კბილების დაბჟენა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურაა. რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილის დაბჟენისთვის ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, უმაღლესი ხარისხის მასალასა და თანამედროვე ტექნიკებს. ჩვენი ექიმები გაძლევენ გარანტიას, რომ პროცესი მარტივად, გართულებების გარეშე და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
კბილის დაბჟენა არის პროცესი, რომლის დროსაც სტომატოლოგი კბილში გაჩენილ ღრმულს ან დეფექტს ცალკეული მასალით ამოავსებს. ამ მასალას პლომბს უწოდებენ. დაპლომბვა მას შემდეგ ხდება საჭირო, როცა კბილს კარიესი გაუჩნდება. კარიესი ყველაზე ხშირი დაავადებაა მსოფლიში, ამის გამოა, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში მიმართვიანობის ძირითადი ნაწილი კბილის დაბჟენის პროცედურაზე მოდის.
პლომბი, იგივე ბჟენი, არის ხელოვნური მასალა, რომლითაც სტომატოლოგი ღრუს ან დეფექტს ფარავს. არსებობს რამდენიმე ტიპის კბილის პლომბის მასალა, რომლებიც დანიშნულების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან:
რიხტერის კლინიკაში სტომატოლოგიური კონსულტაციის დროს ექიმი დაათვალიერებს თქვენს პირის ღრუს და აგიხსნით, თუ რომელი კბილი საჭიროებს დაპლომბვას.
პირველი, რასაც სტომატოლოგი აკეთებს, კბილის მიდამოს გაბუჟებაა იმისთვის, რომ პროცესის განმავლობაში ტკივილი არ იგრძნოთ. მას შემდეგ, რაც ბოლომდე გაბუჟდება მიდამო, ექიმი პატარა ხელსაწყოს საშუალებით კბილის იმ ნაწილს მოაშორებს, რომელიც დაზიანებულია ან აქვს ღრუ. მომდევნო საფეხურზე სტომატოლოგი იყენებს დასაბჟენ მასალას დაზიანებული ადგილის შესავსებად. პლომბი შეიძლება იყოს თეთრი, კბილის ფერი ან ნაცრისფერი. ფერებს შორის არჩევანი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.
დაბჟენის შემდეგ ექიმი სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით აყალიბებს და აპრიალებს კბილს ისე, რომ აღდგენილი ნაწილი გახდეს გლუვი და მოერგოს დანარჩენ კბილებს.
დაიმახსოვრეთ, თუ კარიესის გამო დროულად მიმართავთ ექიმს, გართულებებისგან დაზღვეული იქნებით. სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა კბილის ამოღება დაგჭირდეთ, რაზეც ასევე რიხტერის სტომატოლოგები იზრუნებენ.
რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკა სპეციალიზდება ბავშვთა სტომატოლოგიაშიც. კბილის დაპლომბვა შესაძლებელია ბავშვებისთვისაც. ჩვენი ექიმები მათთვის განსაკუთრებულად კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს ქმნიან იმისთვის, რომ პროცედურამ სტრესის გარეშე ჩაიაროს.
კბილის დაბჟენის შემდეგ კბილის შიდა სტრუქტურა ჰერმეტულად ივსება და იზოლირდება; დაზიანებული კბილი სრულად აღდგება და იბრუნებს პირვანდელ სახეს, რაც აუცილებელია კბილების სიჯანსაღისთვის, ბრეკეტების ჩასასმელად და, ზოგადად, პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად. იხილეთ კბილის დაბჟენის ფასები მოცემული გვერდის ბოლოს:
მსუბუქად გაიწმინდეთ კბილები და პირის ღრუ. არ მიიღოთ ალკოჰოლი და თავი შეიკავეთ თამბაქოს მოხმარებისგან.
დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა და გამოიყენეთ დამატებითი საშუალებები, როგორიცაა კბილის ძაფი (ფლოსი), ირიგატორი და სხვ. ამასთან, წელიწადში ორჯერ გაიწმინდეთ კბილები პროფესიონალურად.
კბილის დაბჟენა მარტივი და სწრაფი პროცედურაა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გრძელდება.
კბილის დაბჟენის შემდგომ მცირე დისკომფორტი სრულიად ნორმალურია, თუმცა ტკივილის შემთხვევაში, აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენს სტომატოლოგთან კონსულტაცია.
კბილის დაბჟენის შემდგომ საკვების მირთმევა შესაძლებელია, თუმცა თქვენი სტომატოლოგი აუცილებლად გირჩევთ, რომ დაელოდოთ გაბუჟების შეგრძნების გავლას, რათა თავიდან აირიდოთ ღეჭვის დროს ენასა და ლოყაზე მიღებული დაზიანებები.