რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში გთავაზობთ უმაღლესი ხარისხით დამზადებულ ვინირებს, რომლებიც ჯანსაღი, ბუნებრივი და ჰოლივუდის ღიმილის წინაპირობაა.
ვინირები არის თხელი ფირფიტები, რომელიც ფარავს კბილის ზედაპირს და აუმჯობესებს ვიზუალს. ვინირები მზადდება უმაღლესი ხარისხის გამძლე მასალისგან ინდივიდუალური შეკვეთის საფუძველზე.
ვინირები ესთეტიკურ სტომატოლოგიაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ვინირების გამოყენებას ირჩევენ ადამიანები, ვისაც სურთ გაიუმჯობესონ კბილის ფერი ან ფორმა, მცირე დგომის ანომალიები, ტრემები და დიასთემები.
რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში შესაძლებელია ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებული, კომპოზიციური და კერამიკული, იგივე ორთოპედიული ვინირების დაყენება. მთავარი განსხვავება დამზადების ტიპია: კერამიკული ვინირები მზადდება ლაბორატორიაში და შემდეგ ირგებს პაციენტი, ხოლო კომპოზიციური ვინირები უშუალოდ სტომატოლოგის კაბინეტში, პაციენტის პირის ღრუშივე მზადდება. მათ შორის არჩევანი სუბიექტურია და დამოკიდებულია უშუალოდ პაციენტის პრეფერენციაზე.
სანამ უშუალოდ ვინირების დამზადება დაიწყება, აუცილებელია, პაციენტთან ინდივიდუალური კონსულტაციის ჩატარება, რომლის დროსაც სტომატოლოგი გამოიკვლევს პირის ღრუს მდგომარეობას, მოისმენს პაციენტის მიზნებს და გაუწევს შესაბამის რეკომენდაციას. კონსულტაციისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პაციენტს ვინირებამდე სხვა პროცედურები აქვს ჩასატარებელი ან არსებობს ალტერნატიული, უფრო ოპტიმალური გზა მიზნის მისაღწევად. მაგალითად, თუ პაციენტს დაკარგული კბილის გამო არეული აქვს კბილთა წყობა, სტომატოლოგმა შესაძლოა კბილის იმპლანტის ჩასმა ურჩიოს.
მას შემდეგ, როცა საბოლოოდ გადაწყდება ვინირების ჩასმის საკითხი, იწყება მათი დამზადება. თავდაპირველად პაციენტისთვის მზადდება ერთგვარი სატესტო კონსტრუქცია, რომელიც საშუალებას მისცემს, აღიქვას კბილის ფერი და ფორმა. თუ პაციენტი კმაყოფილი იქნება მოსალოდნელი შედეგით, მზადდება მუდმივი კონსტრუქცია და ფიქსირდება კბილზე.
გარდა ვინირებისა, რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში შესაძლებელია პირის ღრუს კოსმეტიკური პრობლემების მოგვარება კბილის მხატვრული რესტავრაციის საშუალებითაც.
ვინირების დამზადებას საშუალოდ 1-3 კვირა სჭირდება.
ვინირების მოსავლელად საკმარისია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან შემოწმებისთვის ვიზიტზე სიარული 6 თვეში ერთხელ.
ვინირების ფიქსაცია შეიძლება როგორც ზედა, ისე ქვედა ყბის საჭრელებზე, ეშვებსა და პრემოლარებზე.
ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბების შემდგომ.