად, რიხტერის კლინიკაში უახლესი პრაქტიკების მიხედვით, უსაფრთხოდ და სწრაფად ტარდება.

რას გულისხმობს პლაზმოთერაპია?

პლაზმოთერაპია კანსა და თმასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ცალკეული ასპექტების გაუმჯობესებისთვის ტარდება. პლაზმური ლიფტინგის მსგავსად, მთავარი პრეპარატი, რაც პროცედურის დროს გამოიყენება, პაციენტის სისხლის პლაზმაა. თრომბოციტებით გაჯერებული აუტოპლაზმა აქრობს გართულებების სულ მცირე შანსსაც კი.

ლაბორატორიაში მიღებული თხევადი პლაზმა კანქვეშ შეიყვანება, როგორც სახის, ისე თმის ნაწილზე. გელისებრი პლაზმა მხოლოდ კანის ზედაპირზე დაიტანება.

რა მიზნით ტარდება პლაზმური თერაპია?

ზოგადად რომ ვთქვათ, პლაზმური თერაპიის მიზანი პაციენტის თმისა და კანის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება, გაუმჯობესება კი ბევრ ფაქტორს შეიძლება მოიცავდეს.

კანი

კანისთვის პლაზმოთერაპია გამოიყენება მაშინ, როცა პაციენტს აღენიშნება ქვევით ჩამოთვლილი ჩვენებები:

  • შავი რგოლები თვალების ირგვლივ
  • ნაოჭები თვალის ირგვლივ
  • მოშვებული კანი
  • ჩირქოვანი გამონაყარი და გამონაყარი შუბლზე
  • აკნე და აკნეს ლაქები
  • სახის წაშლილი ოვალი
  • გამოხატული ნაოჭი ცხვირ-ტუჩის არეში
  • კანის ელასტიურობის დაკარგვა

პროცედურის შედეგად კანი გაახალგაზრდავდება და გაუმჯობესდება რეგენერაციისა და აღდგენის უნარი.

თმა

თმის ნაწილში პლაზმოთერაპია ტარდება პაციენტებისთვის, რომლებსაც ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნებათ:

  • სუსტი, მტვრევადი, გაყოფილი ბოლოების მქონე თმა
  • სებორეა და ქერტლი
  • თმის ცვენა
  • თმის სიხშირისა და სტრუქტურის გაუარესება
  • პლაზმოთერაპიის შედეგად მცირდება თმის ცვენა, აღდგება თმის სტრუქტურა და მოცულობა.

თმის ცვენის შეჩერებისა და კანის სხვადასხვა გართულებების სამკურნალოდ რიხტერის კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ მეზოთერაპიის პროცედურაც.

FAQs

შეიძლება თუ არა პლაზმოთერაპიის სხვა პროცედურების პარალელურად ჩატარება?

დიახ, პლაზმური თერაპიის შეთავსება შესაძლებელია სხვა დერმო-კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან.

რა დროში დგება შედეგი?

პლაზმოთერაპიის შედეგი პროცედურის ჩატარებიდან დაახლოებით 3 კვირაში დგება და უფრო ხილული დროთა განმავლობაში.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

პროცედურა საშუალოდ 45 წუთს გრძელდება და ტარდება 3-ჯერ, 4-6 კვირიანი ინტერვალებით.

რამდენად უსაფრთხოა პლაზმოთერაპია?

პლაზმოთერაპია სრულიად უსაფრთხოა, ვინაიდან გამოიყენება თრომბოციტებით მდიდარი აუტოპლაზმა შენარევების გარეშე.

×