ვინირი თუ ცირკონის გვირგვინი: როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება

ვინირებიც და ცირკონის გვირგვინიც სტომატოლოგიური რესტავრაციის საკმაოდ ცნობილი გზებია. ორივე უკეთესობისაკენ ცვლის კბილის ვიზუალსაც და ფუნქციასაც. მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ვინირი მხოლოდ კბილის წინა ნაწილს ეკრობა ზედაპირზე, ხოლო ცირკონის გვირგვინი მთლიან კბილს ფარავს.

არც ვინირი და არც ცირკონის გვირგვინი მარტივი და ბიუჯეტური პროცედურები არ არის. ამიტომაც სანამ დროსა და თანხას დახარჯავთ, მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ რა არის თქვენთვის საუკეთესო. რა თქმა უნდა, თქვენს პრეფერენციებზე და მიზნებზე პროფესიონალ სტომატოლოგთან კონსულტაცია საუკეთესო სტომატოლოგიურ კლინიკაში კარგი არჩევანი იქნება, თუმცა კონსულტაციამდეც აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და განსხვავება-მსგავსებების ცოდნა!

რა განსხვავებაა ვინირსა და ცირკონის ხელოვნურ გვირგვინს შორის?

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის გაგებით: რითი განსხვავდება ეს ორი. ვეცდებით მაქსიმალურად მარტივად აგიხსნათ: ვინირი არის ფაიფურის მასალის თხელი ფენა რომელიც ზედაპირულად ეკვრის კბილს და ცვლის მის ესთეტიკას. იგი სისქეში 1 მმ-ს აღწევს, ხოლო ხელოვნური გვირგვინი 2მმ-მდეა სისქეში და მთლიანად კბილს ეკვრის.

რომელია თქვენთვის საუკეთესო? მარტივად რომ გადაწყვიტოთ, რაც უფრო დაზიანებულია კბილი და რაც უფრო მეტი სტომატოლოგიური მანიპულაციაა ჩატარებული, თუნდაც კარიესის მოშორება, მკვდარი ნერვი და ა.შ სჯობს ცირკონის ხელოვნური გვირგვინების არჩევა. ცირკონი ემსახურება აღდგენას, ხოლო ვინირი მეტწილად კოსმეტიკურ პროცედურად უფრო ითვლება.

კერამიკის ვინირები

მარტივია, აირჩიო ვინირებსა და ცირკონის გვირგვინებს შორის, თუკი ჯანმრთელი კბილები გაქვს. ვინირებს, როგორც წესი, ვიზუალური გაუმჯობესებისათვის იყენებენ, ამიტომაც კოსმეტიკურ პროცედურად ითვლება. თუკი წინა ორ კბილს შორის დაშორება გაქვთ, ან კბილზე მცირე დეფექტები გაქვთ, მაშინ ორი აზრი არ არის, რომ კერამიკული ვინირები თქვენთვის საუკეთესო იქნება.

ცირკონის გვირგვინები

თუკი კბილზე დაზიანებული ნაწილი გაქვთ, რომელთა შევსებაც დიდი ზომის ან სხვა მიზეზების გამო ძნელი ან შეუძლებელია, სჯობს, ის ცირკონის გვირგვინით დაიფაროს. გვირგვინები უზრუნველყოფენ ფაიფურის ან ფაიფურით დაფარული მეტალის გარსის თხელ ფენას, რაც კბილის სიჯანსაღესაც და ესთეტიკურ სილამაზესაც აუმჯობესებს.

განსხვავებით ვინირებისაგან, ცირკონის გვირგვინი კბილს იცავს შემდგომი დაზიანებისაგან. ამიტომ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ გაქვთ ჯანმრთელი კბილები, მაშინ ცირკონის გვირგვინები საუკეთესო გამოსავალია.

შემიძლია თუ არა ვინირებისა და ცირკონის გვირგვინების კომბინაციაში გამოყენება?

