ბრეკეტები (კბილების გასწორება)

 

ბრეკეტები კბილების გასწორების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზაა.

რატომ უნდა გავისწოროთ კბილები ბრეკეტებით?

ბრეკეტებით კბილების გასწორებას ბევრი უპირატესობა აქვს:

  • სწორი თანკბილვა;
  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • არჩევანის მრავალფეროვნება;
  • გარანტირებული შედეგი;

კბილების ბრეკეტებით გასწორებამდე შეიძლება გარკვეული პროცედურების ჩატარება დაგჭირდეთ, როგორიცაა კბილის დაბჟენა და, საჭიროების შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე კბილის ამოღება.

რა ტიპის ბრეკეტები არსებობს?

რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილების გასასწორებლად ვიყენებთ სამი ტიპის ბრეკეტს.

  1. გამჭვირვალე ბრეკეტები: იგივე კერამიკული ბრეკეტები, ინოვაციური მიღწევაა სტომატოლოგიაში. მისი გამჭვირვალე ფერის გამო კი თითქმის შეუმჩნეველია.
  2. ლინგუალური ბრეკეტები: ეს ბრეკეტების განსაკუთრებული ტიპია, რომელიც სრულად უხილავია. თითოეული ბრეკეტი კონკრეტული კბილისთვისაა დამზადებული და აბსოლუტური შედეგის გარანტიას იძლევა.
  3. მეტალის ბრეკეტები: სხვანაირად ცნობილი, როგორც ვესტიბულარული ბრეკეტები, ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მეტალის ბრეკეტების საშუალებით სასურველი შედეგი მოკლე დროში მიიღწევა.

როგორ მიიღწევა სასურველი შედეგი?

სასურველი და ხანგრძლივი შედეგის მიღწევის გარანტიას რამდენიმე გარემოება იძლევა.

უპირველესად, აუცილებელია რეგულარული შემოწმებები ორთოდონტთან, რომლის ფარგლებშიც ის პაციენტის პროგრესს დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს აუცილებელ კორექტირებას.

უმნიშვნელოვანესია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა უმაღლეს დონეზე. ყოველდღიური რუტინის დაგეგმვასა და ეფექტური მეთოდების დანერგვაში პაციენტებს ჩვენი გუნდი ეხმარება.

ორთოდონტი პაციენტს რამდენიმე აუცილებელ რჩევას აძლევს, რაც მოიცავს დიეტური შეზღუდვების დაცვას, ინდივიდუალურ შემთხვევებში რეზინის დამჭერების რეგულარულად ტარებას, მკურნალობის გეგმის დაცვას და სხვ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ კომუნიკაციას პაციენტსა და ორთოდონტს შორის. ჩვენი ექიმები თითოეულ პაციენტს უბიძგებენ, თუნდაც მცირედი პრობლემის თუ გართულების შესახებ ინფორმაცია ამომწურავად მიაწოდონ.

რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილების გასწორებას ელაინერების საშუალებითაც შეძლებთ.

FAQs

როგორ მოვუაროთ მეტალის ბრეკეტებს?

მეტალის ბრეკეტების მოვლისთვის ექიმის ზოგადი რეკომენდაციების გარდა დაგჭირდებათ ოთხი ხელსაწყო: კბილთაშუა ჯაგრისი, ელექტრო ჯაგრისი, სპეციალური ორთოდონტიული კბილის ჯაგრისი და ირიგატორი.

როგორ მივხვდეთ, რომ ბრეკეტები გვჭირდება?

ბრეკეტები გვჭირდება მაშინ, როცა გვაქვს დარღვეული თან­კბილ­ვა, კბი­ლე­ბის ან ყბის ასი­მეტ­რია სა­ხის ოვალ­თან მი­მარ­თე­ბით, ვსუნთქავთ პი­რით და გვაწუხებს ღეჭ­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი.

როგორ მოვემზადოთ ბრეკეტების ჩასასმელად?

ექიმი გირჩევთ 3D სტომატოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარებას ზუსტი სურათის დასანახად და არსებობის შემთხვევაში პირის ღრუს პრობლემების წინასწარ მოგვარებას. საჭიროა კბილების სტომატოლოგიური გაწმენდაც.

რა დრო სჭირდება ბრეკეტების დაყენებას?

პროცედურის დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, თუმცა საშუალოდ 1 საათს გრძელდება.

×