მეზოთერაპია

4.9
Based on 220 reviews
powered by Google

 

გავრცელებული მეთოდია, რომლის შედეგადაც აღდგება კანის სტრუქტურა, გაუმჯობესდება კანის ფერი, კორექტირდება პიგმენტური ლაქები და ზედაპირული ნაოჭები.

როგორ მიმდინარეობს მეზოთერაპიის პროცედურა?

მეზოთერაპიის დროს პაციენტის კანში დერმატო-კოსმეტოლოგს შეჰყავს ვიტამინების კოქტეილი, რომელიც მოიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს , მინერალებს, ამინომჟავას და ანტიოქსიდანტს. ბიორევიტალიზაციისგან განსხვავებით, მეზოთერაპიისთვის დამზადებულ პრეპარატში ჰიალურონის მჟავა დაბალი კონცენტრაციისაა.

ვიტამინების კოქტეილი იძლევა საშუალებას, გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა და აღდგეს კანის სტრუქტურა.

მეზოთერაპიის რამდენიმე ტიპი

ანტიპიგმენტაციური მეზოთერაპია: გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს აწუხებს პიგმენტაცია.

ანტიკუპეროზული მეზოთერაპია: ეფექტურია მაშინ, როდესაც პაციენტს გამოხატული აქვს ზედაპირული კაპილარები.

მეზოთერაპია თმის ცვენისთვის: რეკომენდირებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ თმის ცვენა, თმის შეთხელება და ა.შ.

აკნეს მეზოთერაპია: ტარდება პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ აკნე ან აწუხებთ ჩირქოვანი გამონაყარი.

მეზოთერაპია სხეულის შემდეგ ზონებზე ტარდება:

  1. სახე
  2. ყელი
  3. ნიკაპი
  4. ღაბაბი
  5. ცხვირ-ტუჩის არე
  6. დეკოლტე
  7. მუცელი
  8. ხელები
  9. თავის თმიანი არე და სხვ.

რა დადებითი ეფექტები აქვს მეზოთერაპიას?

მეზოთერაპიის შედეგად:

  • იზრდება კოლაგენის აქტივობა
  • აღდგება კანის სტრუქტურა
  • ქრება ნაოჭები
  • აღდგება სახის ოვალი
  • კანი ხდება ელასტიური
  • კანს ეძლევა სასიამოვნო ფერი

რიხტერის კლინიკაში სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაიტაროთ პლაზმო თერაპია და პლაზმური ლიფტინგიც.

FAQs

რა დრო სჭირდება მეზოთერაპიას?

პროცესი განმეორებითია და დაახლოებით 8-15 პროცედურაა საჭირო შედეგის მისაღწევად. თითოეული პროცედურა 40 წუთს გრძელდება.

რამდენ ხანს ნარჩუნდება შედეგი?

მეზოთერაპიის შედეგი დაახლოებით 18 თვე გრძელდება.

ეფექტურია თუ არა მეზოთერაპია ცელულიტების გასაქრობად?

დიახ, მეზოთერაპიის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი ცელულიტების გაქრობაა.

მტკივნეულია თუ არა მეზოთერაპია?

მეზოთერაპია სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული პროცედურაა.