კბილის ამოღება სტომატოლოგიური პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი ან რამდენიმე კბილის ამოღებას მათი ბუდეებიდან. ამ სერვისს რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოცდილი სტომატოლოგები ახორციელებენ, რომლებიც პროცედურის განმავლობაში პაციენტების კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
კბილის ამოღება საჭირო ხდება გარკვეულ შემთხვევებში გამოუსწორებელი დაზიანების, კბილთა მწკრივის გადატვირთულობის ან სხვა გარკვეული მიზეზების გამო. კბილის ამოღებამდე პაციენტი შემოწმდება ჩვენი სტომატოლოგის მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კბილის ამოღების საჭიროება, რადგან ეს პროცედურა მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, როდესაც სხვა ვარიანტი არ არის დარჩენილი.
კბილის ამოღება სჭირდებათ პაციენტებს, რომლებსაც:
დენტალური ექსტრაქციის მიზანია, გაუქროს პაციენტს ტკივილი, ხელი შეუშალოს ინფექციის გავრცელებას და მოაწესრიგოს თანკბილვა. რიხტერის კლინიკაში კბილის ამოღება შესაძლებელია როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც. ბავშვთა სტომატოლოგიაში სტომატოლოგმა უნდა მიმართოს განსაკუთრებულ ხერხებს პატარებისთვის კომფორტული და სახალისო გარემოს შექმნისათვის, რაც ჩვენს ბავშვთა სტომატოლოგს საუკეთესოდ გამოსდის.
პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ გარემოებებსა და მდგომარეობის სირთულეზე. ზოგიერთი პაციენტისთვის ერთი ვიზიტიც საკმარისია, სხვებისთვის კი მეტი დროის გამოყოფაა საჭირო.
კბილის ამოღების წინ სტომატოლოგი ადგილობრივ ანესთეზიას იყენებს, რის შედეგადაც ნულამდე დაიყვანება ტკივილისა შანსი. პოსტ-ოპერაციული გართულებებისგან თავის დასაზღვევად და დისკომფორტის ასაცილებლად სტომატოლოგი შესაბამის რეკომენდაციებს მოგცემთ.
პროცედურამდე მოსამზადებელ რეკომენდაციებს სტომატოლოგიური კონსულტაციის განმავლობაში თქვენი ექიმი მოგაწვდით, ისევე, როგორც რჩევებს შემდგომი მოვლისთვის.
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს ფესვის არხის მკურნალობას, ღრძილების ანთების მკურნალობას და სხვ, თუ დარღვევები ჯერ ისევ საწყის ფაზაშია.