დიახ! ეს კარგი იდეაა მათთვის, ვისაც რამდენიმე კბილი დაზიანებული აქვს, თუმცა კბილების უმეტესი ნაწილი ჯანსაღი აქვს. ჯანსაღ კბილებზე ვინირების თხელი ფენის დაკვრა შეიძლება, ხოლო დაზიანებულ კბილებზე ცირკონის გვირგვინების დამაგრებას შეძლებთ.

ვინირებისა და ცირკონის გვირგვინების ფასი

მართალია, ეს ორი პროცედურა ბიუჯეტური არ არის, მაგრამ, ობიექტურად, ფულის დაზოგვა ჯანსაღ ღიმილზე ნამდვილად არ ღირს. მითუმეტეს რომ მათი ხანგრძლივობა 10-15 წელს დაითვლის სწორად მოვლის შემთხვევაში. ჩვენს კლინიკაში ვინირის ფასი 850 ლარიდან იწყება, ხოლო ცირკონის ხელოვნური გვირგვინის ფასი – 750 ლარიდან. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს კლინიკაში მოქმედებს თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება. ეს გაგიმარტივებთ მკურნალობას და შესაძლებლობას მოგცემთ, თანხა გაანაწილოთ სასურველ პერიოდზე.

რა ნაბიჯებისგან შედგება პროცედურა?

ორივე პროცედურის წინ უნდა გაიაროთ შემდგომი ეტაპები

კონსულტაცია სტომატოლოგთან – სტომატოლოგი განსაზღვრავს რომელი პროცედურა გჭირდებათ, მოარგებს მათ თქვენს მიზნებსა და ბიუჯეტს. დაგეხმარებათ, მოამზადოთ კბილები მომავალი პროცედურებისათვის.

კბილების გათეთრება – რიგ შემთხვევაში, შესაძლოა კბილების გათეთრება გახდეს საჭრო პროცედურამდე, რათა მაქსიმალურად ჯანმრთელ და ჯანსაღ კბილზე მოხდეს ფაიფურის ან რომელიმე სხვა მასალის დამაგრება;

3D ტომოგრაფია – იმისათვის, რომ ნათელი გახდეს თქვენი პირის ღრუს მდგომარეობა, 3D ტომოგრაფიის გადაღება აუცილებელია.

შეჯამება

საბოლოოდ, ორივეს – ვინირსაც და ცირკონის გვირგვინსაც საერთო დანიშნულება აქვს – გააუმჯობესოს ადამიანის ღიმილი და ფუნქციურად თუ ესთეტიურად უკეთესი გახადოს კბილი. ვინირებს, უფრო ხშირად მაშინ იყენებენ, როდესაც კოსმეტიკური გაუმჯობესებაა მათი მიზანი, ხოლო გვირგვინს კი მაშინ – როდესაც ადამიანს აქვს კარიესი, აქვს მოტეხილი კბილი, ან მკვდარი ნერვი, ანუ, დარღვეულია სრულფასოვანი ღეჭვის ფუნქცია.

დაიცავით სტომატოლოგიური ჰიგიენა, 6 თვეში ერთხელ ესტუმრეთ სტომატოლოგს და დარწმუნდით, რომ ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის გაკეთებასაც აპირებთ, ერგება და პასუხობს თქვენს მიზნებსა და მოთხოვნებს!

პასუხისმგებლობის არიდება: მოცემული ბლოგი არ არის სტომატოლოგიური რჩევა, რომელზე დაფუძნებითაც მომხმარებელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რიხტერის კლინიკის ბლოგები არის გაცნობითი და ინფორმაციული სახის და არ ემსახურება ადამიანებისათვის რაიმე სტომატოლოგიური რჩევის მიცემას. გთხოვთ, გაესაუბრეთ ექიმს და მიიღეთ თქვენზე მორგებული გადაწყვეტილება!